 | ავტორი: კახელი ჟანრი: პროზა 18 თებერვალი, 2013 |
სადარბაზოსთან ხალხი იყო მოგროვებული, ყველას დაღვრემილი სახე ჰქონდა, ზოგი ტიროდა კიდეც, იქვე იდგა სასწრაფოსა და პატრულის მანქანაც. სამსახურიდან დაბრუნებულ ქალს, ხალხის დანახვაზე, გულში საშინელმა აზრებმა გაუარეს. ბრბო გაარბია, თავისი საცხოვრებელი ბინის კარი ღია იყო და პატრულის თანამშლომლები შიგნით არავის უშვებდნენ, ქალმა შამზარავი ყვირილი მირთო, პოლიციელები განზე გაწია და ოთახში შევარდა. მისი ხუთი წლის შვილის გვამს უსარგებლოდ უტარებდნენ ხელოვნურ სუნთქვას ექიმები. როგორც შემდეგ გაირკვა, ქალს სამსახურში წასვლისას გაზი ანთებული დარჩენია და შვილი ძილში გაეგუდა, წვეთი ტკივილიც კი არ უგრძვნია. * * * შავებში შემოსილი ქალი ეკლესიიდან გამოვიდა. დაახლოებით ორმოცი წლის უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა: -შენ შვილი როცა ცოცხალი გყავდა, მაშინ არ გწამდა ღმერთი და ახლა, როგორღა უნდა გჯეროდეს მისი, მან ხომ შენი შვილი დასაჯა? -ღმერთს ჩემი შვილი არ დაუსჯია, მან მე დამსაჯა, ახლა ის ბევრად უკეთეს ადგილას არის, გარს ანგელოზები ჰყავს შემოხვეული, არა ისეთი ათეისტები და მწვალებლები, როგორიც მე ვიყავი. ამ საშინელმა გაკვეთილმა მაჩვენა ცხოვრების მიზანი, სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ თავის დროზე არ ვედექი უფლისკენ მიმავალ გზას. -ის ვინ იყო? - ჰკითხა მეგობარმა შვილმკვდარ დედას. -ღმერთმა გამოგზავნა, რომ კიდევ ერთხელ გამოვეცადე ... რაც არ უნდა სასტიკი იყოს ცხოვრება ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. მთავარია თავის დროზე მივხვდეთ, თუ რა ცხოვრებით ვცხოვრობთ, რომ შემდეგ სანანებელი არა გვქონდეს რა, ყველაფერი ხომ უფლის ნებით ხდება...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ბერი18, დიახ სწორედ მაგის თქმა მინდოდა. ბერი18, დიახ სწორედ მაგის თქმა მინდოდა.
3. წავიკითხე მე ეს.................მეტს ვერაფერს ვიტყვი წავიკითხე მე ეს.................მეტს ვერაფერს ვიტყვი
2. 5+ გუშინ ვფიქრობდი ამ თემაზე რაზეც დაწერე ავტორო. გადავხედე მრევლს და 90% გაჭირვებას მოეყვანა, 9 % უიმედობას (ადამიანისგან დაკარგულს)
დაფიქრდით!!! როდესაც გიჭირს ხომ მადლია, ხოლო როდესაც გილხინს , არ გიჭირს და მაშინ ეძებ უფალს მის გზას, მიდიხარ მასთან, რამხელა მადლია.... მაშინ მფარველი ანგელოზი ძლიერდება და ბევრ ხიფათს ვაღწევთ თავს..
თავს სინანული ჯობია, ბოლოჟამს დანანებასა..
წავგიკითხავს, გვისწავლია მაგრამ ვ ი ც ი თ ? 5+ გუშინ ვფიქრობდი ამ თემაზე რაზეც დაწერე ავტორო. გადავხედე მრევლს და 90% გაჭირვებას მოეყვანა, 9 % უიმედობას (ადამიანისგან დაკარგულს)
დაფიქრდით!!! როდესაც გიჭირს ხომ მადლია, ხოლო როდესაც გილხინს , არ გიჭირს და მაშინ ეძებ უფალს მის გზას, მიდიხარ მასთან, რამხელა მადლია.... მაშინ მფარველი ანგელოზი ძლიერდება და ბევრ ხიფათს ვაღწევთ თავს..
თავს სინანული ჯობია, ბოლოჟამს დანანებასა..
წავგიკითხავს, გვისწავლია მაგრამ ვ ი ც ი თ ?
1. ბევრი შვილმკვდარი დედა ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს ტრაგედიის მერე... ყველას რაღაც მიზეზი გვაქვს, რითაც უფალს ვუახლოვდებით... წარმატებები, ავტორო!!! + ბევრი შვილმკვდარი დედა ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს ტრაგედიის მერე... ყველას რაღაც მიზეზი გვაქვს, რითაც უფალს ვუახლოვდებით... წარმატებები, ავტორო!!! +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|