ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლე ვანი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2013


***

ვერ ბლანდავ.
ვერბლანთან
ნეტავ რა გაქვს ხელი.
თუმცა უნდა ითქვას შენდა სასახელოდ:
რითმამ გაგახელა,
როგორც  ხარი სილამ
სისხლის წერტილებით.
გაითვალისწინე:
ასე ხალისიანს
უფრო გეტკინება
წიხლი სახედრისგან,
თუმცა თავხედიც ხარ
და ვერც მალავ ამას,
როგორც შუბს ხალათში.
სიქა გაგაცალა
სიტყვამ და გადაგცდა
ყელში გრამატიკა.
ერთი იმათიც და
ერთი მაგათიც …


ცარიელი:
როგორც ოთახი,
საიდანაც  გამიტანეს.
უცნაური:
როგორც ამოყირავებული ავეჯი.
ცივი:
როგორც ზღურბლზე გაფენილი ტილო.

ტალღებს აკრული ღამე მშიერი  მეზღვაურების
თვალებით.
თმა.
და ბადე, რომელიც არაფერს იჭერს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები