ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2013


ოღონდ მოისურვე

რაღაც მინდოდა მეთქვა,
გულს, რაღაცის თქმა უნდა,
მიყვარხარ მეთქი, გითხარ,
და შეგახსენებ მუდამ.
არ მოგვწყინდება, ალბათ,
მრავალჯერაც რომ ითქვას,
არ მოგონილა ჯერაც,
ასე საამო სიტყვა.
ხმამაღლა შევძახებდი,
გამახსენდება უმალ  ,
გვმოძღვრავენ წინაპრები,
სიყვარულს მალვა უნდა.
თავი, არ შეგაწყინო,
სულ ვერიდები ამას,
ჩემთვის ვიქნები მიჯობს,
ტკბილ ოცნებებში წავალ.
თუ ჩემთან მოგინდება,
მანდვე გავჩნდები წამში,
შენ ოღონდ  ისურვე და
მზადა მყავს თეთრი რაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები