ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა ჭელიძე
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2013


ორი ლექსი დედას...(ანუ დაბადების დღის მისალოცი საკუთარ თავს)



ღია წერილი დედას...

დედას

პირველად მაშინ შემიგრძენი,როდესაც მიხვდი,
რომ შენს სხეულში რაღაც ოდნავ შეირხა...შეგრცხვა...
მერე მუცლიდან,სულ მცირედი იგრძენი ბიძგი,
ამ მოქმედებას მოძრაობა ალბათ არც ერქვა.
ვიცი გინდოდა თვალები,რომ მქონოდა შენი,
ძილისწინ მუცელს აფარებდი გაყინულ ხელებს,
მაშინ სულ ციცქნას ას გრამობით,რომ მზრდიდა ღმერთი,
მთელი დღეები,რომ მირჩევდი უცხო სახელებს.
ვიცი მეცხრე თვეს როგორ ძლიერ გტანჯავდა წონა,
ვეღარ ირგებდი ძველებურად ვიწრო ტანსაცმელს,
და ერთ დილასაც ეს ტკივილი უეცრად მორჩა,
შემხედე წყნარად,მეც ველოდი ალბათ განაჩენს.
მიხვდი თვალები მამის მქონდა ,ღიმილი შენი.
ახლა ვფიქრობ ,რომ იმედები არ გაგიმართლე
ჩვილის თვალებში დანახული უმანკო ცრემლით...
ავტირდი და ალბათ ამით თავი ვიმართლე...

გახსოვს რამდენჯერ წავიქეცი და შეგაშინე,
ყველა შეხებით რომ მკურნავდი და მოფერებით
ბევრჯერ მახსოვს,რომ უნიებლიედ თავიც გაწირე
და დამავიწყე ტკივილები შენი,შეხებით.

სკოლის მოსწავლეს,რომ ჩამაცვი პირველად ფორმა,
მალე გამიცვდა,საყიდლად კი არ გვქონდა ფული,
დედა სკოლა და სტუდენტობა მალევე მორჩა
და ვიცი,ალბათ ბევრ რამეზე დაგწყვიტე გული.

დედა ისე ვარ,სულ არ მინდა,რომ მერქვას შვილი,
მარტივად მინდა,რომ თავიდან დამბადო, იქნებ…
დედა ცოდვებით სული ისე გავტანჯე,ტკივილს-
სულისას მე კი არა და ეს ცაც ვერ იტევს.



გილოცავ ჩემს დაბადების დღეს დე...

დედა ისე ვარ ახლა მინდა,რომ მერქვას შვილი,
ისევ მივლიდე და ძილის წინ მკოცნიდე თბილად,
ჩემსკენ ყოველთვის მოპყრობილი თვალების წყვილით
ისევ მიყურებ,მაგრამ უკვე სხვაგვარად მცივა...
იცი? ისე ვარ,ყველაფერი მინდა რომ დავთმო,
მინდა ბავშვობა მოვიხურო ზამთარში ქურქად,
რაღაც საოცრად მიმძიმს ახლა,მინდა რომ გავძლო
მინდა სამყარო ფერადი და თუმცა დღეს კუშტად
ვუყურებ ზეცას,მაინც ვიცი ხვალ მზე ამოვა,
ისევ ამოვა და  სამყაროს მოქაგავს მზისფრად,
მე უკვე დიდი გოგო ვარ და აღარ გამოვა,
რომ ძველებურად შენს მკლავებში ვიტირო მშვიდად.
დედა ისევ ვარ, დედა მქვია ,მაინც შენ გნატრობ
მინდა მივლიდე და ძილისწინ მსახავდე პირჯვარს
უკვე დიდი ვარ,ოცდაშვიდის ვხდები და ვამბობ
დედა მადლობა,რომ ამ ქვეყნად ცხოვრება მინდა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები