ეს დღე შენია, თუმც ყოველდღე გვებრძვის სამყარო, ზოგჯერ დრო დგება თვალებიდან ცრემლის მობანვის, ნუ დაიჯერებ სიცოცხლეში კაცი არ ხარობს, და თუ ცხოვრება თამაშია ცხოვრებობანის
მაშინ მიღმა ვართ გამარჯვების მაინც იმედით, "ასე თუ ისე ამ თამაშში ყველა მცირდება" ვამბობთ და ვცდილობთ იმ ბილიკთან იქნებ მივიდეთ სადაც ცხოვრება რაღაც კარგთან ასოცირდება,
სადაც ერთმანეთს სასიკვდილოდ არ იმეტებენ, სადაც არ ხარობს სიძულვილი, ყველა ჭორი და, დღეს აქ სუყველას უიმედოდ აიმედებენ, თუმცაღა შენში ნათლად მოსჩანს, თუნდაც შორიდან
ყველა წერტილი, ყველა გზა და ყველა ბილიკი, გწამდეს ერთხელაც ყველაფერი მართლა ახდება, ღამეც ხომ უცდის გათენებას, ყოველ დილით კი ამოდის მზე და შენს სხეულში ჩუმად სახლდება..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგი მიძღვნაა! კარგი მიძღვნაა!
2. მომეწონა.. წარმატებები ავტორს. კეთილი სურვილებით ++ მომეწონა.. წარმატებები ავტორს. კეთილი სურვილებით ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|