ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონ ჟუან
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2012


***

ბუმერანგივით გასროლილ მთვარეს
ვარსკვლავმა შეაყვარა თავი
და შერჩა ღამეს...
ალბათ შენც ასე ხარ:
მე მოგიშორე
და შენ არ ინდომე  უკან მოხედვა...
მაცალეთ ჩამოვიხრჩო თავი
ამ ავადმყოფ მთვარეზე...

                            მოწყენილი ვარ...


დამთავრდა.
უკვე აირია შავი და თეთრი.
ფერები.  მკვდარი.  უსახური.
და გზა ამებნა.
მინდოდა მეთქვა: აღარა ვარ,
მაგრამ ვერ გეტყვი.
გეტყვი: შენთან ვარ
ეს სიტყვები თუ გეამება.
იქნებ არც იყოს ეს სიცრუე,
უბრალოდ ასე:
მარტო ვარ , როგორც დანისლული
უშბა  ჭაღარა,
სიცარიელე უძრაობის ჯადოთი მავსებს.
თავზე ფიფქები ზეცამ ისევ გადამაყარა.
თმებში გათოვდა.
დაინისლა თვალებიც თითქოს.
არ შემიძლია დავიტიო და ისევ ასე
უბრალოდ მწამდეს - ამის მეტსაც არაფერს ვითხოვ.
იქნებ ავივსო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები