ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
30 იანვარი, 2013


არ წაშალოთ უმორჩილესად გთხოვთ!..

    წინასწარ ბოდიშს გიხდით მძიმე ინფორმაციისათვის, რომელზეც უნდა გიამბოთ. მოსკოვის პროსპექტზე არის დამწვრობის ცენტრი, სადაც 3 წლის ლუკა წევს. ბავშვი დაბადებიდან დაავადებულია ცერებრიალური დამბლით ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს. დედას მისგან ერთი სიტყვაც კი არ მოუსმენია ჯერ. მას მხოლოდ დედა ჰყავს, რომელთან ერთადაც ცხოვრობს თემქაზე მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს მიმდებარედ 50 ლარად ნაქირავებ ერთ ოთახში. მათი საარსებო წყარო გახლავთ სახელმწოფო "პენსია" და სჰემოწირულობები კეთილი ადამიანებისაგან რითაც შეძლებისდაგვარად ირჩენენ თავს.
    ცოტა ხნის წინ ლუკას ელექტრო ქურიდან ტანსაცმელზე ცეცხლი წაეკიდა, დედამ რომ მიუსწრო ცოტა დააგვიანდა და იგი მოსკოვის პროსპექტზე დამწვრობის ცენტრში წევს. ამ ეტაპზე რეანიმაციიდან გადმოყვანილია პალატაში. ძალიან რთული მდგომარეობა აქვთ. როგორც გითხარით, მხოლოდ დედა პატრონობს, სხვა დამხმარე არ ჰყავს, რომ საკვები მიაწოდოს ბავშვს. რასაც ტატა ითხოვს, არის მხოლოდ საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაბლენდერებული და ნაკლებ მარილიანი: საქონლის ან ქათმის ხორცის ნახარში ხორცთან ერთად, ვაშლის პიურე, კარტოფილის პიურე, მაწონი, იოგურტი...
    მე პირადად ახლახანს დავბრუნდი იქედან და ისეთი შოკირებული ვარ ვერ გადმოგცემთ. პაწაწუნა არსება გაუნძრევლად წევს ლოგინში და გულღია ღიმილით ასაჩუქრებს მნახველს. მიუხედავად ასეთი ტკივილისა და გაჭირვებისა ცრემლმორეული სტუმრები აქეთ გვანუგეშეს უფალი მოწყალეა დაგვეხმარებაო. იმდენად სულისშემძვრელი მდგომარეობაა ქვის გულსაც კი გაათბობს და აატირებს.
    უმორჩილესად გთხოვთ ყველას, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია და როგორც თქვენს შვილებს უმზადებთ თბილ ულუფას, ისევე გაუნაწილეთ პატარა ლუკას. მისი დედიკოს,  ტატას საკონტაქტო ნომერია- 558509359.





p.s. საიტის საკმაოდ "სტაჟიანი" წევრი ვარ და კარგად ვიცი, აქ ასეთი ინფორმაციის ადგილი არაა და არ უნდა იდებოდეს, მაგრამ სადაც შემიძლია ყველგან ვაქვეყნებ, რომ დავეხმაროთ ამ პატარა დაჩაგრულ სიცოცხლეს და ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ ყოფა მას და მის დედიკოს. გთხოვთ არ წაშალოთ. დიდი მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ამ ამბავს გულთან მიიტანს... პატივისცემით მარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები