| ავტორი: თენგულა ჟანრი: პოეზია 18 დეკემბერი, 2012 |
მე შენს თავს ღმერთს შევავედრებ, შევთხოვ, გაშოროს ბოროტი, მოთმინებას ვთხოვ, მოგმადლოს, რომ დარჩე ჩემთან ბოლომდის, ვეტყვი, რომ სხვა არვინ არ მყავს, შენა ხარ ჩემი საყრდენი, ორივეს ერთად სიკეთე გვაქვს საკეთები რამდენი. რომ შენ მიბიძგებ კარგისკენ, ვარ კაცურ საქმეს ნატრული, შენ შემაყვარე სამშობლო, კეთება საქმის, ქართულის. რომ დავუამებთ ქართველ ერს, ცრემლებით მოვბანთ იარებს, მტერს დავუმარცხებთ განვდევნით, საზღვრებსაც გავუმთლიანებთ. აღარ იქნება ცრემლები, ღმერთი მოხედავს თავის ერს, ხალხნო, ოღონდ, თუ ვიწამებთ, და მრწამსაც გავითავისებთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხასგან გვესიამოვნა მუხასგან გვესიამოვნა
2. მე მომეწონა!მე შენს თავს ღმერთს შევავედრებ, შევთხოვ, გაშოროს ბოროტი, მე მომეწონა! უფალი იყოს ჩვენი მფარველი. მე მომეწონა!მე შენს თავს ღმერთს შევავედრებ, შევთხოვ, გაშოროს ბოროტი, მე მომეწონა! უფალი იყოს ჩვენი მფარველი.
1. შემაგინეთ ვინმემ შემაგინეთ ვინმემ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|