 | ავტორი: ლე ვანი ჟანრი: პოეზია 3 იანვარი, 2013 |
ჩამოვხსნი ვარსკვლავებს გარყვნილი ზეციდან, ზიზღს ბადებს სიყვითლით ორსული ხეები, ჩავწურო სასმისში წითელი მზეც მინდა, შევსვა გახელებით.
1 ყინულის დღეთა სტრიპტიზის აგონია. ფერთა არ მქონია ფერხული ხეთა. დღეები, ჩაწნული არყოფილ ხმაურში, ხელს მიშლის ნეკნების ცხაურში გამოკეტილი მოვიდე თქვენთან. ორგია მბორგავი სხეულის მითია. თითები მითრთიან. და გორავს გორგალი. მივყვები ამ სიმებს. და რადგან დამცინეს. სიდიდე მამცირებს. 2 გვერდები არა გაქვს გათლილი, გაჩორკნილს მიგიგავს სხეული. გელოდე. ლოდინიც მომწყინდა. მომწყინდა ეს ათასწლეულიც. დაფხაჭნილ სტრიქონებს ტვინი წერს და რასაც ვიგონებ ვივიწყებ. გუშინდელს ვინახავ ხვალისთვის, დღევანდელს გავატან ქარიშხალს. ჭიშკარი ჩავრაზე ქარისთვის და ველი ღმერთი სად ჩამრიცხავს. წავიდა. წავიდა. წავიდა. წადილის მანძილი მეშორა. ღმერთო რა ძალები დავხარჯე და მაინც არასდროს მეშველა … 3 სიშლეგე თოვდა როგორც ეტყობა, სიბნელე თრთოდა ობოლ ბარტყებად, წამი დღეებში ვეღარ ეტევა და არაფერიც არ მემატება. რა მემართება. ტვინებს ფეხით ვშლი, თავაზიანი თევზივით მუნჯი. წერტილი. ტირე (ანუ დეფისი), დღეებიც მუნჯი და თანაც ლურჯი. მირაჟს დარაჯობს აპოკალიფსი, საყვირს აყვირებს მხეცი მეშვიდე, მოდი, უბრალოდ ღვინო დამისხით, ვიდრე ზეცაში გადავეშვები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნეკნების ცხაურში გამოკეტილი, თევზივით მუნჯი თანაც თავაზიანი ხარ ლოდინის მიუხედავად. მომეწონა, ბრძოლა, სასოწარკვეთა და მაინც რომ გინდა ზეცაში გადაეშვა თავითსავად ყველაზე კარგი დასასრულია. ნეკნების ცხაურში გამოკეტილი, თევზივით მუნჯი თანაც თავაზიანი ხარ ლოდინის მიუხედავად. მომეწონა, ბრძოლა, სასოწარკვეთა და მაინც რომ გინდა ზეცაში გადაეშვა თავითსავად ყველაზე კარგი დასასრულია.
8. მეორე ნაწილი მომეწონა.
გელოდე. ლოდინიც მომწყინდა. მომწყინდა ეს ათასწლეულიც. დაფხაჭნილ სტრიქონებს ტვინი წერს და რასაც ვიგონებ ვივიწყებ...
ღმერთო რა ძალები დავხარჯე და მაინც არასდროს მეშველა … მეორე ნაწილი მომეწონა.
გელოდე. ლოდინიც მომწყინდა. მომწყინდა ეს ათასწლეულიც. დაფხაჭნილ სტრიქონებს ტვინი წერს და რასაც ვიგონებ ვივიწყებ...
ღმერთო რა ძალები დავხარჯე და მაინც არასდროს მეშველა …
7. რაღაც ადგილები მომეწონა...საერთო ჯამში კარგია რაღაც ადგილები მომეწონა...საერთო ჯამში კარგია
5. ართქმულ სათქმელში ვერნათქვამი მაწუხებს ფრაზა... ბოღმამ ჩამყლაპა და ფილტვებმა დამანაფაზა...
ართქმულ სათქმელში ვერნათქვამი მაწუხებს ფრაზა... ბოღმამ ჩამყლაპა და ფილტვებმა დამანაფაზა...
2. "დაფხაჭნილ სტრიქონებს ტვინი წერს"- ეს ამ ლექსზეა? :)
სიტყვებით თამაში კარგად გამოგდის.
"გვერდები არა გაქვს გათლილი, გაჩორკნილს მიგიგავს სხეული. გელოდე. ლოდინიც მომწყინდა. მომწყინდა ეს ათასწლეულიც." "დაფხაჭნილ სტრიქონებს ტვინი წერს"- ეს ამ ლექსზეა? :)
სიტყვებით თამაში კარგად გამოგდის.
"გვერდები არა გაქვს გათლილი, გაჩორკნილს მიგიგავს სხეული. გელოდე. ლოდინიც მომწყინდა. მომწყინდა ეს ათასწლეულიც."
1. ვერაფერი გავიგე. ლექსი არაფერს ამბობს, მეტი სიცხადე ამხანაგო, მეტად მოქნილი სახეები და არა ბლა ბლა ბლა ვერაფერი გავიგე. ლექსი არაფერს ამბობს, მეტი სიცხადე ამხანაგო, მეტად მოქნილი სახეები და არა ბლა ბლა ბლა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|