ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
21 დეკემბერი, 2012


სიურ-რეალისტური სავარჯიშოები (გაგრძელება)

• ერთი კვირის შემდეგ ინტერვიუს გამოსვლიდან
ზარია. ჩაძინებია სიურრალისტური ამბების კითხვისას. ეს ნეო–სურეალიზმია ხელოვნების ყველა სფეროში. ეს არის არარსებულის რეალურად წარმოსახვის მცდელობა, რომელიც დალიზე უფრო ნატიფია, უფრო ჰუმანური და ბევრად უფრო ესთეტიური.
–გაგაღვიძეთ?
–არა უშავს. არ გეჩვენებათ, რომ ეს თქვენობითი ფორმაც სურრეალისტურია 21–ე საუკუნის შუაგულში?
–კი და ეს კიდევ უფრო ამშვენებს ჩვენს ურთიერთობას. რაღაც რომანტიულ ირონიას სძენს, რაც ასე მიყვარს. გაზეთი წავიკითხე. მშვენიერია, მაგრამ რატომ ამოიღეთ ის ნაწილები, როცა თქვენზე ვლაპარაკობდი?
–ღვთის გულისათვის, ჩვენი სურრალიზმი გაზეთის ფურცლებზე მთავრდება, რეალობაც ხომ ჩვენია? ანუ, ჩვენი სიყვარული ხომ რეალურია? ყველაფერს ნუ გააფერმკრთალებ, გთხოვ. მეტისმეტადაც ნუ გამაოცნებებ, თორემ მეშინია, საპნის ბუშტივით არ გაგისკდე ერთ დღეს. ხოტბა–დიდება არ მჭირდება გაზეთში, თორემ დავიჯერებ, რომ შენი სიყვარულიც ისეთივე სურრეალისტურია, როგორიც ეს გაზეთი და ჩვენი ხელოვნება დღესდღეობით.
–კი, მაგრამ რატომ გგონია? ყველაფერი, რაც ერთი შეხედვით სურრეალისტური გეჩვენება, შესაძლოა, ერთ დღეს რეალობად იქცეს. აი, კიდევ ერთი უდიდესი თვისება, რაც მაგიჟებს შენში – მიუღწეველ ოცნებად რჩები მაშინაც კი, როცა ჩემს მკლავებში ხარ, და თან ისეთი მძაფრი შეგრძნება გაქვს რეალობისა, რომ...  შენ ჩემი რეალისტური ოცნება ხარ, რომელიც ნამდვილად არსებობს, დადის, საუბრობს, სუნთქავს, მიირთმევს, სძინავს. ჩემო სიურრეალისტურო ქალღმერთო! და შენ გგონია, რომ სურრეალიზმი ირეალიზმის ბიძაშვილია? არა, მას სუპერ–რეალიზმსაც კი უწოდებდნენ. ის იმაზე ნამდვილია, ვით თვით რეალობა, ხილული სხვათა მიერ. ამიტომაც, ტკბილო, ჩვენს სიყვარულსაც და ზეთისხილის ბაღსაც თავისუფლად შეიძლება სიურრეალისტური ვუწოდოთ.
–ყოველთვის მინდოდა, ჩემზე ჭკვიანი მამაკაცი მყოლოდა გვერდით. უნდა ვაღიარო, რომ ახალი დაწყებული მაქვს მუშაოაბ და თანდათან მეც გავერკვევი საფუძვლიანად. თუმც, რაღაც წარმოდგენები მაქვს და ვიცი, რომ სიურრეალიზმი სათავეს დადაიზმიდან იღებს. რობი, როდის უნდა მომაკითხო?
–დღესვე. უნდა მიგირთვა, ჩემო უგემრიელესო დესერტო. როგორ მიყვარხარ, იცი? იმაზე უფრო, ვიდრე სიურრეალისტ გიჟს ნახევარზე მეტი საუკუნის წინ უყვარდა თავისი გალა. თან რას გავდა ის ქალი, ვუიმე! რა გოიმები იყვნენ რა სიყვარულში, ხუთი კაცი გამოაშტერა, ტვინი სად ქონდათ? მაგრამ მაშინ შენ არ იყავი.
–და არც შენ, რობი. მარტო ადრესატი არ კმარა, საჭიროა ის ადამიანიც, ვინც ამ ძვირფას ადრესატს შეიყვარებს. მაპატიე, მაგრამ ასე მგონია. შენ ის ხარ, ვინც ნამდვილად შეძლო ჩემი შეყვარება და იმედი მაქვს, შენარჩუნებასაც შეძლებ. მე ვიბრძოლებ ამისათვის. სიყვარულისთვის ღირს ბრძოლა.
–ჩემო ფერია. ჩემო მტრედო, ჩემო ანგელოზო ციურო მიწაზე ჩამოფრენილო, როგორ არ გეფერო? ჩემო ერთადერთო, უძვირფასესო განძო, სულზე უტკბესო ვარდო.
–გამომიარე, რობ. დავუმტკიცოთ ამ რეგვენებს, რა შეგვიძლია ამ “გიჟ და შერეკილ”  სიურრეალისტებს. ჰაჰა.
–შენი სიცილი მაგიჟებს. ნეტა, გხედავდე ახლა. მოვდივარ. 
მიდიან ისევ ზეთისხილის ბაღში, რომელიც ერთდროულად ირეალურიც არის და რეალურიც. 
(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს