 | ავტორი: თოკო ჟანრი: პოეზია 16 დეკემბერი, 2012 |
ჯოხის კაკუნით დაწყებული ყოველი დილა... იღვიძებ, თვალებს ახელ და... მზე არ არის (შენთვის)… ვიცი რომ გულში უსინათლო სიცოცხლე გტკივა… იღვიძებ არა მზის სხივებით – გარემო გესმის...
ღამე კი ითვლი ყოველ წამს და იცდი, როგორმე გათენდეს. იმედს გულში ისევ ახარებ, როგორც პატარა ყვავილს მოკლულ ბაღში დარგავს მებაღე და რომ აცოცხლოს, ოფლის ბოლო წვეთამდე შრომობს...
მერე კი დილას ხარბად სუნთქავ, სხივებს ეძახი. მოხუც თვალებში ორი მზეა და ვერცერთს ხედავ… მეც როგორ მტკივა (იცი, პაპი?!..). შენ რომ ხედავდე რას არ მივცემდი.. მოგიტანდი სინათლეს მზიდან
და შენს თვალებში გავაბნევდი, რომლებსაც ახლა სევდანარევი სიცოცხლეღა შემორჩათ... მეტყვი: –„როგორი ცუდი ამინდია!.. როგორ დაღამდა!..“ –„ხო პაპი, აბა რას გაუგებ ამინდებს?!“ მზე კი
აცხუნებს ამ დროს... გცივა, როგორც ზამთარი ჭადრებს და გტკივა ყველა უშედეგო თვალის გახელა... მიდიხარ ღმერთთან და მოხუცი ხელებით ანთებ ოცნებას (რომ კვლავ დაგვინახავ), გჯერა ახდება...
–„ნეტავი შვილო, შენი სახე ერთხელ მანახა... შვილო, როგორი თვალები გაქვს მინდა ვხედავდე...“ –„ვერ მხედავ, პაპი? არაუშავს, უკვე „დაღამდა“... მაგის ბრალია... მე შენთან ვარ, გაგიფერადებ
სამყაროს პაპი, ასე უცებ, როგორ დაბერდი?!.. თითქოს და გუშინდელი დღეა სახლს, რომ უვლიდი... ან გახსოვს, შეშის მოსატანად როგორ წავედით ტყეში მე და შენ, მერე კი როგორ ჩამოურიგე
ნაძვის კევები, თითო–თითო ბავშვებს. ახლა კი ზიხარ და სევდით დათოვლილი მოხუცი უკვე კარგახნის წინათ ნანახ ფერებს ფრთხილად ალაგებ მოგონებებში და სულ ბოლო ღამეებს უთევ...“
თენდები ნელა... იბადება ორი მზე შენში და ვიცი გული ათასობით მზეს იტევს კიდევ... –„წამოდი, პაპი, ჩვენ წყვდიადებს სხივებით შევცვლით...“ და შენც მომყვები ჯოხით ხელში... მივდივართ მზისკენ…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობა ყველას )) მადლობა ყველას ))
7. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
6. მომწონს.. თბილი ლექსია. ++ მომწონს.. თბილი ლექსია. ++
5. მომეწონა, წარმატებებს გისურვებთ
მომეწონა, წარმატებებს გისურვებთ
4. სულ ცოტა გამართვა უნდა და ძალიან კარგი ლექსი იქნება.
"კარგახნის წინათ ნანახ ფერებს ფრთხილად ალაგებ მოგონებებში და სულ ბოლო ღამეებს უთევ...“
თენდები ნელა... იბადება ორი მზე შენში და ვიცი გული ათასობით მზეს იტევს კიდევ..."
სათაური ბრჭყალების გარეშე უკეთესი იქნებოდა, მგონი.
სულ ცოტა გამართვა უნდა და ძალიან კარგი ლექსი იქნება.
"კარგახნის წინათ ნანახ ფერებს ფრთხილად ალაგებ მოგონებებში და სულ ბოლო ღამეებს უთევ...“
თენდები ნელა... იბადება ორი მზე შენში და ვიცი გული ათასობით მზეს იტევს კიდევ..."
სათაური ბრჭყალების გარეშე უკეთესი იქნებოდა, მგონი.
2. ძაან კაია :) ძაან კაია :)
1. არის ადიგილები რომლებიც მომეწონა და ასევე არის ადგილები სადაც ცოტათი გაუმართავია... +1 წარმატებები არის ადიგილები რომლებიც მომეწონა და ასევე არის ადგილები სადაც ცოტათი გაუმართავია... +1 წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|