ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოგა პავლიაშვილი
ჟანრი: პოეზია
28 ნოემბერი, 2012


დრო

გადის დრო, ქალნი კვლავ მალავენ ასაკს და
ითვლიან მარტებს,
აწმყოც წარსულთან ქედმაღალია,
არ არის ვალში,
დღეის დღის რეჟიმს ხვალისაში
დრო ისევ ჩატევს,
სიკეთეს ისევ წესისამებრ,
აღრევენ, ავში.

მავანნი დღესაც ეძებენ კატებს,
თანაც-შავ კატებს,
ეძებდა ოდეს ოტო ჰანი
მათ ბნელ ოთახში,
კაცობრიობას სავალალოდ
დრო გონს ვერ მატებს,
რაც ევას ედო, შორენასაც
ის უდევს თავში.

დრო ისევ გადის, ჩვენ ისევ ვკოცნით
წმინდანთა ხატებს,
არც ხვალ დაიდგამს უნაგირს ალბათ,
მერაბის რაში,
ბილწი სიბილწის დასაფარად,
სანთელს კვლავ ანთებს,
არც არაფერი არ შეცვლილა
დროსა და ხანში.

გადის დრო, ქალნი კვლავ მალავენ ასაკს და
ითვლიან მარტებს,
აწმყოც წარსულთან ქედმაღალია,
არ არის ვალში,
დღეის დღის რეჟიმს ხვალისაში
დრო ისევ ჩატევს,
სიკეთეს ისევ წესისამებრ,
აღრევენ, ავში. გ.პ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ნათი ჯანაშია, არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს