ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: იუმორისტული
13 თებერვალი, 2013


სულ ცოტა ვიგრძნო

ნეტავ, სადა ვარ?
რა მომეძალა,
ოცნებებში ვარ,
მე შენთან  მარად.
შენს გვერდით ყოფნა,
კარგი რამ არი,
საოცნებოა
და სანუკვარი.
თვალის სწორება,
შემონათება,
გულის ფრიალი,
სულის ანთება.
სულ იმის ცდაში,
ვით დაგემონო,
გადავიღალე,
სასიამოვნოდ.
მე შენს ხელთა ვარ,
გამოჭერილი,
ერთ სიყვარულში,
ვარ ჩარჩენილი.
არც არას ვნანობ,
პირიქით, ვხარობ,
შენს თავს ვფიცავარ,
სიმართლეს ვამბობ.
არშემიყვარებ?
ნუ შემიყვარებ,
კარგად იფიქრე,
იქნებ, ინანებ.
ამ ბოლოს რაღაც,
მუდამ განიცდი,
უცბად ენთობი,
ნეტავ, რამ იცის?
მოდი, გაბედე
და მომენდევი,
სულში ჩაგიძვრენ,
შემოგევლები.
სითბოს გაგიყობ,
ჩემს წილს ყველაფერს,
მე ჩამოვიკლებ,
და შენ დაგითმობ.
გული გამიღე,
ეს ხომ შენც გინდა,
სულ ცოტა ვიგრძნო,
მეტი არ მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები