 | ავტორი: კახელი ჟანრი: პოეზია 22 თებერვალი, 2013 |
ვაჟკაცო გშვენის აბჯარი, ხელი გაგირბის ხმალზედა, შენი მტრის სისხლი მოგწყურდა, ლაშქარს გაუძეხ მთაზედა. თუ გაიმარჯვებ - იცოცხლებ, თუ მოკვდი - ახვალ ცაზედა, აქედან დედა დაგლოცავს, მამა ცხვარს სწირავს შენზედა. შვილი ამაყობს, ნუ სწუხარ, ამაყადა დგას ფეხზედა, რომ გაიზრდება იცოდე, ისიც იბრძოლებს ქედზედა, მტერში დაივლის ფერხულსა, შენი აბჯარით მხრებზედა. ცოლი დაგტირებს საფლავზე, ამშვენებს ლამაზი ზედა, ის ერთგულია, ხომ იცი მუდამ ოცნებობს შენზედა. არწივი ცაში გასწივის, ლექს-სიმღერებსა გმირზედა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ყველას მადლობას გიხდით ყველას მადლობას გიხდით
3. ჯიგრიანი ლექსია! მთას რომ შვენის ისეთი...
წარმატებები +2
პატივისცემით: ჯიგრიანი ლექსია! მთას რომ შვენის ისეთი...
წარმატებები +2
პატივისცემით:
2. მოწონება და 5+ მოწონება და 5+
1. მოწონება და 5+ მოწონება და 5+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|