ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2013


.................

მე გაყინული ხეების ჩრდილში
გიწვევთ მოკვდავნო,
თქვენ გეღირსებათ
ცათამბჯენი სასაფლაოზე.
და როცა გავა მთელი დროის ეს ანარქია,
ერთად დავუყრით შაშვის ბარტყებს
პურის ნამცეცებს.

და მოვა ცოდვა, როგორც ლექსი
სიკვდილის შემდეგ.
ჩვენ ავყროლდებით
და მორალი ცოდვებს დაგვიწყობს,
იქ მოვა ღმერთი,
ნუ შეშინდი უმწეო ბავშვო,
ქარი სიბრაზის, ქარი ტყეში სადაც მარტო ხართ,
სადაც პრინცს ელის ყველა ქალი,
ვისაც შიში აქვს.
ვინც თავის თავის ტუსაღია
ტკივილს გაურბის,
მე გაყინული ხეების ჩრდილში გობელენს გიფენთ
და ღმერთს,
ერთადერთს,
ჩუმად, ჩუმად ვესაუბრები.

          *        *              *

სიდ ბარეტივით მე დავიწყე ფუნჯებით ხატვა,
ვხატავ შენს თმებში გემოვნებით შეზრდილ კულულებს,
რადგან ვფიქრობდი დახურული სივრცის მეფეზე,
მე არ ვაპირებ აგურ-აგურ სახლის დანგრევას.
სახლი, რომელიც მხოლოდ ჩემი სამფლობელოა
და მე სხვა გემით ვეზიარე ზღვის ლურჯ ნაპირებს.
სიტყვა -- პირველი, მოკლე კიბესთან
სპეკტაკლის შემდეგ, არის უკვდავი
და უკვდავია ეს სამყარო ნაშენი რწმენით და ტკივილით,
ვერლიბრი შენთვის,
ჩუმად ნათქვამი ჩემი ვერლიბრი,
ეს შენ გეძღვნება,
ვიცი  ამ  ღამეს ისევ, ისევ  სევდა გაათბობს,
მე კი წამიღებს უსასრულოდ
თავდავიწყება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები