ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2012


***

უდაბნოს ქვიშა.
ზმორება ქარის.
ზორბა მხრებიდან
მზეს იფერთხავს
თეთრი დიუნი.
ნატერფალები
ისე ნაზი
და დახვეწილი...
          (თეთრი დღიური)

გადამეშალა
თვალწინ ხვატი
ზაფრანისფერი.
დავიწყებაში
შეაბიჯა მარადიულმა.
როგორც ღვთიურმა.
თუ დიუნმა?
          (ისევ : დღიური )

პულსი - პოლუსი.
პერანგი - გველის.

ცა კი ცაცია
კომეტას წვავს და
წყურვილს კლავს გვალვა.
გადაიქცა სტროფი მირაჟად.

ძაღლი დარაჯობს
მთვარეს ნამგალას
არ დაიცალოს.
არ წაიშალოს
ანარეკლი ნატერფალების.
და მეც დამღალა
უდაბნოს ლოკვამ
ცხელი თვალებით.

მიჰქრიან წამები
მანანის მარცვლებად
და ტანზე მაცვდება
ჯაგარი კენტავრის
მე კი არ  წავედი
ფიქრებმა გამძარცვეს
და ალის ენები გონებას კეტავენ.


ქუჩები დაფარეს ყინულის ზომბებმა.
და მე თავს ვაფარებ ზმორებას ქარების,
და თუმცა  არ ებმის
აზრს აზრი...
თოთქოსდა
მე ვგავარ ასასინს
,,მან ქუშტემ ჩაღატა,,...

L & L









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები