| ავტორი: ლაზარემ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 21 დეკემბერი, 2012 |
*** მუდამ გქონდეს სამოქმედო პროგრამა, მაგრამ პროგრამა დოგმა არასოდეს გაიხადო. *** საკუთარ თავზე რომ გაიმარჯვო იყავი როგორიც ხარ და ისწაფე როგორიც გინდა იყო. *** შესძელი მთელისა და ნაწილის ჰარმონია, არ ჩაიჭედო ნაწილში, დაინახე მთელი და ნაწილი მთელში. *** შეიტანე კორექტირება შენს პოზიციაში, დახვეწე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უღალატო. *** თუ გსურს იყო ბედნიერი და მიაღწიო მიზანს ღრმად უერთგულე სტრატეგიას, იყავი გულითადი ტაქტიკაში, დაინახე ყველა წვრილმანი, მაგრამ ყველას ნუ გამოედევნები... *** რაც უფრო ძლიერი და მტკიცეა რწმენა, მით უფრო ძლიერი და მტკიცეა შენი სული, მით უფრო ძლიერი და მტკიცეა შენი ბედნიერება, „ნეტარ არიან მორწმუნენი“. *** მძიმე წუთებში ეცადე არ დაკარგო თავი. „გაშვებული“ თავის მოხელთება გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი შენარჩუნება. *** ცხოვრებაში რომ დამკვიდრდე ამისათვის არ არის აუცილებელი ხმაური. საჭიროა იცოდე შენი ადგილი და შენი საქმე აკეთო სიყვარულით და პატიოსნად. *** სულიერად რომ ამაღლდე შენი „მე“-დან, შენი ცხოვრებიდან უნდა გამოდიოდე - როგორც შინიდან და გეზი უფლისაკენ გეჭიროს. *** აღიარე ზრდის არა ხისტი, ისრისებური, არამედ რბილი, სპირალისებურად აღმავალი გზა, ხის ზრდის მსგავსად, რომლის ყოველი ახალი დონე, ყველაფრის ახლებურად გააზრებას მოითხოვს და რომელიც მოიცავს ძველსაც, რომელიც ამსხვრევს ძველ ჩარჩოებს გადადის ახალ სივრცეში, ახალ ჰავასა და ზონაში და რაოდენობრივი ზრდა თვისობრივ ზრდასაც მოიცავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გილოცავ შობა-ახალ წელს! ყველა ნანატრი სურვილი აგსრულებოდეს
".მძიმე წუთებში ეცადე არ დაკარგო თავი. „გაშვებული“ თავის მოხელთება გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი შენარჩუნება" გილოცავ შობა-ახალ წელს! ყველა ნანატრი სურვილი აგსრულებოდეს
".მძიმე წუთებში ეცადე არ დაკარგო თავი. „გაშვებული“ თავის მოხელთება გაცილებით ძნელია, ვიდრე მისი შენარჩუნება"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|