ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2012


***

კენჭებმა ფეხები დახიეს,
ტერფებზე სისხლია ვარდებად.
მეტს უნდა ელოდე, ახია,
ბავშვობა წარსულს რომ ბარდება.
ეს : ცვარმა კოჭებზე მაკოცა,
ბალახის ვიგრძენი სისველე,
ოცნებამ ზეცაში ამტყორცნა ...
უბრალოდ :
სათიბში ვისვენებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები