ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზთ
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2012


დღეს

ჩემი სამსახურის თოვლიანი ფანჯრებიდან,
ვითვლი უშენობას.
სწორედ ამიტომ მინდა,
მქონდეს ბევრი საქმე.
მაშინ შევწყვეტდი თვლას
და ჩავუჯდებოდი რუტინულ ყოფას,
რომელიც  ისევე დამღლელია ჩემთვის,
როგორ(ა)ც შენი გაბრწყინებული თვალების
შეხედვა მიყვარს.
რა უცნაური შედარებაა ღმერთმანი...
იმის მაგივრად რომ ვფიქრობდე
ხვალინდელ დღეზე,
რომელიც თავის მხრივ აახლოებს მომდევნო დღეს,
ეს ის დღეა როცა გნახავ და
თვალებში ჩაგხედავ.
იქნებ თოვდეს მაშინაც...
დედა ვატირე ყველა სამყაროს დასასრულის ვარაუდით
გაყიდული სანთლის,
შენ ხომ ჩემთან იქნები და ყველაფერი
განათებული იქნება მერწმუნე.
მეღიმება ახლა იცი რაზე?
ამ ნაწერს პოეზიაში განვათავსებ,
მაგრამ
მთავარი პრობლემა ისევ ისაა, რომ
მე ვფიქრობ უშენობაზე მაშინ,
როდესაც ვიცი სამ დღეში გნახავ.
გესმის რას ვამბობ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები