ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კახელი
ჟანრი: პოეზია
15 თებერვალი, 2013


რისთვისა მოველ ქვეყანას

რისთვისა მოველ ქვეყანას,
მისია რა მაკისრია?
ეს კითხვა მუდამ გულსა მწვავს,
არარა მიკეთებია.
ჩემს განვლილ გზებსა ვუყურებ,
ბევრი არცარა მივლია,
მაგრამ სიკეთე კეთილში
ხომ აკვნიდანვე სულშია.
"ჯერ პატარა ვარ რა დროის
დიად საქმეზე ფიქრია"
ამას ნუ იტყვი ყმაწვილო
შენ ზურგზე ჯვარი გკიდია,
მაგ ჯვარის ტვირთვა იცოდე
მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.
ბოროტი კაცსა რას არგებს?
ან როდის რამე ურგია?
ავი და კარგი ყველამა
ერთურთში რად აურია?
ბოროტს ნუ სჩადი ქართველო,
შენ ხომ სიკეთე გჩვევია,
ადიდო უნდა სამშობლო
ღვთისმშობლის წილად ხვედრია.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები