| ავტორი: ონისე_ოკ ჟანრი: თარგმანი 26 თებერვალი, 2013 |
‘’რამდენ თქვენგანს უნახავს ფილმი ‘’მატრიცა’’? ვისაც არ უნახავს, ვეტყვი, რომ ფილმში ვხვდებით ორ აბს, ერთ წითელს და ერთ ლურჯს. ლურჯი აბი ადამიანს აძლევს საშუალებას, რომ დაიძინოს და როდესაც გაიღვიძებს, ყველაფერი იგივენაირად იყოს. ხოლო წითელი აბი სიმართლის პოვნის საშუალებას აძლევს მათ. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ რა გააკეთოთ, რომ გითხრათ როგორ იფიქროთ, როგორ იგრძნოთ ან რა ჭამოთ. მე აქ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია. მე თქვენ წითელ აბს მოგაწვდით. მომეცით ნება რაღაც განახოთ. ( http://image.geotorrents.com/images/33317022989830688622.jpg ) რასაც არ უნდა ფიქრობდეთ, გეტყვით, რომ ეს ორი ბურთი არ არის ერთმანეთის ტოლი. ვიმეორებ, ეს ბურთები არ არიან ერთმანეთის ტოლი და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ახლა კი მსურს გავარკვიო, რომელი უფრო დიდია. ამიტომ, ვინც თვლით, რომ ლურჯი ბურთი წითელზე დიდია, ხელი აწიეთ. *დარბაზში მსხდომთა ნაწილი ხელს იწევს* – კარგით. ახლა ხელი აწიეთ იმათმა, ვინც ფიქრობთ, რომ პირიქით, წითელი ბურთი უფრო დიდია ვიდრე ლურჯი ბურთი. ძალიან კარგი. რა იყო თქვენი პირველი ფიქრი და ინსტიქტი? ბურთები ერთმანეთის ტოლები მოგეჩვენათ არა? ეს იმიტომ, რომ ეს ბურთები ნამდვილად ტოლები არიან. მე შევძელი თქვენი უმეტესობისთვის ხელი ამეწევინებინა და დამეჯერებინა, რომ ეს ბურთები არ არიან ტოლები. რას ვიგებთ? იმას, რომ თქვენ ერთ ‘დატკაცუნებაზე’ შეიძლება დაიჯეროთ თქვენივე ბუნებრივი ინსტიქტებზე დაფუძვნებული აზრების უარყოფა და იმას, რომ თქვენზე მანიპულირება ძალიან მარტივია. წარმოიდგინეთ, როგორც ბავშვი, გასწავლიდნენ, რომ ლურჯი ბურთი წითელზე დიდია. თუ ამას საკმარისზე მეტჯერ გეტყვიან, შენ დაარწმუნებ თავს, რომ ეს სიმართლეა. და თუ ამ ტყუილს კიდევ დიდხანს გიმეორებენ, ის შენი რეალობის ნაწილი ხდება. და თუ რაიმე რაოდენობის ხალხი დაიჯერებს, რომ ლურჯი ბურთი ნამდვილად წითელზე დიდია, მაშინ ეს ტყუილი კულტურის ნაწილი გახდება. და თუ კულტურა დეზინფორმაციულად წლებს გაუძლებს და სხვადასხვა თაობებში ფესვებს გაიდგამს, მაშინ ის ტრადიციად გარდაიქმნება. და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ტრადიცია ყოველთვის მორალურად მისაღები არაა. ტრადიცია და მორალი ყოვეთვის ვერ თანხმდებიან. შეგიძლიათ გაიხსენოთ რაიმე ისეთი ტრადიცია, რომელიც ჩვენ, ამერიკაში გვქონდა, მაგრამ უკვე აღარ გვაქვს? ისეთი ტრადიცია, რომელზეც დღეს ვფიქრობთ, რომ ამორალურია. მონათმფლობელობა არა? სულ რაღაც ორასი წლის წინ. ორასი წლის წინ მონათმფლობელობა ტრადიცია იყო. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციები, რომლებსაც დღესაც მივსდევთ აუცილებლად მორალური არაა. ჩვენ ისე ვანვითარებთ კულტურას, როგორც ტრადიციებს. ‘’მატრიცა’’ ისტორიაა, რომელშიც ხალხს ეუბნებიან რაღაც ირეალურს. უმეორებენ და უმეორებენ. ყოველდღე. ეს მათი კულტურა ხდება. შემდეგ კი ტრადიცია. შენ ყოველდღე ხედავ რეკლამებს ტელევიზორში, რძის, კვერცხის, არაჟნის, მაგრამ რეალურად თავს ატყუებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ფანტასტიკაა. ის მხოლოდ შენს თავში არსებობს. ესაა მატრიცა. ესაა ის ლურჯი ტაბლეტი (ფილმი მატრიციდან) რომელსაც მთავრობა ყოველდღე გაწვდის, რომ რძის ყიდვა გაიძულოს. რეალობა უფრო შემაძრწუნებელია. რძის, კვერცხისა და ხორცის 90%, რომელიც ამერიკაში იყიდება, ასეთი პირობებიდან გამოდის. ( http://image.geotorrents.com/images/58196487206516611263.jpg ) ეს არის ადგილები, სადაც ათასობით ქათამი, ძროხა და ღორი იტანჯება. წელიწადში 10 მილიარდი ძროხა, ქათამი და ღორი იტანჯება ჩვენი საკვებისთვის. ჩვენ წამში 300 ცხოველს ვაწამებთ და ამაზე არანაირ რეაგირებას ვახდენთ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ისტორიის, იმ ტყუილის გამო, რომელსაც ჩვენ გვასწავლიდნენ. რამდენ თქვენგანს ეუბნებოდნენ ბავშვობაში, რომ პროტეინის მისაღებად აუცილებლად ხორცის ჭამაა საჭირო? მე მეუბნებოდნენ. რამდენ თქვენგანს ეუბნებოდნენ, რომ ძლიერი ძვლებისთვის აუცილებლად ძროხის რძე გვჭირდება? არა ძაღლის, არა შიმპანზის, არა სპილოს, არა ვეფხვის, არა ლომის, არა ჟირაფის, არამედ ძროხის? ეს რა თქმა უნდა აბსურდია, მაგრამ როდესაც მას ბავშვობიდანვე გვინერგავენ, როგორც სიმართლეს, ის კარგავს თავის აბსურდულობას. მოდით გავარკვიოთ რაში მდგომარეობს მატრიცის სიმართლე. პირველრიგში, გვასწავლიდნენ, რომ ჩვენი დიეტა ნატურალურია. უნდა ვჭამოთ ხორცი, კვერცხი და ეს ნატურალურია. ახლა განახებთ ორ სურათს. გაიხსენეთ რორშახის ტესტი, ხედავ სურათებს და იძახი იმას, რაც პირველი მოგივა თავში. და აი სურათიც. ( http://image.geotorrents.com/images/23795008034357776267.jpg ) რას ხედავთ მის მარცხენა მხარეს? გემრიელად და ახლად გამოიყურება არა? მე რომ ოთახში მარწყვით სავსე კალათით შემოვიდე და ამ სკამზე დავდო, რას იფიქრებთ? რამდენი თქვენგანი დაიწყებს ნერწყვის ყლაპვას? რამდენს მოუნდება მისი დაგემოვნება? რომ მოვიტანო მარწყვი თქვენს ცხვირთან, რას იყნოსავთ? მარწყვის სურნელს. რომ ავიღო და დანა გავჭრა, ისევ იგივეს. აიღებ მარწყვს და დაიწყებ ჭამას. შენ ეს გესიამოვნება. რას იტყვით მეორე სურათზე? საყვარლები არიან, არა? როდესაც კლასში შევდივარ, ამ შეკითხვაზე პასუხისას მოსაზრებები ორად იყოფა. კლასის ერთი ნაწილი ამ გოჭებს საყვარლად აღიქვამს, მეორე ნაწილი კი მათში საკვებს ხედავს. ახლა მეორე მხარე განვიხილოთ. წარმოიდგინეთ, რომ ამ ოთახში ღორი შემოვიყვანო და წინ დაგიდოთ, რას იფიქრებთ? არავინ წამოდგება მის საჭმელად არა? რომ მოგიტანოთ ცხვირთან რას იყნოსავთ? ღორის სუნს. ახლა რომ დანა ავიღო და ის თქვენს წინ მოვკლა, შემდეგ კი ცხვირთან მოგიტანოთ რას იყნოსავთ? სისხლს, ბაქტერიებს... ოთახის ერთ ბოლოს რომ ღორი დავსვა, მეორე მხარეს კი დანა, რომელი თქვენგანი მივა დანასთან და რომელი თქვენგანი შეძლებს მის მოკვლას? ალბათ არცერთი. და თუ ვინმე სხვა აკეთებს იგივეს ეს ნორმალურია. ახლა რომ ხედავდეთ, რომ ამ ოთახში ვინმე გოჭს კლავდეს, რამდენი თქვენგანი გააჩერებდით მას? მე გავაჩერებდი. *დარბაზის ნაწილი ხელს იწევს*. რა თქმა უნდა. ამას თანაგრძნობა ჰქვია, ადამიანის უდიდესი ღირებულებათაგანი. მაგრამ თუ შენ ვინმე შეაჩერე ამის გაკეთებისგან, შემდეგ წახვედი სახლში და ეს მიირთვი *დარბაზს ანახებს სოსისების შეკვრას* ამას უკვე ფარისევლობა ჰქვია. ჭამ იმიტომ, რომ ის სუპერმარკეტში ლამაზ შეფუთვაშია, ჭამ იმიტომ, რომ შენ არ მოგიკლავს ის დანით, იმიტომ რომ შენ არ მოგცხებია სისხლი, იმიტომ რომ შენ არ გაგიგია მისი ხმა სიკვდილისას. ჩვენ ვყიდულობთ და ვჭამთ ისეთ ცხოველებს, რომლების მოკვლაც ჩვენ არ გვინდა, რისი გაგონებაცა და მოსმენაც ჩვენ არ გვინდა. რა მოხდება, თუ მე ამ გოჭის სურათს ძაღლის სურათით შევცვლი ? *სურათი იცვლება და სურათზე ფუმფულა ძაღლი ჩანს*. საყვარელია არა? ალბათ მის ნაცვლად ჰოთ დოგს ვერავინ დაინახავს. რატომაც არა? რატომ ვერ ვხედავთ ამ ძაღლებში საკვებს? იმიტომ რომ მისი, როგორც შინაური ცხოველის დანახვა გვასწავლეს. რამდენ თქვენგანს ჰყავს კატა ან ძაღლი? *დარბაზში დამსწრეების ნაწილი ხელს იწევს*. კარგით. რამდენ თქვენგანს ჰყავს სახლში ღორი? ჰმმ, არც ისე ბევრს, არა? მაგრამ, არსებობს სხვადასხვა კულტურები, რომლებშიც ხალხი ძაღლებსა და კატებს საკვებად იყენებენ. ესაა მათი კულტურა. ესაა ის ტყუილი, რომლებსაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ისმენდნენ. რას ფიქრობთ? საზიზღრობაა, არა? რატომ არის ძაღლის ჭამა საზიზღრობა და ღორის არა? რატომ არის არასწორი ძაღლის ჭამა და ღორის კი სწორი? კულტურა! ეს ყველაფერი კულტურის დამსახურებაა. მოდით ავიღოთ სამი წლის ბავშვი, ნებისმიერი ეროვნების: აზიელი, აფრიკელი, სამხრეთ ან ჩრდილოეთ ამერიკელი, ევროპელი და დავუსვათ 5 სხვადასხვა ცხოველი გარშემო: კატა, ძაღლი, ძროხა, ქათამი და ღორი. რას გააკეთებს პატარა? ან რის გაკეთებას შეეცდება? ყველსათან თამაშს შეეცდება არა? შენ კი რას ეტყვი? ‘’არა არა არა, მასთან ნუ თამაშობ. ამასთან ითამაშე, ეს კი შეჭამე“. ესაა რაც ჩვენ გვასწავლეს. ჩვენ არ აგვირჩევია ჩვენი დიეტა. ჩვენი დიეტა შესწავლილი ქმედებაა. ჩვენ ყველა დედამიწის შვილები ვართ. მეც, თქვენც, ამფიბიებიც, ძაღლებიც, თევზიც, ჩიტებიც. ყველა. და ჩვენ ორი რამ გვაქვს საერთო. ჩვენ ყველას გვინდა სიცოცხლე. ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი ვიცოცხლოთ. აი, ეს გვაერთიანებს და გვათანასწორებს ყველას. ჩვენ გვინდა სიცოცხლე. მეორე საერთო : ჩვენ ყველა ვიცილებთ ტკივილს. ყველა ჩვენგანს გვინდა სიცოცხლე და ყველას გვინდა ტკივილის არიდება. ახლა რომ გახვიდეთ ქუჩაში და დაიხნახოთ ვიღაცა ბეისბოლის ბიტით ღორს თავს უტეხდეს, ნუთუ თქვენი ემოციური რეაქცია იგივე არ იქნება, როგორც ძაღლზე? რა თქმა უნდა! რა განსხვავებაა ამ ორ ცხოველს შორის? თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ძაღლები უფრო საყვარლები არიან. ზოგი ბავშვი იტყვის , რომ ძაღლის ცხვირი უფრო სხვანაირია. მაგრამ მე ვუპასუხებ, რომ მათ ორივეს აქვთ ცხვირი რომ ისუნთქონ. მეორე იტყვის, რომ ძაღლს საყვარელი ფეხები და თათები აქვს, მაგრამ მე ვუპასუხებ, რომ ორივე მათგანს აქვთ ფეხები რომ იარონ და ირბინონ. მესამე იტყვის, რომ ძაღლის ყურები უფრო ფუმფულაა. მაგრამ მე ვუპასუხებ, ორივე მათგანს აქვთ ყურები, რომ ისმინონ. ორივე მათგანს აქვთ თვალები, რომ დაინახონ, გული რომ უცემდეთ და ტვინი, რომ იფიქრონ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ემოციური რეაქცია ორივე მათგანზე ერთნაირი, იმიტომ რომ ჩვენ მათ თანასწორად აღვიქვამთ. ყველა განსხვავება უმნიშვნელოა. ამ განსხვავებებს ჩვენვე ვადგენთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ცხოველების გრძნობებია. როგორ უნდა გავიგოთ, რომ მათ გრძნობები გააჩნიათ? ანდაც ადამიანებს? ყველა ცხოველს აქვს გრძნობები: შიში, ტკივილი, ბედნიერება და სიამოვნება. ჩამოთვლილთაგან თქვენთვის რომელია უმნიშვნელოვანესი? ბედნიერება, არა? როგორ უნდა გაიგო, რომ ადამიანი ბედნიერია? ახლა რომ გითხრათ, რომ ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტებია დამიჯერებთ? იმედია არა. ამიტომ, ამის გასაგებად ჩვენ ადამიანებზე დაკვირვება გვჭირდება. ისინი იცინიან, იღიმიან. შეიძლება ახლა ამ ოთახში ადამიანი შემოიყვანო, რომელსაც არ ესმის ჩვენი ენა, მაგრამ მაინც შეგვიძლია მივხვდეთ თუ რას გრძნობს ის მისი ხმებისა და ქმედებებისდა გამომდინარე. ცხოველებში? ისინი თავიანთ კუდს აქიცინებენ, ყეფენ, მაღლა და დაბლა ხტუნავენ, ერთმანეთს ეთამაშებიან, ლოკავენ. ეს ყველაფერი მინიშნებებია, თუ რას და როგორ გრძნობენ ისინი. ტკივილი? ახლა რომ გითხრათ, რომ მარჯვენა ხელი მტკივა, დამიჯერებთ? არა, იმიტომ რომ მე თქვენთვის არანაირი მინიშნება არ მომიცია. ახლა რომ მუხლი მაგიდის კუთხეს მთელი ძალით დავარტყა და სისხლი წამომივიდეს, დავეცე ძირს და ღრიალი მოვრთო, დამიჯერებთ, რომ მუხლი მტკივა? რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ ეს მინიშნებებია. მიიტანე ხელი ცეცხლთან. რა რეაქცია გექნება? დაგეწვება, იყვირებ და უკან გამოიწევი, არა? რას იზამს ძაღლი თუ მასთან ცეცხლს მიიტან? ისიც იგივეს, უკან გახტება და დაიკვნესებს. მიიტანე ღორის ფეხი ცეცლთან, რა რეაქცია ექნება? იგივე. ყველა ცხოველს იგივე რეაქცია ექნება ცეცხლთან შეხებისას. ამოიყვანე თევზი წყლიდან, რა არის მისი რეაქცია? ის ხტუნავს არა? რატომ? იმიტომ რომ ვერ სუნთქავს. თევზსაც აქვს გრძნობები, ისინი ხომ ბოსტნეული არ არიან. აიღე მარწყვი, მწვანილი, რაიმე ბოსტნეული და მიიტანე ცეცხლთან, რა მოუვათ მათ? დადნებიან. ბადრიჯანს არ აქვს ფეხები, რომ გაიქცეს, არ აქვს პირი, რომ იყვიროს, არ აქვს ცხვირი, რომ იყნოსოს, არ აქვს ყურები, რომ გაიგოს, არ აქვს გული, რომ უცემდეს და ტვინი, რომ იფიქროს. ბევრი ბავშვი ამბობს ხოლმე, რომ ბოსტნეულსაც აქვს გრძნობები. მაგრამ მათ ხომ ნერვული სისტემაც არ გააჩნიათ. ნერვული სისტემის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ტკივილისა და ბედნიერების განცდა, რაც ცხოველებსა და ადამიანებს შეუძლიათ. ესეც ასე, გავიგეთ, რომ ცხოველებს გრძნობები აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს აქამდეც იცოდით. გაიხსენეთ ფილმები, წიგნები, მულტფილმები, რომლებსაც ბავშვობაში კითხულობდით და უსმენდით. რა აქვს ბევრ მულტფილმს საერთო? ფერმის ცხოველები, რომლებსაც გათავისუფლება სურთ. არცერთ მათგანს არ სურს მონობა, სიკვდილი. ყველა თვითგადარჩენისთვის იბრძვის. არცერთს სურს თქვენს თეფშზე დაიკავოს ადგილი.“
ლექციის ნაწილი დასრულებულია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
27. ღორი, ძროხა, ქათამი, ცხვარი და ა.შ. ეს სახეობები იმიტომ შეირჩა მასიური წარმოებისთვის, რომ სხვათა შორის გამოირჩეოდნენ მინამალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, თორე საკვებად სხვა ნებისმიერიც დასაშვებია. საინტერესოა ავტორი რა გამოსავალს ხედავს, იმისათვის, რომ არავის სტკიოდეს და არავის შიოდეს. თუ ცხოველთა ინსტიქტები მისთვის მისაღებია, ადამიანმა რა დააშავა, მაშინ გავაუქმოთ ფერმები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტების მასიური წარმოება და ყველა დავტოვოთ ინსტიქტების ამარა, წარმოგიდგენიათ მაინც რა შედეგს მივიღებთ ღორი, ძროხა, ქათამი, ცხვარი და ა.შ. ეს სახეობები იმიტომ შეირჩა მასიური წარმოებისთვის, რომ სხვათა შორის გამოირჩეოდნენ მინამალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, თორე საკვებად სხვა ნებისმიერიც დასაშვებია. საინტერესოა ავტორი რა გამოსავალს ხედავს, იმისათვის, რომ არავის სტკიოდეს და არავის შიოდეს. თუ ცხოველთა ინსტიქტები მისთვის მისაღებია, ადამიანმა რა დააშავა, მაშინ გავაუქმოთ ფერმები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტების მასიური წარმოება და ყველა დავტოვოთ ინსტიქტების ამარა, წარმოგიდგენიათ მაინც რა შედეგს მივიღებთ
26. 8 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი და შარშან ზაფხულს დავიწყე ხორცის ჭამა. არ ვჭამდი ხორცს, კვერცხს და თევზსს. მაგრამ არც შესაბამის ცილებს, ცხიმებს და კალცს ვიღებდი და ჯანმრთელობა საგრძნობლად შემერყა. გადასხმებზე უნდა ვყოფილიყავი მთღელი ცხოვრება. თუ სწორად იკვებები ხორცი არ არი საჭირო. მე სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხე, არ მეცალა კვების რაციონის დასარეგულირებლად. რაც შეეხება მე-16 კომენტარის ავტორს... ბიბლიაში არ წერია არა კაც კლა. თუ დედანი ან ინგლისური თარგმანი გაქვს წაკითხული ნახავ რომ ინგლისურში წერია: "THOU SHALT NOT KILL!" ეს თან ძველი, ბრიტანული ინგლისურით არის დაწერილი. კაცის მოკვლისთვის ინგლისელები იყენებენ სიტყვას: "Murder" . პირველი ითარგმნება როგორც" " არ მოკლა ".. ხოლო რო იყოს გამოყენებული სიტყვა "Murder", ითარგმნებოდა ასე: არ მოკლა კაცი (ადამიანი), ანუ არა კაც-კლა. ასე რომ 10 მცნება მოკვლის წინააღმდეგია და არა კაცის მოკვლის მხოლოდ. ობიექურობა საჭიროა ყველგან და ყოველთვის
8 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი და შარშან ზაფხულს დავიწყე ხორცის ჭამა. არ ვჭამდი ხორცს, კვერცხს და თევზსს. მაგრამ არც შესაბამის ცილებს, ცხიმებს და კალცს ვიღებდი და ჯანმრთელობა საგრძნობლად შემერყა. გადასხმებზე უნდა ვყოფილიყავი მთღელი ცხოვრება. თუ სწორად იკვებები ხორცი არ არი საჭირო. მე სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხე, არ მეცალა კვების რაციონის დასარეგულირებლად. რაც შეეხება მე-16 კომენტარის ავტორს... ბიბლიაში არ წერია არა კაც კლა. თუ დედანი ან ინგლისური თარგმანი გაქვს წაკითხული ნახავ რომ ინგლისურში წერია: "THOU SHALT NOT KILL!" ეს თან ძველი, ბრიტანული ინგლისურით არის დაწერილი. კაცის მოკვლისთვის ინგლისელები იყენებენ სიტყვას: "Murder" . პირველი ითარგმნება როგორც" " არ მოკლა ".. ხოლო რო იყოს გამოყენებული სიტყვა "Murder", ითარგმნებოდა ასე: არ მოკლა კაცი (ადამიანი), ანუ არა კაც-კლა. ასე რომ 10 მცნება მოკვლის წინააღმდეგია და არა კაცის მოკვლის მხოლოდ. ობიექურობა საჭიროა ყველგან და ყოველთვის
25. ადამიანზე დიდი მტაცებელი არ მეგულება. :) ლომი და ვეფხვი, მგელი და არწივი - მოიტაცებენ, შეჭამენ ბოკვრებს, ლეკვებს, მართვეებს წაუღებენ, შიმშილს მოიკლავენ და დაცხრებიან. ადამიანი რაც არ უნდა მაძღარი იყოს მაინც ტაცებს ყველას ყველაფერს. საჭმელს, სარჩო-საბადებელს, ღირსებას, პატიოსნებას, სინდისს, ნამუსს, ქვესკნელს, ზესკნელს და ისეთ რამეებს ცხოველი და ფრინველი არასოდეს რომ არ მიეკარებოდა. ამის შემდეგ ვეგა იქნება, ვეგეტარიანელი თუ ხორცისმჭამელი განა სულ ერთი არ არის? :) რიხტერს ვერ დავეთანხმები - ცხოველური ცილა, რომელიც ადამიანს ჭირდება ძვალ-კუნთოვანი აგებულების შესანარჩუნებლად, ასევე ზომიერი წონის შესანარჩუნებლად, - მცენარეულ საფარში არ არის. ბექზა, ვერც თქვენ დაგეთანხმებით. გარეულ ღორზე ჭკვიანი ცხოველი მე არ მეგულება - აბა გაინადირეთ და ნახეთ ერთი როგორი თავდაცვის ინსტიქტი აქვს. - ისე ფარტავს ადამიანს ეშვებით რომ აფთარსაც შეშურდება.:) რაც შეეხება ქათამს - აბა მას აქვს ინსტიქტი თუ აქვს. ასე რომ მოშინაურებულ ფრინველ-ცხოველზე ნუ აკეთებთ აქცენტს. ეგ მედლის ცალი მხარეც არ არის...
"ახლა რომ გახვიდეთ ქუჩაში და დაიხნახოთ ვიღაცა ბეისბოლის ბიტით ღორს თავს უტეხდეს, ნუთუ თქვენი ემოციური რეაქცია იგივე არ იქნება, როგორც ძაღლზე?" - ჯერ მანახე სადაა ქუჩაში ღორი ? =))))) ადამიანზე დიდი მტაცებელი არ მეგულება. :) ლომი და ვეფხვი, მგელი და არწივი - მოიტაცებენ, შეჭამენ ბოკვრებს, ლეკვებს, მართვეებს წაუღებენ, შიმშილს მოიკლავენ და დაცხრებიან. ადამიანი რაც არ უნდა მაძღარი იყოს მაინც ტაცებს ყველას ყველაფერს. საჭმელს, სარჩო-საბადებელს, ღირსებას, პატიოსნებას, სინდისს, ნამუსს, ქვესკნელს, ზესკნელს და ისეთ რამეებს ცხოველი და ფრინველი არასოდეს რომ არ მიეკარებოდა. ამის შემდეგ ვეგა იქნება, ვეგეტარიანელი თუ ხორცისმჭამელი განა სულ ერთი არ არის? :) რიხტერს ვერ დავეთანხმები - ცხოველური ცილა, რომელიც ადამიანს ჭირდება ძვალ-კუნთოვანი აგებულების შესანარჩუნებლად, ასევე ზომიერი წონის შესანარჩუნებლად, - მცენარეულ საფარში არ არის. ბექზა, ვერც თქვენ დაგეთანხმებით. გარეულ ღორზე ჭკვიანი ცხოველი მე არ მეგულება - აბა გაინადირეთ და ნახეთ ერთი როგორი თავდაცვის ინსტიქტი აქვს. - ისე ფარტავს ადამიანს ეშვებით რომ აფთარსაც შეშურდება.:) რაც შეეხება ქათამს - აბა მას აქვს ინსტიქტი თუ აქვს. ასე რომ მოშინაურებულ ფრინველ-ცხოველზე ნუ აკეთებთ აქცენტს. ეგ მედლის ცალი მხარეც არ არის...
"ახლა რომ გახვიდეთ ქუჩაში და დაიხნახოთ ვიღაცა ბეისბოლის ბიტით ღორს თავს უტეხდეს, ნუთუ თქვენი ემოციური რეაქცია იგივე არ იქნება, როგორც ძაღლზე?" - ჯერ მანახე სადაა ქუჩაში ღორი ? =)))))
24. არანაერი ცხოველის მოკვა არაა საჭირო ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ადამიანი თავისი აგებულებით მცენარის მჭამელია და არ მტაცებელი. აბსოლუტურად ყველაფერი მოიპოვება მცენარეთა სამყაროში რაც ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვისაა აუცილებელი. არანაერი ცხოველის მოკვა არაა საჭირო ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ადამიანი თავისი აგებულებით მცენარის მჭამელია და არ მტაცებელი. აბსოლუტურად ყველაფერი მოიპოვება მცენარეთა სამყაროში რაც ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვისაა აუცილებელი.
23. "მართალია კატიე, მცენარეებიც ცოდოები არიან! არ ვჭამოთ, არც ცხოველური და არც მცენარეული. ასე არ ჯობია?:))" ნაია. რამდენი კომენტარი იმსახურებს ფეისპალმს "მართალია კატიე, მცენარეებიც ცოდოები არიან! არ ვჭამოთ, არც ცხოველური და არც მცენარეული. ასე არ ჯობია?:))" ნაია. რამდენი კომენტარი იმსახურებს ფეისპალმს
22. "მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!!" :ფაცეპლამ: კატიე, ჩემო კარგო. ბავშვმაც კი იცის რომ მცენარე ადამიანისგან და ცხოველისგან განსხვავდება სასიცოცხლო ორგანიზაციით, არ გააჩნია ნერვული სისტემა რომელთანაც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნება. მეორე, ადამიანი მრავალ მცენარეთაგან ჭამს მხოლოდ ნაყოფს, მცენარეს სტოვებს უვნებელს (ხილი, უმეტესობა ბოსტნეული, კაკალი, კენკრა ა.შ.) მესამეც, სწორედ მეცხოველეობა არის მთავარი მიზეზი და წყარო ყოველწლიური ტროპიკული ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების. რასაც მოყვება ათასობით მცენარეთა სახეობის განადგურება ერთი წლის განმავლობაში. "მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!!" :ფაცეპლამ: კატიე, ჩემო კარგო. ბავშვმაც კი იცის რომ მცენარე ადამიანისგან და ცხოველისგან განსხვავდება სასიცოცხლო ორგანიზაციით, არ გააჩნია ნერვული სისტემა რომელთანაც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნება. მეორე, ადამიანი მრავალ მცენარეთაგან ჭამს მხოლოდ ნაყოფს, მცენარეს სტოვებს უვნებელს (ხილი, უმეტესობა ბოსტნეული, კაკალი, კენკრა ა.შ.) მესამეც, სწორედ მეცხოველეობა არის მთავარი მიზეზი და წყარო ყოველწლიური ტროპიკული ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების. რასაც მოყვება ათასობით მცენარეთა სახეობის განადგურება ერთი წლის განმავლობაში.
21. "მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!!" კატიე, ჩემო კარგო. ბავშვმაც კი იცის რომ მცენარე ადამიანისგან და ცხოველისგან განსხვავდება სასიცოცხლო ორგანიზაციით, არ გააჩნია ნერვული სისტემა რომელთანაც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნება. მეორე, ადამიანი მრავალ მცენარეთაგან ჭამს მხოლოდ ნაყოფს, მცენარეს სტოვებს უვნებელს (ხილი, უმეტესობა ბოსტნეული, კაკალი, კენკრა ა.შ.) მესამეც, სწორედ მეცხოველეობა არის მთავარი მიზეზი და წყარო ყოველწლიური ტროპიკული ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების. რასაც მოყვება ათასობით მცენარეთა სახეობის განადგურება ერთი წლის განმავლობაში. "მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!!" კატიე, ჩემო კარგო. ბავშვმაც კი იცის რომ მცენარე ადამიანისგან და ცხოველისგან განსხვავდება სასიცოცხლო ორგანიზაციით, არ გააჩნია ნერვული სისტემა რომელთანაც დაკავშირებულია ტკივილის შეგრძნება. მეორე, ადამიანი მრავალ მცენარეთაგან ჭამს მხოლოდ ნაყოფს, მცენარეს სტოვებს უვნებელს (ხილი, უმეტესობა ბოსტნეული, კაკალი, კენკრა ა.შ.) მესამეც, სწორედ მეცხოველეობა არის მთავარი მიზეზი და წყარო ყოველწლიური ტროპიკული ტყეების გაჩეხვისა და გარემოს დაბინძურების. რასაც მოყვება ათასობით მცენარეთა სახეობის განადგურება ერთი წლის განმავლობაში.
20. შევეცდები ვეგეტარიანულ საზოგადოებას, მედალის მეორე მხარე დავანახო. ადამიანი ჭამს ღორს (როგორც სახეობას) და ქათამს (კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ორ სახეობაზე შევჩერდები). ღორსაც და ქათამსაც დაკარგული აქვთ (მრავალსაუკუნიანი ევოლუციის შედეგად) თვითგადარჩენის ინსტინქტი. აქედან გამომდინარე, თუ კაცობრიობა საკვები რაციონიდან ამოიღებს მათ, ისინი გადაშენდებიან! გაქრებიან როგორც სახეობები! აქედან დასკვნა: ეს ორმხრივი სარგებელია, როგორც მათთვის, ასევე ადამიანისთვის, რომელიც მათ მიირთმევს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა #2: ყოველი ვეგეტარიანელი, რომელიც უარს აცხადებს მათ ჭამაზე, ხელს უწყობს ამ სახეობების გადაშენებას! მედლის მეორე მხარე როგორია?
პატივისცემით: შევეცდები ვეგეტარიანულ საზოგადოებას, მედალის მეორე მხარე დავანახო. ადამიანი ჭამს ღორს (როგორც სახეობას) და ქათამს (კიდევ ბევრ რამეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ორ სახეობაზე შევჩერდები). ღორსაც და ქათამსაც დაკარგული აქვთ (მრავალსაუკუნიანი ევოლუციის შედეგად) თვითგადარჩენის ინსტინქტი. აქედან გამომდინარე, თუ კაცობრიობა საკვები რაციონიდან ამოიღებს მათ, ისინი გადაშენდებიან! გაქრებიან როგორც სახეობები! აქედან დასკვნა: ეს ორმხრივი სარგებელია, როგორც მათთვის, ასევე ადამიანისთვის, რომელიც მათ მიირთმევს. აქედან გამომდინარეობს დასკვნა #2: ყოველი ვეგეტარიანელი, რომელიც უარს აცხადებს მათ ჭამაზე, ხელს უწყობს ამ სახეობების გადაშენებას! მედლის მეორე მხარე როგორია?
პატივისცემით:
19. წავიკითხე სტატია, დავითის მე-16 კომენტარს ვეთანხმები თავიდან ბოლომდე და ონისე ერთ კითხვას დაგისვამ ახლა ბუზი როცა გაწუხებს ან კოღო, გკბენს, არ გეშვება მოკლედ რა, შენ ამ დროს ცდილობ არ ატკინო მას? ისიც ხო ცოცხალი ორგანიზმია? ანდა რა იცი ხეს რომ ჭრი და სახლს იშენებ როგორ ტკივა იმ ხეს? ვეგეტარიანელების საწინაამღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ იმის მოწოდება რომ დანაშაულს ჩადის არავეგეტარიანელი ნამეტანი მგონია. წავიკითხე სტატია, დავითის მე-16 კომენტარს ვეთანხმები თავიდან ბოლომდე და ონისე ერთ კითხვას დაგისვამ ახლა ბუზი როცა გაწუხებს ან კოღო, გკბენს, არ გეშვება მოკლედ რა, შენ ამ დროს ცდილობ არ ატკინო მას? ისიც ხო ცოცხალი ორგანიზმია? ანდა რა იცი ხეს რომ ჭრი და სახლს იშენებ როგორ ტკივა იმ ხეს? ვეგეტარიანელების საწინაამღდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ იმის მოწოდება რომ დანაშაულს ჩადის არავეგეტარიანელი ნამეტანი მგონია.
18. რას იზამ მეგობარო, მე ჩემი მრწამსი მაქვს, შენ შენი... განგიკითხო?! რა უფლება მაქვს... არ გწამს, მაგრამ მაინც გეტყვი, ისე, ქართველებმა რომ ვიცით, ჩემთვის ძვირფას სიტყვებს, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
წარმატებებს გისურვებ:
პატივისცემით: რას იზამ მეგობარო, მე ჩემი მრწამსი მაქვს, შენ შენი... განგიკითხო?! რა უფლება მაქვს... არ გწამს, მაგრამ მაინც გეტყვი, ისე, ქართველებმა რომ ვიცით, ჩემთვის ძვირფას სიტყვებს, ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
წარმატებებს გისურვებ:
პატივისცემით:
17. ხო, მაგრამ მე პირადად არ მწამს არც ღმერთის და არც ბიბლიური ათი მცნების. ჩემთვის ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის მიღებული 1 მცნება - არ აწამო და მოკლა ცხოველი უფრო მორალური და გამართლებულია, ვიდრე შენი "შემოქმედის" შექმნილი სამყარო და მასში გაბატონებული 10 მცნება. აუცილებელია, რომ ღორი შენს მიმართ სიყვარულს გამოხატავდეს, რომ არ მოკლა? შენ რა იცი რა ტკივილს განიცდის ძროხა, როდესაც მას შვილს ართმევენ?
შენმა ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუ გწამს, იწამე. სამწუხაროდ რელიგია ძალიან უშლის ხელს ვეგეტარიანიზმს, მაგრამ რას ვიზამთ... ხო, მაგრამ მე პირადად არ მწამს არც ღმერთის და არც ბიბლიური ათი მცნების. ჩემთვის ჩემი და ბევრი სხვა ადამიანის მიღებული 1 მცნება - არ აწამო და მოკლა ცხოველი უფრო მორალური და გამართლებულია, ვიდრე შენი "შემოქმედის" შექმნილი სამყარო და მასში გაბატონებული 10 მცნება. აუცილებელია, რომ ღორი შენს მიმართ სიყვარულს გამოხატავდეს, რომ არ მოკლა? შენ რა იცი რა ტკივილს განიცდის ძროხა, როდესაც მას შვილს ართმევენ?
შენმა ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუ გწამს, იწამე. სამწუხაროდ რელიგია ძალიან უშლის ხელს ვეგეტარიანიზმს, მაგრამ რას ვიზამთ...
16. მე შევეცდები, განსხვავებული კუთხით მივუდგე საკითხს, თქვენის ნებართვით:
"და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ტრადიცია ყოველთვის მორალურად მისაღები არაა. ტრადიცია და მორალი ყოვეთვის ვერ თანხმდებიან" რა არის მორალი?! არ მოკლა ადამიანი?! არ მოიპარო?! არ დააბეზღო, არ აწამო, არ შეურაცყო.. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ათ მცნებაში წერია...
მცნება მეექვსე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა. მცნება მეშვიდე: არა იმრუშო. მცნება მერვე: არა იპარო. მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა. მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს....
ვეთანხმები ამ ტექსტში მოყვანილს, რომ ტრადიცია და მორალი ყოველთვის ვერ თანხმდება... მაგალითად ჩვენში მიცვალებულის გასვენებისას ავიღებთ სასახლეს სამჯერ "დავაბზრიალებთ" ცხონებულ მიცვალებულს თავის სასახლიანად ტახტზე მერე დახურულ კარებს, ასევე სამჯერ მივარტყამთ სასახლეს... ეზოში, სკამებზე დავასვენებთ, რომ ბოლოჯერ გამოიტიროს მიცვალებულმა და შემდეგ იმ სკამებს აუცილებალდ ვაქცევთ, არ დაბრუნდესო... ოღონდ არავინ არ იცის, რა არ უნდა დაბრუნდეს. მიცვალებული? სიკვდილი? მოკლედ ეს ტრადიცია კი არა ცრურწმენაა, რაც მოსპობას საჭიროებს... აბელს ცხვრის ფარა ჰყავდა და უფალს უძღვნიდა ძღვენს, კლავდა და შემდეგ კოცონზე წვავდა... ძველ აღთქმაში გარკვევით წერია, უფლისადმი შესაწირი ძღვენი, ეს არის ძირითადად ცხოველები... რა გამოდის, ღმერთი უმაწყალოა და ეს ვიღაც ამერიკელი გულჩვილი? უფრომეტად უყვარს ცხოველი, ვიდრე ღმერთს? ფლორა იმიტომ შეიქმნა რომ ადამიანმა ისარგებლოს... ავტორთან დიდი ბოდიში, მაგრამ უაზრობად მიმაჩნია ფიქრი იმაზე, რომ ცხოველს გული აქვს და მას ნუ ვატკენთ... ცხოველი ინსტიქტებზეა ორიენტირებული, სად არის ღორის სათუთი გული, როდესაც პირმშო ზრდასრულ ასაკს მიაღწევს და მერე საერთოდ ვეღარ სცნობს?! სად გინახავთ, ცხოვრების ბოლომდე მზრუნველი ძროხა, რომელიც თავის გაძროხებულ ხბოს დაჰფოფინებდეს?! გამჩენმა ყველაფერი ისე მოაწყო როგორც საჭიროა... რაც არ უნდა ეძიოს ადამიანმა უკეთეს ვერ მიაგნებს... აქვე უნდა აღვნიშნო 7 კომენტარის სიწორე... „სტალინგრადის“ ბლოკადის დროს ძაღლები და ცხენები არ ეჭამათ?! ცხოველი ადამიანზე უპირატესია?! რატომ უნდა ვიკვებო მე რიგითმა მოკვდავმა ადამიანმა, ისევე როგორც შავმა ბერმა, რომელმაც ნებაყოფლობით აირჩია ეს მძიმე გზა?! (თუმცა ბერები თევზს მიირთმევენ... თუ რატომ, ამ საკითხს აქ არ შევეხები)
მოკლედ, ავტორთან დიდი ბოდიშის მოხდით, უაზრობად მიმაჩნია ასეთი კვლევები, რომ ცხოველს ტკივა და ღმერთმანი არ ვატკინოთ... რა თქმა უნდა, სადისტურად არცერთ ცხოველს არ უნდა მოექცე, მაგრამ საკვებად ისინი უნდა გამოიყენო. მე არც ნადირობის, ანუ სიამოვნები მიღების და აზარტის გამო ცხოველების ხოცვის მომხრე ვარ.
მაისური მაცვია და არა ანაფორა, სასულიერო პირი არ ვარ და ღმერთის დადგენილებაზე ბევრს არ ვისაუბრებ....
წარმატებები ავტორის, იმედია არ მიწყენს...
პატივისცემით:
მე შევეცდები, განსხვავებული კუთხით მივუდგე საკითხს, თქვენის ნებართვით:
"და რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ ტრადიცია ყოველთვის მორალურად მისაღები არაა. ტრადიცია და მორალი ყოვეთვის ვერ თანხმდებიან" რა არის მორალი?! არ მოკლა ადამიანი?! არ მოიპარო?! არ დააბეზღო, არ აწამო, არ შეურაცყო.. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი ის, რაც ათ მცნებაში წერია...
მცნება მეექვსე: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, მცნება მეექვსე: არა კაც-ჰკლა. მცნება მეშვიდე: არა იმრუშო. მცნება მერვე: არა იპარო. მცნება მეცხრე: არა ცილი-სწამო მოყუასსა შენსა წამებითა ცრუჲთა. მცნება მეათე: არა გული გითქუმიდეს....
ვეთანხმები ამ ტექსტში მოყვანილს, რომ ტრადიცია და მორალი ყოველთვის ვერ თანხმდება... მაგალითად ჩვენში მიცვალებულის გასვენებისას ავიღებთ სასახლეს სამჯერ "დავაბზრიალებთ" ცხონებულ მიცვალებულს თავის სასახლიანად ტახტზე მერე დახურულ კარებს, ასევე სამჯერ მივარტყამთ სასახლეს... ეზოში, სკამებზე დავასვენებთ, რომ ბოლოჯერ გამოიტიროს მიცვალებულმა და შემდეგ იმ სკამებს აუცილებალდ ვაქცევთ, არ დაბრუნდესო... ოღონდ არავინ არ იცის, რა არ უნდა დაბრუნდეს. მიცვალებული? სიკვდილი? მოკლედ ეს ტრადიცია კი არა ცრურწმენაა, რაც მოსპობას საჭიროებს... აბელს ცხვრის ფარა ჰყავდა და უფალს უძღვნიდა ძღვენს, კლავდა და შემდეგ კოცონზე წვავდა... ძველ აღთქმაში გარკვევით წერია, უფლისადმი შესაწირი ძღვენი, ეს არის ძირითადად ცხოველები... რა გამოდის, ღმერთი უმაწყალოა და ეს ვიღაც ამერიკელი გულჩვილი? უფრომეტად უყვარს ცხოველი, ვიდრე ღმერთს? ფლორა იმიტომ შეიქმნა რომ ადამიანმა ისარგებლოს... ავტორთან დიდი ბოდიში, მაგრამ უაზრობად მიმაჩნია ფიქრი იმაზე, რომ ცხოველს გული აქვს და მას ნუ ვატკენთ... ცხოველი ინსტიქტებზეა ორიენტირებული, სად არის ღორის სათუთი გული, როდესაც პირმშო ზრდასრულ ასაკს მიაღწევს და მერე საერთოდ ვეღარ სცნობს?! სად გინახავთ, ცხოვრების ბოლომდე მზრუნველი ძროხა, რომელიც თავის გაძროხებულ ხბოს დაჰფოფინებდეს?! გამჩენმა ყველაფერი ისე მოაწყო როგორც საჭიროა... რაც არ უნდა ეძიოს ადამიანმა უკეთეს ვერ მიაგნებს... აქვე უნდა აღვნიშნო 7 კომენტარის სიწორე... „სტალინგრადის“ ბლოკადის დროს ძაღლები და ცხენები არ ეჭამათ?! ცხოველი ადამიანზე უპირატესია?! რატომ უნდა ვიკვებო მე რიგითმა მოკვდავმა ადამიანმა, ისევე როგორც შავმა ბერმა, რომელმაც ნებაყოფლობით აირჩია ეს მძიმე გზა?! (თუმცა ბერები თევზს მიირთმევენ... თუ რატომ, ამ საკითხს აქ არ შევეხები)
მოკლედ, ავტორთან დიდი ბოდიშის მოხდით, უაზრობად მიმაჩნია ასეთი კვლევები, რომ ცხოველს ტკივა და ღმერთმანი არ ვატკინოთ... რა თქმა უნდა, სადისტურად არცერთ ცხოველს არ უნდა მოექცე, მაგრამ საკვებად ისინი უნდა გამოიყენო. მე არც ნადირობის, ანუ სიამოვნები მიღების და აზარტის გამო ცხოველების ხოცვის მომხრე ვარ.
მაისური მაცვია და არა ანაფორა, სასულიერო პირი არ ვარ და ღმერთის დადგენილებაზე ბევრს არ ვისაუბრებ....
წარმატებები ავტორის, იმედია არ მიწყენს...
პატივისცემით:
15. გამარჯობა მუხა, განწყობის თეორიას გაცნობილი ვარ (დიმიტრი უზნაძისას სხვათაშორის) და ვიცი რაშიც მდგომარეობს მისი არსი. სადმე დავწერე, რომ ზემოთ მოყვანილი ცდა განწყობის ფსიქოლოგიას არ მიეკუთვნება?
რორშახის ტესტთან რა შუაშია? პრეზენტატორს არც უთქვამს , რომ ეს რორშახის ტესტია, მან უბრალოდ მას მიამსგავსა, რადგან ნამდვილად ჰგავს. რორშახის ტესტშიც ანახებენ პაციენტს სხვადასხვა ფორმის წერტილებს და ა.შ და შემდეგ უკვე რაც თქვენ დაწერეთ ეგ, მართალია.
ტკივილსაც გააჩნია როგორ შევხედავთ :)) შეგრძნებაც შეიძლება იყოს და გრძნობაც. ძროხას რომ გაჩენისთანავე ორ შვილს წაართმევ და ქარხანაში წაათრევ რძის მოსაწველად, მისთვის ეს შეგრძნება იქნება თუ გრძნობა? თანაც მემგონი ეს სიტყვებზე გამოკიდება მეორეხარისხოვანია. თანაც თუ თქვენი ნათქვამი სწორია, ეგ მხოლოდ ჩემი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ პრეზენტატორი ჭკვიანი და ამ საკითხში კარგად განსწავლული კაცია და მსგავსი რამ არ შეეშლებოდა. გამარჯობა მუხა, განწყობის თეორიას გაცნობილი ვარ (დიმიტრი უზნაძისას სხვათაშორის) და ვიცი რაშიც მდგომარეობს მისი არსი. სადმე დავწერე, რომ ზემოთ მოყვანილი ცდა განწყობის ფსიქოლოგიას არ მიეკუთვნება?
რორშახის ტესტთან რა შუაშია? პრეზენტატორს არც უთქვამს , რომ ეს რორშახის ტესტია, მან უბრალოდ მას მიამსგავსა, რადგან ნამდვილად ჰგავს. რორშახის ტესტშიც ანახებენ პაციენტს სხვადასხვა ფორმის წერტილებს და ა.შ და შემდეგ უკვე რაც თქვენ დაწერეთ ეგ, მართალია.
ტკივილსაც გააჩნია როგორ შევხედავთ :)) შეგრძნებაც შეიძლება იყოს და გრძნობაც. ძროხას რომ გაჩენისთანავე ორ შვილს წაართმევ და ქარხანაში წაათრევ რძის მოსაწველად, მისთვის ეს შეგრძნება იქნება თუ გრძნობა? თანაც მემგონი ეს სიტყვებზე გამოკიდება მეორეხარისხოვანია. თანაც თუ თქვენი ნათქვამი სწორია, ეგ მხოლოდ ჩემი შეცდომა იქნება, იმიტომ რომ პრეზენტატორი ჭკვიანი და ამ საკითხში კარგად განსწავლული კაცია და მსგავსი რამ არ შეეშლებოდა.
14. ძალიან ყურადღებით წავიკითხე არაფერ შუაშია ლიტერატორობა. მერე ვინ არის ავტორი და საიდან თარგმნეთ და ის არგუმენტები, რომლებიც მოყვანილი აქვს, რომელ წლებს მიეკუთვნება, ამას იმიტომ გეკითხები, რომ ის ლურჯი და წითელი ბურთების ტოლობის შეფასება ეს თვითონ ორიგინალის ავტორის ფანტაზიაა თუ მეცნიერული დასაბუთება? რასაც ეგ წერს ბურთების შესახებ ეს არის "განწყობის თეორია" მსოფლიოში ცნობილი . ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის სახელით, მე მჯერა, რომ თქვენ იცნობთ - დ. უზნაძის თეორიას და კიდევ ერთხელ გადახედეთ. ( დ. უზნაზის "განწყობის თეორია " შე დგება სამი ხის ბურთისაგან, ორი ტოლი და ერთი დიდი ბურთისაგა,ნ , ფერიც ბუნებრივი აქვთ) ეს არის პიროვნების განწყობის შესწავლის მეთოდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მედიცინაში, პედაგოგიკაში და მთელ რიგ დარგებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ ეს თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ. ასევე აქ უზუსტოაა და ეს ვისი ბრალია არ ვიცი რა შუაშია ვეგეტარიანიზმი რორშახის ტესთთან?
" ახლა განახებთ ორ სურათს. გაიხსენეთ რორშახის ტესტი, ხედავ სურათებს და იძახი იმას, რაც პირველი მოგივა თავში. და აი სურათიც. ( http://image.geotorrents.com/images/23795008034357776267.jpg "
ეს არ არის რორშახის ტესტი, . არც ამ მეთოდის ამოცანა არის " რაც მოგივა თავში ის უპასუხო" ეს ასოციაციაა. რორშახი კი იკვლევს პიროვნების წარმოსახვას, ფერის, ფორმის,მოძრაობის და სხვათა მიმართებაში, მონაცემები კოდში გაიშიფრება და ხდება პიროვნების ინტელექტუალური , ემოციური, დონის ალბათობითი შეფასება. მერე ტკივილი- რომ შეგრძნება არის და არა გრძნობა, ეს თქვენ იცით და კარგს იზამთ თუ ორიგინალის ავტორს შეახსენებთ.
მეგობრულად ! თქვენი მკითხველი. ,
ძალიან ყურადღებით წავიკითხე არაფერ შუაშია ლიტერატორობა. მერე ვინ არის ავტორი და საიდან თარგმნეთ და ის არგუმენტები, რომლებიც მოყვანილი აქვს, რომელ წლებს მიეკუთვნება, ამას იმიტომ გეკითხები, რომ ის ლურჯი და წითელი ბურთების ტოლობის შეფასება ეს თვითონ ორიგინალის ავტორის ფანტაზიაა თუ მეცნიერული დასაბუთება? რასაც ეგ წერს ბურთების შესახებ ეს არის "განწყობის თეორია" მსოფლიოში ცნობილი . ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის სახელით, მე მჯერა, რომ თქვენ იცნობთ - დ. უზნაძის თეორიას და კიდევ ერთხელ გადახედეთ. ( დ. უზნაზის "განწყობის თეორია " შე დგება სამი ხის ბურთისაგან, ორი ტოლი და ერთი დიდი ბურთისაგა,ნ , ფერიც ბუნებრივი აქვთ) ეს არის პიროვნების განწყობის შესწავლის მეთოდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც მედიცინაში, პედაგოგიკაში და მთელ რიგ დარგებში, ამაზე აღარ გავაგრძელებ ეს თქვენ ჩემზე კარგად გეცოდინებათ. ასევე აქ უზუსტოაა და ეს ვისი ბრალია არ ვიცი რა შუაშია ვეგეტარიანიზმი რორშახის ტესთთან?
" ახლა განახებთ ორ სურათს. გაიხსენეთ რორშახის ტესტი, ხედავ სურათებს და იძახი იმას, რაც პირველი მოგივა თავში. და აი სურათიც. ( http://image.geotorrents.com/images/23795008034357776267.jpg "
ეს არ არის რორშახის ტესტი, . არც ამ მეთოდის ამოცანა არის " რაც მოგივა თავში ის უპასუხო" ეს ასოციაციაა. რორშახი კი იკვლევს პიროვნების წარმოსახვას, ფერის, ფორმის,მოძრაობის და სხვათა მიმართებაში, მონაცემები კოდში გაიშიფრება და ხდება პიროვნების ინტელექტუალური , ემოციური, დონის ალბათობითი შეფასება. მერე ტკივილი- რომ შეგრძნება არის და არა გრძნობა, ეს თქვენ იცით და კარგს იზამთ თუ ორიგინალის ავტორს შეახსენებთ.
მეგობრულად ! თქვენი მკითხველი. ,
13. ხოო, კატიე, გასაგებია, რომ გადარეულ ხასიათზე ხარ და არც გთხოვ, რომ დაეთანხმო, უბრალოდ არასასიამოვნოდ მეჩვენა ეს "კარტოფილსაც ხომ გრძნობები აქვს" და მერე კიდევ ვიღაცამ რომ აგიბა მხარი. მემგონი დავწერე პოსტშიც, რომ მათ არ აქვთ ნერვული სისტემა და ამით ყველაფერს ესმევა ხაზი. ხოო, კატიე, გასაგებია, რომ გადარეულ ხასიათზე ხარ და არც გთხოვ, რომ დაეთანხმო, უბრალოდ არასასიამოვნოდ მეჩვენა ეს "კარტოფილსაც ხომ გრძნობები აქვს" და მერე კიდევ ვიღაცამ რომ აგიბა მხარი. მემგონი დავწერე პოსტშიც, რომ მათ არ აქვთ ნერვული სისტემა და ამით ყველაფერს ესმევა ხაზი.
12. ონისე, რა საჭიროა ასე მოქცევა??? მე სხვა რაღაცებიც მაქვს შენი წაკითხული და ძალიან კარგი აზრის ვარ... უბრალოდ, მართლა ვიტირე ბავშვობაში კარტოფილების გამო და ეგ გამახსენდა :))))))) ისიც მახსოვს როგორ ვარჩევდი ერთნაირი ზომის კარტოფილებს და სახელებს ვარქმევდი, თან მითუმეტეს რაღაც წიგნი წავიკითხე კარტოფილები სარდაფში რომ ცხოვრობდნენ.
თავიდანვე ფრჩხილებში მივუთითე, რომ არ გაბრაზებულიყავი და წყარო მაინტერესებდა... ეგ არის და ეგ
თარგმანს გიფასებ!
ახლა რომ გითხრან ამ სტატიას 100 % ვეთანხმებითო, რომელია აქ ვეგეტარიანელი??? არავინ! ჰოდა, ამაშია საქმე, მეც სხვაც და კიდევ სხვაც წავა და მაინც შეჭამს ხორცს!
ონისე, რა საჭიროა ასე მოქცევა??? მე სხვა რაღაცებიც მაქვს შენი წაკითხული და ძალიან კარგი აზრის ვარ... უბრალოდ, მართლა ვიტირე ბავშვობაში კარტოფილების გამო და ეგ გამახსენდა :))))))) ისიც მახსოვს როგორ ვარჩევდი ერთნაირი ზომის კარტოფილებს და სახელებს ვარქმევდი, თან მითუმეტეს რაღაც წიგნი წავიკითხე კარტოფილები სარდაფში რომ ცხოვრობდნენ.
თავიდანვე ფრჩხილებში მივუთითე, რომ არ გაბრაზებულიყავი და წყარო მაინტერესებდა... ეგ არის და ეგ
თარგმანს გიფასებ!
ახლა რომ გითხრან ამ სტატიას 100 % ვეთანხმებითო, რომელია აქ ვეგეტარიანელი??? არავინ! ჰოდა, ამაშია საქმე, მეც სხვაც და კიდევ სხვაც წავა და მაინც შეჭამს ხორცს!
11. ნაია, შენ ვინ გეკითხება რა ხდება ცხოველთა სამყაროში? ეს მათი სამყაროა და იქ რას გააკეთებენ სხვადასხვა ცხოველები თვითგადარჩენისთვის თავიანთი გადასაწყვეტია. მაგრამ, როდესაც ადამიანი, ცხოველზე მეტად განვითარებული ადამიანი (ტექნიკურადაც და გონებრივადაც) მიდიხარ , მოგყავს ამ ცხოველთა სამყაროდან ღორი, კლავ და მწვადებს იწვავ შენი სიამოვნებისთვის მაგას უკვე უსამართლობა ჰქვია აი უკვე მგელი რომ თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავების საფუძველზე დაიჭერს ღორს და შეჭამს, ესაა ბუნებრივი ციკლი და ესაა რეალური. ნაია, შენ ვინ გეკითხება რა ხდება ცხოველთა სამყაროში? ეს მათი სამყაროა და იქ რას გააკეთებენ სხვადასხვა ცხოველები თვითგადარჩენისთვის თავიანთი გადასაწყვეტია. მაგრამ, როდესაც ადამიანი, ცხოველზე მეტად განვითარებული ადამიანი (ტექნიკურადაც და გონებრივადაც) მიდიხარ , მოგყავს ამ ცხოველთა სამყაროდან ღორი, კლავ და მწვადებს იწვავ შენი სიამოვნებისთვის მაგას უკვე უსამართლობა ჰქვია აი უკვე მგელი რომ თვითგადარჩენის ინსტიქტის ამუშავების საფუძველზე დაიჭერს ღორს და შეჭამს, ესაა ბუნებრივი ციკლი და ესაა რეალური.
10. ოოოოჰ) კატიე, რა კარტოფილის გრძნობები) (რატომ ღადაობ?!)) მაგის პასუხად(აც) წერია ბოლოში- "ბევრი ბავშვი ამბობს ხოლმე, რომ ბოსტნეულსაც აქვს გრძნობები. მაგრამ მათ ხომ ნერვული სისტემაც არ გააჩნიათ. ნერვული სისტემის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ტკივილისა და ბედნიერების განცდა, რაც ცხოველებსა და ადამიანებს შეუძლიათო )))
P.s. I am proud to say i'm a vegetarian.
"Nothing will benefit human health and increase the chances for survival of life on Earth as much as the evolution to a vegetarian diet." Albert Einstein
ოოოოჰ) კატიე, რა კარტოფილის გრძნობები) (რატომ ღადაობ?!)) მაგის პასუხად(აც) წერია ბოლოში- "ბევრი ბავშვი ამბობს ხოლმე, რომ ბოსტნეულსაც აქვს გრძნობები. მაგრამ მათ ხომ ნერვული სისტემაც არ გააჩნიათ. ნერვული სისტემის გარეშე კი მათ არ შეუძლიათ ტკივილისა და ბედნიერების განცდა, რაც ცხოველებსა და ადამიანებს შეუძლიათო )))
P.s. I am proud to say i`m a vegetarian.
"Nothing will benefit human health and increase the chances for survival of life on Earth as much as the evolution to a vegetarian diet." Albert Einstein
9. როგორ გეკადრება, რა შუაშია ლიტერატორობა? არც ყოყოჩობას აქვს ადგილი. როგორც თარგმანი ალბათ კარგია. თემას რაც შეეხება, ყველას თავისი აზრი აქვს. კი, ბატონო, ვისაც გსურთ , იყავით ვეგეტარიანელები და ნუ შეჭამთ ხორცს. მე ის გითხარი რომ , ყველა ორგანიზმი ერთმანეთით იკვებება. შენ რომ არ შეჭამ, როგორ ფიქრობ მგელი ან სხვა მტაცებელიც მაგ აზრზე იქნება? ისედაც მე მგონი აქ თარგმანს უნდა მივაქციოთ ყურადღება, და არა ის მივიღოთ უპირობა სიმართლედ, რაც ამ თარგმანში წერია. როგორ გეკადრება, რა შუაშია ლიტერატორობა? არც ყოყოჩობას აქვს ადგილი. როგორც თარგმანი ალბათ კარგია. თემას რაც შეეხება, ყველას თავისი აზრი აქვს. კი, ბატონო, ვისაც გსურთ , იყავით ვეგეტარიანელები და ნუ შეჭამთ ხორცს. მე ის გითხარი რომ , ყველა ორგანიზმი ერთმანეთით იკვებება. შენ რომ არ შეჭამ, როგორ ფიქრობ მგელი ან სხვა მტაცებელიც მაგ აზრზე იქნება? ისედაც მე მგონი აქ თარგმანს უნდა მივაქციოთ ყურადღება, და არა ის მივიღოთ უპირობა სიმართლედ, რაც ამ თარგმანში წერია.
8.
ნაია, ეგ სწორედ ის მითებია, რაზეც პოსტში მიდის საუბარი. არანაირი ენერგიის წყარო არაა ცხოველი და არცერთი სულიერი არსება :))
ირონიაში მაგრები ხართ, ყოჩაღ! ალბათ ლიტერატორის წოდება გაყეყეჩებთ ასე. გოგონები ხართ, ან ქალები და მაინც მოვერიდები კიდევ რამის დაპოსტვას.
ნაია, ეგ სწორედ ის მითებია, რაზეც პოსტში მიდის საუბარი. არანაირი ენერგიის წყარო არაა ცხოველი და არცერთი სულიერი არსება :))
ირონიაში მაგრები ხართ, ყოჩაღ! ალბათ ლიტერატორის წოდება გაყეყეჩებთ ასე. გოგონები ხართ, ან ქალები და მაინც მოვერიდები კიდევ რამის დაპოსტვას.
7. ძალიან სააინტერესო იყო. მეტკინა მათთან ერთად, მაგრამ ხვალ ისევ იმას გავაკეთებ, რასაც ვაკეთებდი. სამწუხაროდ. ++ ძალიან სააინტერესო იყო. მეტკინა მათთან ერთად, მაგრამ ხვალ ისევ იმას გავაკეთებ, რასაც ვაკეთებდი. სამწუხაროდ. ++
6. რას ვიზამთ ბრძოლა გადარჩენისათვის, თითოელი ორგანიზმი მცენარეული თუ ცხოველური ერთი დიდი ბილოგიური პირამიდის ნაწილია, ეკოსისტემის. ნებისმიერ ეკოსისტემას საფუძვლად უდევს პოპულაციის ინდივიდთა კვების ხასიათი და მათ მიერ ენერგიის მიღების გზები. ჩვენ ვჭამთ მათ, ისინი ჭამენ სხვებს და ასე.. იქნებ ბაქტერიებსა და ვირუსებსაც მივცეთ არსებობის საშუალება და არ ვებრძოლოთ ? მათაც აქვთ არსებობის უფლება და ცოცხლები არიან.:)
რას ვიზამთ ბრძოლა გადარჩენისათვის, თითოელი ორგანიზმი მცენარეული თუ ცხოველური ერთი დიდი ბილოგიური პირამიდის ნაწილია, ეკოსისტემის. ნებისმიერ ეკოსისტემას საფუძვლად უდევს პოპულაციის ინდივიდთა კვების ხასიათი და მათ მიერ ენერგიის მიღების გზები. ჩვენ ვჭამთ მათ, ისინი ჭამენ სხვებს და ასე.. იქნებ ბაქტერიებსა და ვირუსებსაც მივცეთ არსებობის საშუალება და არ ვებრძოლოთ ? მათაც აქვთ არსებობის უფლება და ცოცხლები არიან.:)
5. წავიკითხე 2-ჯერ, ვიხილე სურათებიც და რა ვქნა, მარწყვი არ მიყვარს, უფრო სწორად მარწყვს არ ვუყვარვარ, ალერგიას მაძლევს და მფოთლავს :)))))))))))))
წავიკითხე 2-ჯერ, ვიხილე სურათებიც და რა ვქნა, მარწყვი არ მიყვარს, უფრო სწორად მარწყვს არ ვუყვარვარ, ალერგიას მაძლევს და მფოთლავს :)))))))))))))
4. რომ წაგეკითხათ რამე პასუხს იპოვნიდით თქვენს შეკითხვებზე ;))
წყარო აქაა :) https://www.youtube.com/watch?v=e-F8whzJfJY რომ წაგეკითხათ რამე პასუხს იპოვნიდით თქვენს შეკითხვებზე ;))
წყარო აქაა :) https://www.youtube.com/watch?v=e-F8whzJfJY
3. მართალია კატიე, მცენარეებიც ცოდოები არიან! არ ვჭამოთ, არც ცხოველური და არც მცენარეული. ასე არ ჯობია?:)) მართალია კატიე, მცენარეებიც ცოდოები არიან! არ ვჭამოთ, არც ცხოველური და არც მცენარეული. ასე არ ჯობია?:))
2. წყარო რატომ არაა მითითებული საიდანაა თარგმანი შესრულებული???
მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!! :)))))))))))))))))))))))))))))))
(ავტორო, მაპატიე, სულ ასეთ გადარეულ ხასიათზე ვაააააააააარ)
წყარო რატომ არაა მითითებული საიდანაა თარგმანი შესრულებული???
მაგ პრინციპით მე ვეტყოდი ვეგეტარიანელებს: რატომ ჭამთ კარტოფილს??? იქნებ, რომ ფცქვნით, მასაც სტკივა, იქნებ კარტოფილსაც ჰყავს მშობლები და დაძმები, რადგან სული არ აქვს და ვერ ლაპარაკობს, შენ ჩაგრავ ადამიანო და იფიქრებ ათასნაირ რეცეპტს, რომ უფრო გემრიელად გამოიყურებოდეს შემწვარი კარტოფილი, ჩიფსი, პიურე!
ძირს ვეგეტარიანიზმი!!!! :)))))))))))))))))))))))))))))))
(ავტორო, მაპატიე, სულ ასეთ გადარეულ ხასიათზე ვაააააააააარ)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|