ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2012


***

...დატენილი ვარ წყევლის სისველით
და ეს ლექსები მე რას მიშველის...
მაცვია ხორცზე სული შიშველი...

მთვარეს ეძინება.
ტვინი გადახურდა.
-იყოს მხეცის ნება?
აღარ
მინდა ხურდა.
ტოტი ტოტემია.
მახრჩობს სიძულვილი:
თითქოს მომერია
წუთი მიწურვილი.
ლურსმანს აჭედებენ.
ხორცი გადამეწვა.
მხეცი არ ჩერდება:
უნდა დედამიწა...
.................................
სიბნელე.
შიში - თან
შემშლელი
შიმშილი სულის და
ხაზები.
და ნუ ინაზები.
მიბნევენ ყვავილებს
ეკლიან გვირგვინში.
წავიდა
წამიდან მოსული.
თუ წყევლით ორსული.
და შობა
ბავშვობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები