სიყვარულით თათოს
შენ მე მაჩუქე შავი დღეები სევდა, ტკივილი და გულგრილობა, სახსოვრად დამრჩა შენგან მარადის სიტყვები: დაგაქვს არარაობა. მე ყოველღამე შენ მელანდები ჩემი ფიქრები სიგიჟეს ერთვის, შენ გადამაგდე ნავიდან ზღვაში შენ მე დამტოვე: მე დღეს ვარ ერთი. ჩემს ოთახს ასდის შავი დეპრესიის დამწვარი სუნი. შენ მე ლამაზი თვალებით მიღიმი, რას ელი? ნუ ელი ჩემგან სითბოს და სალამს, შენგან მე მასხოვს გულგრილობა, ტკივილი, სევდა. დედასვფიცავარ არ გავბოროტდი, შენ ეს გინდოდა? მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. დედის ლოცვაა შენს ოთახში, როგორც ბოჰემა მე ავიტანე შენგან სიტყვა არარაობა. თურმე შევცვალე ყველაფერი რაც კი გამაჩნდა? მე არ მიყვარდი გატყუებდი, როგორც პატარას? არ ამიხსენი გუწრფელად თუ რატომ მშორდები, რატომ დაგტოვო? თქვი გულწრფელად რატომ ბრკოლდები? რატომ მცვლი სხვაში? რატომ ელი ჩემგან ,,როგორ ხარ''? ფიქრობ გიკეტავ ყველა კარებს? გავურბი მისიას? Genesis-ის ვუსმენ, დილა გათენდა, სევდამ გამიღო სტრესის კარები. Genesis-ის ვუსმენ და დეპრესია კვლავ სულს ამშვიდებს ფეხბურთს ვუყურებ და მენატრები.
ვუძღვნი პატარა ლარას სულს
გამოდი ლექსო, მიეგებე დანგრეულ სახლებს, გთხოვ მიეგებე ჩემს გახრწნილ სულს და სრულ ფიასკოს, გთხოვ შენ მომხვიე ეგ ხელები ცოტაც და მგონი ჯოჯოხეთამდე მე ვერავინ ვეღარ მიმასწროს. აქ არის ბოდვა, ჩემს ოთახში სიბნელე სახლობს მე უნდობლობა გამიჩნდა და ვეძებ აქ კაშნეს, კოსტავასავით მე კაშნეთი ველი გაქცევას და აღარ ვიჩხერ წამალს, ცუდს და საშინელ წერას, მელანქოლია და შავი black დეპრესია, მუსიკა მწარე, ამ ოთახში მე ვამზადებ ცოდვის ესენციას. მიშველე ღმერთო - ვუსმენ ნუკრის პაძემკის ლაივს, აქ დღეს მუსიკა ცოტა იყო და არც ის მოწონთ, თქვენ ყველა ისე კარგები ხართ სექსზე არც ფიქრობთ ანგელოზივით ლოცულობთ და მიწაზე მეძებთ. მე ნუღარ მეძებთ, ყველაფერში მე თურმე მოვკვდი სევდა დავტოვე და მარადის მე მარტო მყოფი რაღას ველოდო ან ვის ველოდო, აქ ვინღა მოვა მორჩა წამზომით მთელი წამი და ყველას ტვინებში მოკვდეს ფიქრები იდეისათვის, რადგან რომ იშვეს სამყაროსათვის. ჩემში ანარქია თვლემს ჩუმი პათოსით მე ისე ვერაგი ვარ თქვენ მე ვერ გამომცვლით თუმცაღა ბედია, ბედზე ეკლესია და მაინც ურითმო ლექსები მე მეწვია. ხარებს კი სეკრეცია, ცოდვების ესენცია სიკეთე ჩემს სულში იყო და სველია სველია სიკეთე და სევდა ბევრია, შენ თათო სხვასთან ხარ და ბედი კვლავ შენია, თუმცაღა ჩემში ხარ, მიყვარხარ მარადის. გიხარის სიცოცხლე, გრძნობებზე თამაშობ მიღიმი, არ იცი მე ისევ მიყვარხარ? გრანელზე ფიქრებში გრანელად ვიქეცი აქ კი ხალხი მოკვდა მწარე ესენციით და ჩუმი აბორტით მასები დაიწვა, ვინ იხსნის სიბილწით გამთბარ ესენციას რადგან ეს სამყარო დგას როგორც შილიფად ჩაცმული ქალი და მაინც ხელოვნური სრული დეპრესია, შავი დეპრესია, შიშია სამყარო, სამყარო დიდია რაც უფრო მივყვებით ეშვებით ქვევიდან, რითმო შენ გიშველის ვინმე და მესია. აქ მე აღარ მოვალ, არ სრული წნეხია, აქ ხმა აღარ მოვა, აქ ხმაში ფსკერია. სმენამდე უფსკრული თვლემს და კუბდარივით დავჭრი თქვენს სხეულებს და თავად აღდგებით, ეს თქვენ სულის ბრძოლებში იწვით და თავდებით რადგანაც იდეა დღეს თქვენში ბევრია და თქვენ იდეამდე გზა ვერ გიძებნიათ. მე კიდე ღამეში ველი შენს გენიას, იესო ქრისტეა ხმა სულის, სიმშვიდის, ჩვენ კი ისე მოგვდის, თითქოს ვართ შიშველნი. სულები გაშიშვლდეს, არ ვამბობ სიბილწე, სულები გაშიშვლდეს, მე ვხედავ სიბილწეს. ხელოვნურ გეგმებით სივრცეებს იპყრობთ მე კი სახლში ვარ და გეტყვით სულ არაფერს, არაფრის გულისთვის არაფერს ეწამოთ, არაფრის გულისთვის მითხარით თქვენ რამე. ღვთის გულისათვის - სიტყვაა სულიდან ან ისე შიშველი რომ გული კუჭია. ხელოვნურ ზრახვებით ხელობაც გიკვდებათ თქვენ ელით სიზმრებს და სიზმრებიც გიცვდებათ. ვერ მოკლავთ ბერიას, თქვენ იცავთ მერიას, უყურებთ ტელევიზორს, მე ველი - მოკვდებით, მინდა თქვენ სულ ყველას გქონდეთ დეპრესია, ვისაც დღემდე ჯერა, რომ ყუთი გვიშველის. ყუთია სიბილწე და სრული მარაზმი არ ვამბობ ბილწსიტყვებს თუმცა ვარ მარაზმი, ამიტომ ეგ ყუთიც სრული ნაგავია, ის აფეთქდება ჩემი ნებით და ველი რომ გენია- ეს ჩემი ხვედრია, სამყაროს ვერ ვმართავ, არც მინდა, ძნელია, ის თვითონ იშვება, სამყარო მკვლელია, სამყარო წყალობა და ღმერთის ერია, ჭერში ვერ უყურებთ ბუზებს და გვრცხვენიათ, გადადგით ნაბიჯი, ეს სივრცე თქვენია ბოზობაც ისწავლეთ - სურვილიც თქვენია, აყევით ბრმა სიტყვებს, იცვალეთ ფიქრები, მე ისე მოვკვდები, არც ვიცი ვიშვები? თქვენ კი უნდა იშვათ სივდილით იქამდე, ვიდრე დაინგრევა ნამდვილი სიმართლე. როგორც ხეოფსი და როგორც დინოზავრი ნამდვილი ფიასკო ანუ ესენცია, ცოდვების ესენცია, სიცოცხლე მარადის, კვდებით, ვერ იშვებით, არ ელით ნათებას, მინდა რომ გაქრეთ და კვლავ იშვეთ თავიდან. ითმინე ვიდრე შენ არ მოგკლავს შენი ძმა, იცოდე როცა გკლავს - ეს ხვედრი შენი არს, ხომ იცი დიდ ტკივილს თან ახლავს სიმშვიდე. მე დაღლილ ჩემს ხელებს ღვთისაკენ მივმართავ, ამ ჩემს ენრგიას ვენები მომართავს, წიგნები თქვენ დაწვით და გთხოვთ მეც გადამწვით ჩემი დეპრესია - ეს თათოს ნებით არს. მე კი კვლავ ვეძახი, ვითარც მე ის მიყვარს, ვენები სხეულის ნამდვილი ხვრელია და რადგან სიბილწე ვეღარ მომერია ვენებში წამალი მე არ მქონებია. ტაბლეტებს არ ვყლაპავ, მიყვარს მე სიფხიზლე, მიყვარს მე სამყარო. აქ ყველა მკვლელია, ხან კვდებით, ხან დგებით, იცოცხლეთ, ირბინეთ, მაგრამ მე არ მჯერა ხო მე თქვენი უკვე აღარ მჯერა ხო მე თქვენი სიტყვების აღარ მჯერა, ხო მე თქვენი ღიმილის აღარ მჯერა, თქვენი ხელოვნური თვალების აღარ მჯერა და ისე დავდივარ მე მხოლოდ შენი მჯერა იესო არ იცვლი ხასიათს და მარად შენ მიგებ შენივე ნებით ვარ და უყვარხარ ჩემს ქვეცნობიერს ზე ცნობიერი მკვდარია და იბრძვის ანგრეულ გზაზე სიტყვების დასალაგებლად. არ მინდა აქ ყოფნა, ამ დროს სხვა რამ მინდა, გთხოვთ და ადექით ანუ განიბანეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
წაკითხვა ვერ შევძელი ბოლომდე,არავითარი ესთეტიკა,არანაირი პლასტიკა, თითქმის ურითმო,აბსოლიტურად ურიტმო,საშინელი მარცვალრღვევები.. მოკლედ ყურადღება მიაქციე ავტორ,თუ არავინ წაიკითხავს,ან ვერ წაიკითხავენმაშინ რა აზრი აქვს ამხელა ტექსტების წერას? :)
ავტორი: ბობი ბრაუნი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
წაკითხვა ვერ შევძელი ბოლომდე,არავითარი ესთეტიკა,არანაირი პლასტიკა, თითქმის ურითმო,აბსოლიტურად ურიტმო,საშინელი მარცვალრღვევები.. მოკლედ ყურადღება მიაქციე ავტორ,თუ არავინ წაიკითხავს,ან ვერ წაიკითხავენმაშინ რა აზრი აქვს ამხელა ტექსტების წერას? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|