ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შუმერი
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2013


წუხილი

          წუხილი
წამიერად წყდება წვიმა,
წყვილად წვება წამწამები,
მიტოვებულ გზაზე მივალ
წილი წერით ნაწამები.

ხმელი თხმელის ხეზე -ხილვა
ფრთხილად ხლართავს ხვეულ ხარდანს,
მაინც ზეცისაკენ მივა...
აისს მზე ცისაკენ წავა.

ისე თბილად ვეალერსე
ქალის კულულ-კულულ სიოს,
ლილის თლილი თითის წვერზე
ერთი კოცნა მეპატიოს.

მიტოვებულ გზაზე მივალ,
ნაფეხურებს ცაში ვტოვებ,
წამდაუწუმ  წვეთავს წვიმა,
წამდაუწუმ წვეთავს წვიმა,
მაპატიე, წამიერი
გაელვებით მიგატოვე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები