ფიქრის ჩანთით დამაქ რაც მაქ - ოქროს შანთი ( ოქროს ან ვერცხლის ზოდი. გაცხელებული რკინა..) რომელსაც შენი სახელი ქვია და შარავანდი ( სამეფო გვირგვინის მსგავსი სხივისა ) შენზე ოცნების.
ჩუმად მივყვები ქვიანს და ეტმასნება ამ შარას ლანდი.
შედგა შარავი. ( ყოველი წყლული ნადინები ) არავის, არავის უთხრა რომ გვაქვს კარავი და შატროვანი ( ქვეშსაგებზე ან ცხენზე დასაფარებელი..) რომელზეც გვიყვარს ამ ტყეში წოლა.
სიჩუმის ძრწოლა ათასწლოვანის.
არავის, არავის უამბო სულთა შებრძვილება ( ერთმანეთზე გადააბა რაიმე...) მათ მხოლოდ სხეულთა შეკვრაც ეძვირებათ.
ო, რა სიტკბო მოაქვს სიჩუმეს.
ამდენ შეთიანს ( გიჟი ) მხოლოდ გულით დააქვთ ტრფობის შაფართხელი ( ნაკვერცხალზე ნაცხობი ხმიადი ) ათასი შეგრძნება იჩუქეს, ის კი ერთია- რამდენჯერ ნამხელი.
ამ ხელით შარავანდოსანი ( მეფე ) დავიცემ შაშარს ( სისხლის გამოსაშვები მახვილი ) რომელიც მაჩუქა სიჩუმემ შარშან.
არა ვარ მგოსანი, არ ტრფობის მეფე არც შემიძლია ბევრი შეალნება ( მიტევება, დათმობა ) როცა ეამებათ ჩემი სიტყვები ჯიუტად ყეფენ.
ტერფებს, ტერფებს დასტყობიათ ყიალით შესლბობა ( აირიო, შეიშალო, მოუძლურება, დასუსტება ) გული აღარა მაქ ძველებრ შებანდული - ( შეყინულივით ) ძველი მებადური.
მზით ზღვაში შეგბობა ( მოხარშვა ) აღარ მახალისებს. უბრალო სიჩუმე მირიგებს ხარისხებს როგორც ძველ მეგობარს.
ასე ვარ და ისევ შეგრძნებებს კვლავ ვისევ პირქუშ არსებაზე რომელზეც მასწავლა სიჩუმემ შეთქრომა ( მივარდნა, მიფრენა გასახეთქად ან საკბენად ) და მისით შეთრომა.
ამ ნეტარებაზე - ფიქრებით ნახეთქი შეგულარძნილი ( დამსხვრეული ) აღარ ვიშურებ პერსონას დახეთქილს და ძილი, ძილი მერევა ისევ. კვლავ ძველ კვლავ მწველ ჩემ წილ ოცნებებს მისევს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მე ძალიან მომეწონა! მე ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|