ალბათ ტკივილი მომკლავს და მომსპობს, მაგრამ მე მაინც მინდოდა მეთქვა, ყველა იმედი,რომ კვდება ბოლოს, ბედის ბრალია რაც ახლა ხდება... სინათლეს ვხედავ ქვაბულის იქით, რაღაც უცნობი გაფრენას მირჩევს, თვალწინ მიდგება თექვსმეტი წელი, კვლავ უსასრულოდ გავყურებ სივრცეს. რამდენი მითქვამს, უთქმელიც მრჩება. არავინ იცის გულში რა ხდება, ,,ღიმილიანი გოგო იყოო,” თქვენს გონებაში ესე დარჩება. ეტრფოდა თვალებს,რატომღაც ზღვისფერს მათგან სიცივეც რამდენი ახსოვს. ვერ ივიწყებდა, ვერაფრით იმ ერთს, მწვანე თვალების უგულო პატრონს. განა უყვარდა ,არა და არა მუზად სახავდა სხვა არაფერი. არავინ სძულდა მართლა არასდროს, სიყვარულისთვის ქვეყნად გაჩენილს. ბევრმა ატკინა, ადინა ცრემლიც, დღეში ტიროდა სულ რამდენჯერმე, ფარული იყო ეს ყველაფერი, სიცილით გლოვა სიკვდილის დღემდე. მავანი იტყვის იყო შეშლილი, მას,რომ არ ვგავდი ვიცი იმიტომ. სხვის შეცდომებზე ძალით დაბრმავდით, ჩემს თავს ვატკინე, მაინც ჯვარს მაცვით. მე არ ვეკუთნი ხალხის ბრბოს არა, სხვა რომ ვიყავი გვიან მიხვდებით. დრო როცა გავა ,მე მაინც წავალ, ყველა მიყვარხართ ნუ განრისხდებით!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მუხა მაპატიეთ,მაგრამ სულ მხიარულ ლექსებს ვერ დავწერ.არც სურვილი მაქვს ამის დიდი და არც საშუალება. მუხა მაპატიეთ,მაგრამ სულ მხიარულ ლექსებს ვერ დავწერ.არც სურვილი მაქვს ამის დიდი და არც საშუალება.
4. გრ1გორ111 ლუს კომენტარეზე დამავიწყდა პასუხის გაცემა,არ ვიცი რა პერიოდშია,მაგრამ ზღვა რაღაცნაირ მომწვანო ფერს იღებს და ზუსტად იმ ფერ თალებზე მაქვს საუბარი...დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის,გადავხედავ ,დღეში ტიროდა სულ რამდენჯერმე` ამ ადგილს და იმედია ლამაზად გადავაკეთებ:) გრ1გორ111 ლუს კომენტარეზე დამავიწყდა პასუხის გაცემა,არ ვიცი რა პერიოდშია,მაგრამ ზღვა რაღაცნაირ მომწვანო ფერს იღებს და ზუსტად იმ ფერ თალებზე მაქვს საუბარი...დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის,გადავხედავ ,დღეში ტიროდა სულ რამდენჯერმე` ამ ადგილს და იმედია ლამაზად გადავაკეთებ:)
3. კარგია, მომწონს, მაგრამ ორად-ორი შენიშვნა მაქვს შენს სასიკეტოდ:)
შენი ლუს დავეთანხმები და მწვანე თვალების მაგივრად ლურჯი თვალები რო დაწერო ჯობია
,,დღეში ტიროდა სულ რამდენჯერმე'', ეს ტაეპი კი რაღაცნაირად ცუდად მომხვდა ,,თვალშიც და ყურშიც, '' ცოტა გაუმართავი წინადადებაა.. ,,სულ რამდენჯერმე'' არაქართულად ჟღერს....
დანარჩენი იდეალურია, მე მესიამოვნა.. კარგია, მომწონს, მაგრამ ორად-ორი შენიშვნა მაქვს შენს სასიკეტოდ:)
შენი ლუს დავეთანხმები და მწვანე თვალების მაგივრად ლურჯი თვალები რო დაწერო ჯობია
,,დღეში ტიროდა სულ რამდენჯერმე``, ეს ტაეპი კი რაღაცნაირად ცუდად მომხვდა ,,თვალშიც და ყურშიც, `` ცოტა გაუმართავი წინადადებაა.. ,,სულ რამდენჯერმე`` არაქართულად ჟღერს....
დანარჩენი იდეალურია, მე მესიამოვნა..
2. ალბათ
დროა დაცალო სათქმელი ბოლომდე, განთავისუფლდე კოშმარისაგან
თორემ სურვილი მაკლდება შენს გვერდზე შემოსვლის.
ცხოვრებამ თუ არ გაგიმართლა ეს არ არის ტრაგედია, ტრაგედია შეიძლება იყოს ის, რომ ამ უკმარისობის სინდრომისაგან ვერასოდეს განთავისუფლდე.
ალბათ
დროა დაცალო სათქმელი ბოლომდე, განთავისუფლდე კოშმარისაგან
თორემ სურვილი მაკლდება შენს გვერდზე შემოსვლის.
ცხოვრებამ თუ არ გაგიმართლა ეს არ არის ტრაგედია, ტრაგედია შეიძლება იყოს ის, რომ ამ უკმარისობის სინდრომისაგან ვერასოდეს განთავისუფლდე.
1. ეტრფოდა თვალებს რატომღაც ზღვისფერს, მერე გიწერიათ მწვანე თვალების უგულო პატრონს) ეს ვერ გავიგე.. წარმატებები+ ეტრფოდა თვალებს რატომღაც ზღვისფერს, მერე გიწერიათ მწვანე თვალების უგულო პატრონს) ეს ვერ გავიგე.. წარმატებები+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|