ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


eye contact

რაზე მეცინება იცი?
იმ დღეს გიყურებდი, ჰოდა
თუმცა არ იმჩნევდი, მაგრამ
მზერა ჩემსკენ მოგირბოდა...

მეცინება იცი რაზე?
როგორ უკრძალავდი მზერას
ჩემსკენ გამოქცევას, მაგრამ
მაინც უხერხებდი ვერას...

იცი რაზე მეცინება?
შენ რომ ვერ შეძელი, თორემ
მეც ბევრი ვეცადე, მაგრამ
თვალი ვერც მე მოგაშორე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები