ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მონა
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2013


თუშეთი

იქ სადაც გაზაფხული იწყება ივლისში,
იქ ვარ და მივყვები ჯიხვების ნაკვალევს,
იქაც არ მშორდება მიჯნურის აჩრდილი,
შორიდან ვუგზავნი მას კოცნას ნაპარევს.

მე შენს განშორებას განუმხელ მწვერვალებს,
ყინულის ნაჟურებს მოკითხვას ვაბარებ,
აქ საჯიხვეებში ყინულთ სამეფოში,
ქალავ შენს სიყვარულს მე გულით ვატარებ.

თუ შენც გსურს ძვირფასო მგაფრენ ამ მთებში,
მწვერვალთა მახლობლად დაგიდგა კარავი,
მაშინ ხომ სულ ჩემთან იქნები ქალაო,
ცაზე მზე-მთვარისთვის სხივების მპარავი.

პატარა ზაფხული გავლიოთ ლხენითა,
დღეები ვაღამოთ ცეკვით და მღერითა,
ღამე ჯადოსნური სიზმრების ხედვითა,
დილის ძილს დაგვიფრთხობს მთის შურთხი სტვენითა.

მთის წყარო ქარაფში გადმოჰქუხს ჩქეფითა,
მის ზემოთ ჯიხვი ჯიხვს ეძგერა რქებითა,
მითხარ ვინ ვახსენო თქვენს გარდა ქებითა,
ვამაყობ შენით და თუშეთის მთებითა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები