ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა1995
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2013


თვალები...

გულს უნდა,რომ უმაღლესი
რაც არსებობს გრძნობა..
შემოგწიროს!..იმიტომ რომ
შენს თვალებს ენდობა...
ხოლო სულის ოცნებები
ცრემლებს მიჭერს ყელში...
ფიქრობს თავის სიმძიმეზე
მაინც უნდა შენში...
და თუ ამ სიტყვების არ გწამს...
ვერ გრძნობ მასში ძალებს...
ჩემს თვალებში ჩაიხედე...
დაუჯერე თვალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები