• ორი კვირის შემდეგ ახლა უკვე შეყვარებულს, სულ სხვანაირად უცემდა გული, სულ სხვანაირად უხაროდა სიცოცხლე, და მუშაობაც. ეს ის შემთხვევა იყო, როცა სიყვარული კი არ გართმევს ძალას, არამედ გაძლევს და წარმოუდგენელი ენთუზიაზმითა და კეთილი საქმის კეთების სურვილით აგავსებს. ორი კვირა მისცა ამ შეკითხვისთვის პასუხის გასაცემად თავის ახალ თანამგზავრს და ისევ შეხვდნენ, ოღონდ, არა პაემანზე, არა ზეთისხილის ბაღში, რომელიც მხოლოდ მათი იყო და უაზროდ ამაღელვებელი. ეს იყო ინტერვიუსთვის შერჩეული გარემო, ისეთი, როგორიც პირველი შეხვედრისას. შეთანხმდნენ, რომ ოფიციალურად ჩაცმულები იქნებოდნენ და სრულიად მობილიზებულნი და კონცენტრირებულნი ინტერვიუსთვის – საქმიანი პარტნიორები და სხვა არაფერი. ეს უკვე როლი იყო მათთვის. გაართმევდნენ კი თავს? –მე მგონია, რომ თუ გავითვალისწინებთ უაღრესად მაღალგანვითარებულ საზოგადოებას, რომელიც აგერ უკვე, მერამდენე დეკადაა, ტრაბახობს პლასტიკური მედიცინით ისე, რომ სიბერე აღარ არსებობს, ასევე ტრადიციული თუ არატრადიციული პრეპარატებით ისე, რომ დაავადებების რიცხვი დღითიდღე კლებულობს ან მსუბუქდება, ესეც სავსებით შესაძლებელია. ალბათ, ეს კითხვა რომ დაგესვათ 30–40 წლის წინ, სიცილით გაიგუდებოდა სრულიად მწეველი საზოგადოება, მათ შორის, ჩვენი მშობლებიც. ახლა კი, მგონია, რომ ძალიან დროული კითხვაა, თუმცა, თქვენს ნიჭიერებას კიდევ ერთელ აღვნიშნავ, რადგან, იყოს დროული, ყოველთვის როდის ნიშნავს, იყოს ხშირი. უნდა ვაღიარო, რომ არცერთ ჟურნალისტს არ მოსვლია თავში მსგავსი რამ. “სიურეალისტური სავარჟიშოებიიო”? ჰოდა, ვივარჯიშოთ, ბატონო, მე ვიღებ ამ გამოწვევას. დიახაც, მგონია, რომ უახლოეს 5–10 წელიწადში სავსებით სესაძლებელი იქნება, და თქვენ რომ დაძარით ეს საკითხი, ვფიქრობ, ნობელის პრემიაც კი გეკუთვნით. მე აუცილებლად გაგაცნობთ მაღალი წრის ხალხს, აუცილებლად. თქვენ მათ მუზადაც კი გამოადგებით. მათ შორის ბევრია მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი და რეჟისორი, ვინ იცის, ვინ შექმნის თქვენს პორტრეტს, რომელიც სახსოვრად დაგრჩებათ პირველ რიგში – თქვენ და თქვენს ახლობლებს, მერე – მხატვარს და საბოლოო ჯამში – ქვეყნის მემკვიდრეობას, ან იქნებ, კინოში გიხილოთ, საოცრად მეტყველი სახე გაქვთ და გაიბრწყინებდით კიდეც ეკრანზე ახლა, როცა ჩვენი ეროვნული კინო თავის ზენიტს უახლოვდება. ბოლობოლო, რომელიმე მწერლის პროტოტიპადაც გამოდგებით, რამეთუ თქვენი მშვენიერების მიღმა არანაკლებ საინტერესო პიროვნება იმალება, რაც ერთიანობაში ქმნის კიდევაც ნამდვილ ლედის. –მართლა გამაცნობთ? აი, კიდევ გადავუხვიეთ თემას (იღიმება). –აუცილებლად. თქვენ გახდებით, თუ უკვე არ ხართ, დიდი პიროვნება. –უხერხულია. მადლობა. ინტერვიუ დასრულებულია. (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა დუმილა... როგორ მომენატრა შენი/თქვენი კომენტარები... რა ვიცი, მიხარია, თუ მოგეწონა :) მადლობა დუმილა... როგორ მომენატრა შენი/თქვენი კომენტარები... რა ვიცი, მიხარია, თუ მოგეწონა :)
4. უფრო "გამოუსწორებელი რომანტიკოსის" სავარჯიშოები :) +5 უფრო "გამოუსწორებელი რომანტიკოსის" სავარჯიშოები :) +5
3. ვაიმე, დაგაინტერესათ? მადლობელი ვარ:) ვაიმე, დაგაინტერესათ? მადლობელი ვარ:)
2. ველოდები შემდეგს +2 ველოდები შემდეგს +2
1. ველოდები შემდეგს.+++++ ველოდები შემდეგს.+++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|