ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2012


ზამთრის პირის ლექსი /სერ..../


რა ნაღვლიანია ცა
სერ...
და ცივი თვალები აქვს ფანჯრებს,
მარტომდგარი ხეები იხდიან ფოთლებს და
ჩემს ფეხქვეშ აფენენ...
/იციან, მიყვარს ფოთლების ხალიჩა/.
სერ...
დეკემბრის პირველ დღეს ისევ
გწერ(თ) წერილს,
თქვენ კი
ალბათ ზიხართ პლედმოსხმული
მოქანავე სავარძელში და კითხულობთ წარსულს,
ჩემს წერილებს ჯერ არ მოუღწევია თქვენამდე
/ან კი როგორ მოაღწევდა,
ჯერ ისევ ჩემით საზრდოობენ/,
მე კი ყოველ საღამოს ვზივარ
თვალებანთებული სახლის ვერანდაზე
და გელოდები(თ)
დააკაკუნე(თ) კარზე სერ...
თუმცა კარი ღიაა/,
ფეხაკრეფით შემოიპარე(თ)
და ჩამოშლილი თმები გამისწორე(თ)...
ახლა ღამეა სერ...
მე და თქვენ ერთდოულად ვუყრებთ მთვარეს..
რა ნაღვლიანი თვალები აქვს ცას,
მეც ვხუჭავ თვალებს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები