ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ მჭედლიშვილი
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2013


ისე, როგორც თოლია


გადით ჩემგან ფიქრებო!
გაიხურეთ კარები!
არ მსურს, ჩემი ცრემლები
თქვენს ბოდიალს მიეწყოს.
ბროლ-ბალახშის თლილისად
რეკენ წმინდა ზარები.
ნიაღვარმა წვიმისა
თვალ-წამწამთა არები
წალეკა და წაიღო,
ვით მდინარემ ხარები -
გაზაფხულის ჟამისას,
როცა გრძნობა საფირონს
ფრთებს შეასხამს წამებით
და მტკვრის ზვირთებს მორებთან
ერთად მოაქვს გვამები.

გადით ჩემგან ფიქრებო!
მე მსურს, ვიყო მსუბუქი!
მძიმე არის საზიდად
თქვენი არსის ურუქი...
მე მსურს ვიყო მსუბუქი,
ისე, როგორც თოლია,
რომ ცხოვრების ტალღებზე
მისი ფრთები მოვისხა.

ქვესკნელიდან ძახილი
დაგდევს ტვირთად ფიქრებო...
იქნებ ცოდვის აჩრდილი
თქვენს ნაკვალევს მიენდო?!


მოდით მგლოვიარენო,
მიგალობეთ ფსალმუნნი,
ვიზეიმო ფიქრთაგან
დაცლა მისი ზღვაურის.

ბრო-ბალახშის თლილისად
რეკენ წმინდა ზარები.
წვიმის წვეთმა მაკოცა
ცივ ტუჩების ალერსით.
სულის დღესასწაულის
შესაფერად შემოსეთ
ზეცა ნაღვლის ჰაერით!

მე მსურს, ვიყო მსუბუქი,
ისე, როგორც თოლია,
ჰორიზონტის ტალღებზე
ვთქვა: არც ისე შორია!

თქვენ კი მგლოვიარენო
მიგალობეთ ფსალმუნი!
ველი ბალახს აევსოს
ქართალნ კოვნით გართული...

გვალვით ალეგორიას
დაეკარგა აზრები
და ამიტომ წისქვილებს
ახლა მე სულს ვუბერავ
ქარმა გამიტყლაშუნა
სილა ისე უეცრად...

ცხელ განცდებზე წვეთები
ცივ ტუჩებით მკოცნიან...
წვიმა გადაიღებს და
ცას დავიხსნი მორგიდან.
აცრემლებულ თვალებსაც
მზე სხივებით დააშრობს.
ეგებ კაცობრიობას
სკლეროზი აქვს, არ ახსოვს,
რომ არსებობს სიტყვები:
უფალო მომიტევე,
რომ ყოველი ჩვენგანი
უფლისწულად ვიშობეთ!
მოდით, მგვლოვიარენო,
მიგალობეთ ფსალმუნნი.
მე მსურს ვიყო თოლია
ამ ამომშრალ ზღვაურში.
ფეხშიშველმა ვიარო
ამ გვალვიან ზაფხულში,
ეგებ ცამაც იტიროს,
ეყოს იმის ნამუსი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები