ნაწარმოებები


კონკურსი ლილე2026 დამთავრებულია. შედეგები იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2013


დადექი მუხლებზე შენ გჭირდება შველა

რობერტ ენკეზე ფიქრები

სულების კვეთაში, ამღვრეულ თვლემაში,
დაკარგულ რწმენაში, მოტანილ სევდაში,
თვითმკვლელის რბევაში და გახრწნილ მასაში,
დაბურულ ფანჯრებთან ის მარტო მივიდა.

ჩამქრალ თვალებით ანთია ქუჩები
ლოცვები მღერიან ღარიბთა გროშებით.
სიჩუმე - სიმართლე უფალთან შეხვედრის.
სიმშვიდე - იესოს უმწიკვლო ხელებით.

გაქცევა ფანჯრიდან ან სახლის კარიდან
ფსიქიკა მოცული სიბნელით იღვიძებს
დილაა, გათენა. იტირე, იტირე
თორემ მე მოვკვდები და მე ვერ გამიგებთ.

იყვირე სხეულში, იწივლოს გულმკერდმა
სხეულს ჩუმად სჭამდეს ტკივილთა მმართველი,
გახსოვდეს იღვიძებსის, ვინც არ ბრკოლდება
დღეს მოკვდა ხმაური და სულის გაზმორება.


                    ხელოვ- ანებო
                                                                            სანამ ეს ასფალტიც ვარდისფრად შეღებეს
                                                                            მე გავხდები არუთინოვი ვოვა.
                                                                                                              ერეკლე დეისაძის სიმღერიდან 


ამოახველეთ, ამოანთხიეთ, გამხილეთ, გამხილეთ,
ხელოვნურად მოდელირებულო ქრონიკებო
ომი უკვე დაიწყო და მოკვდით
ამ დილას ავდექი, ზღვის ნაპირთან ვნახე
თქვენი გამორიყული სხეულები.
ზღვისგველები გჭამდნენ და მე ვიხილე
თქვენი მოკვეთილი თავები.
თქვენ თვალებიდან სისხლი მოგდიოდათ,
ო, როგორ მიყვარდით, მაგრამ ვნახე
თქვენი თვალებიდან წამოსული სისხლი
ხელოვნურად მოდელირებულო ქრონიკებო.

არვიცოდი ამის შესახებ,
თქვენ სისხლი გქონიათ და სიკვდილის შემდეგ მითხარით.
რად დამიმალეთ? ჩემი სული გენატრებოდათ?
სიკვდილი სისხლს, ომი დაიწყო
მისტიურად ჩამქრალო თვალებო
მე ვნახე თქვენი დათოვლილი თვალებიდან
წამოსული რწმენა ანუ სისხლი.
სიკვდილის შემდეგ ისწავლეთ რწმენა?

ამხილეთ დემონი, ეს ეხლა ბნელს დარაჯობს სინათლის კუთხიდან.
ხელოვნურად მოდელირებულო ქრონიკებო
თქვენი თვალებიდან წამოსული სისხლი ძლიერდება
კალაპოტს ქმნის ჩემი სახლის ეზოსკენ
და პირდაპირ ჩემი სახლის საძირკვლის გავლით
მტკვარში ჩაედინება.
იძინეთ, იძინეთ, გეყოთ, თვალები გაახილეთ,
თქვენი თვალებიდან სისხლები მოდის
და ქმნის კალაპოტს ჩემი სახლის რბილ საძირკველში.

მგონი ვიძინებ. ეხლა ჩემს სხეულს ზღაპრები ესმის,
ტკივილს გაგანდობთ, ო, რატომ შეცბით.
ვედრება ცრუ, ფიქრები ტლუ, სიტყვები ცბიერი.
მე გავწითლდები, როცა მნახავთ, თქვენ კი შეკრთებით.

დალპა თქვენი სხეული და სულს კი ძინავს
აქ ხომ არავის აღარავინ არ ენატრება.
შენი გული გაქვავდა, ჩემი გული გაქვავდა,
როცა მთვრალი ხარ მარტო მაშინ რად გენატრები?
თქვენი მთვრალი გონება ვიცი მალე მოკვდება
სიკვდილისთვის სიკვდილი - აი მესმის ცხონება,
მაგრამ როცა სევდაში ჩუმად ხედავ ვნებას,
ერთ საღამოს მიხვდები, რომ მწარეა ეს გზა.
მორალთან ორალი - აქ განაწესია,  თუმც
ღმერთი  და სიცოცხლე კვლავ ისევ  შენშია.
თუ შენ არ ფიქრობ მხოლოდ სუფთაზე
ნუ გეწყინება თუ ცხოვრობ მუქთაზე.
გავა დრო მერე, მორჩება ცხოვრება  სხვის ხარჯზე,
შენ ნახავ შენს ცოლს გათხოვილს სხვის ქმარზე.
შენ შვილი გაგრიყავს და მოგთხოვს სათქმელს.
კვდები და მეძახი, სიკვდილი ძახილში ვიცოდი ადრე
მოდი მომხვიე ეგ ხელები, მე გიწერ ანდერძს.
ფიქრი სიმდიდრეზე თქვენ უნდა მოკლათ,
იფიქრეთ სიწმიდეზე, ფული თავად მოვა.
ამხილეთ მამები შვილებო დროზე ადრე,
გახსოვდეთ ნამვილად გაკოცებთ თვალზე,
აქციეთ ცხოვრება სისუფთავედ,
ნუ მოიგონებთ სისუფთავეს,
თქვენ სულებს სჭირდება რევოლუცია,
ჩვენს სულებს სჭირდება რევოლუცია.
გულწრფელად ვამბობ, გასაღვიძებლად მოვკვდეთ,
სხეული დავძაბოთ, ტვინები ვანძრიოთ
თორემ ჩვენ უკვე ღიად ვჭამთ ნახერხს.
                               
                მეორე ნაწილი
                                                                 
ქვესკნელში სიჩუმე სუფევს ყვირილის
შენ დღეს დადიხარ ქუჩაში ვირივით.
ანთია სიბნელე თბილისის ქუჩებზე
სარეცელს ატყვია წამება ხელებზე.
გამოდი, გამოდი უფსკრულის ზონიდან
და მეც გამიყვანე ტკივილის ფონიდან
თვალები აკრიფე ეზოში დაყრილი
გახსოვდეს თვალებში სევდაა ჩაყრილი
სევდაში გტოვებდი ლოცვების ამარად
ვამბობდი მცენარეს ჟანგბადი სწყურია
სიშორე სულთა და სიშორე მორალის
გახსოვდეს იწყება მდინარის დინება
და შედი მიწაში, სადაც ცივი წყლებია
შეერთდი, შეერთდი მიწასთან შეერთდი
შენ ხომ ებრძოდი დინებას მდინარის
და როცა ახვედი დასაწყისამდე
შენ არ მოიწყენ, იქნები დაღლილი
და უკვე უშენოდ იქცევი მიწადვე,
რადგანაც მიწიდან მიწამდე სიცოცხლე
ეს არის მზადება აფრენის ზეცამდე.
მოკვდები, ადგები, შენ მოგკლავს სიმართლე
და გაგიხარდეს სიკვდილი სიმართლით.
ეშვები მიწამდე, ადიხარ ზეცამდე
და ზღვარს ვერ ნახულობ ქაოსში შეზრდილი
მოკვდები ყოველდღე შენ ფიქრის გულისთვის
ეშვება ფანჯრებთან სიმართლე მინაზე
შენს სახლშიც გაივსო თვალების სინაზე.
სიკვდილი დაიწყო სიკვდილის ჯინაზე.
ვერლიბრი ჩაირთო წამზომის მინაზე.
ისრები მოძრაობს სხეულთა წინაშე.
თვალები იწყება დაბადებისას, დასაწყისისას
მე ვიწვი წერისგან, მე ვიწვი წერისგან.
დღეს ჩემგან გამოდის დამთვრალი სინაზე
სიმართლე მესტუმრა და დაჯდა ჩემს სკამზე.
გაფრენა, გაფრენა დღეს ისე შორია
ტკივილით სხეულებს სჯობს ჩუმად იბანდე
სიმშვიდე ტკივილის დღეს სულის სწორია
ადექი ჩუმად და თვალები მინაბე.
იყვირებს განცდები, იტირებს სიმართლე
ჩუმად გაიღვიძებ მთვარიან მინაზე.
დღეს ჩემს ფანჯარას მზის შუქი აეკრო
იმდენი ვწმინდე და მაინც ვერ ვაშორე,
რათ მინდა მზის სხივი მოკრული სარკმელზე
და მწარე წივილი კივილის წინაშე
სიჩუმე ედება შენს მყუდრო მისასვლელს.
ვნახულობ შენს ნაწერს მიწერილს წიგნაკზე
ლექსები მშვიდდება და ტკივილს იახლებს ქუჩაში გასვლისას
და ჩუმად თავს იმართლებს.
გძულდეს შენ სიცრუე, სიმართლე გიყვარდეს
თუ ჩუმად გაქრები ჩუმადვე მეტყვი
თვალებით წახვედი, თვალებით წახვედი
მინდა რომ მჯეროდეს თვალებით გაფრენის.
შეშლილი წახვედი, კარიდან გახვედი
ჭურჭელი დარეცხე და ისე წახვედი.
სხეული დამილპა შენ ისევ წახვედი,
არ მჯერა მე შენი, შენ ისე წახვედი.
ნამდვილად მჯეროდა დარჩენის წამების,
მაგრამ შენ დამტოვე და ჩუმად წახვედი.
კარი ღია დაგრჩა, უბერავს ქარი
მე მცივა ძალიან, უბერავს ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები