ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიკა მჟავანაძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2013


აფრიკული ღამე

აფრიკულ ღამის დამწვარ სილაზე
მკერდგაღეღილი დაწვა სინაზე...

ჯერ არ აღელვებს მას არაფერი.
ახლა კი მჯერა, მჯერა, რა ფერი
დაუვლის ზანგურ, დაფერილ კანზე,
თუმცა თავიდან გადგება განზე!..

გავა წუთი და ისმის კივილი, _
სექსით გართული ქალის ტკივილი, _
ვეფხვის ყმუილი და ნაზი ოხვრა,
ველური ლოკვა და მიხრა-მოხრა;

ენით ალესავს დაბერილ ტუჩებს
და მძაფრ ტკივილსაც ის გაუყუჩებს;
მერე გაწვება ნისლი ზამბეზზე, _
ამ სილამაზეს იქ დააბეზღებს.

პალმის ფოთოლით მოწყვეტილ ვარსკვლავს
აფრიკულ ღამის ხორშაკი დაკლავს
და გიჟურ დრამის დამწვარ სილაზე
სისხლდაქცეული იწვის სინაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს