ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: იუმორისტული
7 მარტი, 2013


ბოშა

ეს ის ბოშაა, ის, მეტრო "სამგორთან" რომ შემხვდა და ეგრევე გამომარჩია, დამიძახა:

------მოდი ბიჩო, მოდი გიმკითხაო!...

ბოშებთან ხუმრობა არ შეიძლება, ისინი უცნაური ხალხია.

ჰო და დავმორჩილდი და მივედი............................

-შენ კარგი ბიჩი არის!....--დაასკვნა მან.მერე დამაკვირდა, თან საიდანღაც კარტის დასტა ამოაძვრინა .

მე თვალებში ჩავხედე და მივხვდი, მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა!

..ის არ ჩქარობდა, კარტი გადაატრიალა, მერე დაკოჟრილი ხელისგული გამომიშვირა.

---ფული დადე ბიჩო!...

დავდე.

კარტი გადაატრიალა და დაიწყო:

---შენ პრობლემა გაქვს, დიდი, დიდი! ნახეეეე .....კარტი რას ამბობს! შეხედე ბიჩო!.....

მეც , (რაღა დამრჩენოდა?) თვალები გადმოვკარკლე და მივაშტერდი.

..ის ბუტბუტებდა და ვიღაცას თუ რაღაცას ელაპარაკებოდა, რაღაცა მომენტში შემიძლია დავიფიცო და ჩემი სახელიც ახსენა! ანუ ის სახელი , რაც საიტზე მაქვს "სერგეი "

მე შემეშინდა, ძალიან შემეშინდა! გაქცევა მინდოდა , მაგრამ თითქოს მიველურსმე ასფალტს, ქუჩა გაქრა, ახლა მე ნისლში მივექანებოდი...დავინახე უზარმაზარი კარი, ზედ "google" ეწერა.......მერე შევუხვიე და ლამაზი ჭიშკარი დავინახე " ურაკპარაკი"....მგონი ასე ეწერა .....გარშემო სახეები გაიელვებდნენ ხოლმე და გაქრებოდნენ....ვხედავდი უამრავ სტატუსს...ნაწარმოებებს....კომენტარებს....ნიღბებს.... სურათებს...ახლებს...ძველებს....მერე კი დრაკონი დავინახე! ის მიახლოვდებოდა და საზარლად ქშინავდა! უზარმაზარ კუდზე არაბულ ენაზე ელავდა წარწერა..."მოდერატორი"!
უკან  კი  ბრბო  მოსდევდა..უსახური, საშინელი და რაღაცით  მაინც, მაინც სასაცილო!  მჭიდროდ მიჰკრობოდნენ მის კუდს  და მის უზარმაზარ ჩრდილში მიაბიჯებდნენ....

..შევტოკდი, წონასწორობა დავკარგე, ალბათ დავეცემოდი კიდეც, მაგრამ გულისხმიერმა ბოშამ ხელი მტაცა და რეალობაში დამაბრუნა!

გულისრევა ვიგრძენი.....

მერე ქუჩის ხმაური დაბრუნდა...

მერე ბოშა დავინახე....ტუჩებს ამოძრავებდა მაგრამ მე ხმა არ მესმოდა მისი.

მერე ესეც გავიგონე....

.....და აღარასდროს შეხვიდე მაგ საიტზე, ბიჩო! .....

...არასდროს....

...არასდროს....

..........................................................................................................................................

ახლა ვფიქრობ, ნეტავ რატომ მითხრა ასე?

არ ვიცი, არაააა! ვერ ვხვდები! ასეთ საყვარელ, კარგ, უნიკალურ, მოწესრიგებულ და ღვთისმოსავ საიტზე განა რა უფლება ქონდა ვიღაცა ბოშას ასე ეთქვა?

არასდროსო!...

გიჟია ვიღაცა! თან 2 ლარიც წაიღო.უფ.

საზიზღარი ბოშები.

საძაგლები.

ნაძირალები და ქურდები.აფერისტები.მაიმუნები!

ღორები, საქონლები! უსინდისოები!

არა, სულ ბოშებსაც ნუ გავლანძღავთ ახლა.........:)))))))))))))))))))


სერგეი ნეველი.06.03.2013 23:41:02-ან  --03.....ან  სულაც  .....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები