 | ავტორი: ლე ვანი ჟანრი: პოეზია 15 დეკემბერი, 2012 |
თავის ტკივილს მიყვებოდნენ მზის სხივები: არ უშვებდნენ რომ ოთახში ყრუ ფარდები. მეც ყრუ ვიყავ, სიბნელეზე ვსისინებდი, მეგონა რომ არასოდეს დავმთავრდები. შერეკილი ქარიც უფრო იყო თბილი და წეწავდა ფარდას რათა შემოეშვა მზის სხივები, თუნდაც მინას შეტეხილი. მე ვიჯექი და გონება ქონდა ეშმაკს. ვაფარებდი საკუთარი გულის წუხილს ღამეს, ჰქონდა ჩემზე ალბათ დიდი ძალა, ვერ ვხვდებოდი: თეთრმა მთვარემ ოქროს მწუხრი, ისევ მზეს და კვლავ ჩემთვის რომ გამოსძალა.
დღესაც მოვლენ ალბათ ჩემთან მზის სხივები, ჩამოვხსენი უკვე მათთვის ყრუ ფარდები და თუ ადრე ასპიტივით ვსისინებდი, მწამს ოდესმე სინათლეში დავმთავრდები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წარმატებები
+2 წარმატებები
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|