...ღამე მაჩუქეს დახეთქილმა ტროტუარებმა მკვდარი თევზების შიგნეულში ასვრილმა... ზიზღი. ტატუირება და მერე მიძღვნა... ...ვერ ვიღვიძებ და მაინც ვგრძნობ რომ ცარიელია ჩემი ოთახი. ღრიჭოები - სიცარიელით ამოგმანული. სადღაც ფეთქავენ სისხლძარღვები თასების თავზე. გავედი ჩემგან. ეს მე არ ვარ. უფრო: გრანული გამხმარი ძვლების. ვერ შევუთავსე ანი ჰოეს და ვეღარც თავს ვიძვრენ... ...დრო კი სიჩუმის ირონიას ისევ დასცინის და მისი სუნთქვა ყინავს ალბათ ჩემს მაჯისცემას ოდნავ ნაღვლიანს და ამიტომაც ვეღარ ვიღვიძებ ჩემი თვალებით. ბნელი და ურჩი... ...ვერ გადავურჩი ამფიბიის შეშლილ საცეცებს და საკუთარი შემრჩა მხოლოდ სიცარიელე გადამსხვრეული თითებიდან გამოჟონილი... ...ახლა კი მძინავს აგონიაში...