 | ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია 8 მარტი, 2013 |
ჩემი გულივით გაცრეცილი ჯინსი მაცვია, ქუჩას მივყვები ხან შფოთვით და ხანაც- მოწყენით. ამ უსახელო სევდას ისე დავუქანცივარ, რომ შემოდგომის ფოთოლივით ხის ტოტს მოვწყდები
ფიქრში და მივდევ ნიავქარებს, ცივებს, ავყიებს, ვიღიმი, მაგრამ ზოგჯერ სულაც არ მეღიმება. დიდი ხანია, მზეზე ფიქრი გვერდზე გავწიე, დიდი ხანია, ლექსმა ჩემთან ყოფნა ინება.
და ვიძირები პოეზიის ბნელ ხვეულებში და სულშიც ჩნდება თითქოს სითბო, შვება მცირედი... მე რა ვიცოდი, მარტოობის შვილი ვყოფილვარ, თორემ ყველაფერს სულ სხვაგვარად დავაპირებდი.
ახლა - გულივით გაცრეცილი ჯინსის ამარა მივყვები ქუჩას. გულზე სევდა წვება ფენებად. ასეა, ალბათ: კმაყოფილნი ხან ვართ, ხან არა... ალბათ, ვიპოვით ყველა ჩვენ-ჩვენ წილ მოსვენებას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომწონს აქ... დიდი ხანია მზეზე ფიქრი გვერდზე გავწიე... ჰმ... რა უბრალოდ თქვა სათქმელი და რა ლამაზად... კარგია მომწონს აქ... დიდი ხანია მზეზე ფიქრი გვერდზე გავწიე... ჰმ... რა უბრალოდ თქვა სათქმელი და რა ლამაზად... კარგია
7. ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
პოეზიის ბნელი ხვეულები-ცუდია! ავტორი: დარინა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1
პოეზიის ბნელი ხვეულები-ცუდია!
6. წარმატებები ძიებაში!
"ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"
ვერ მოვიწონე წარმატებები ძიებაში!
"ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"
ვერ მოვიწონე
5. წარმატებები ძიებაში!
"ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"
ვერ მოვიწონე წარმატებები ძიებაში!
"ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"
ვერ მოვიწონე
4. გაცრეცილი ჯინსი მოდაშია! მოსაწყენი რა არის, ყველა პოულობს თავის წილ მზეს, სითბოს, შენც იპოვი. გაცრეცილი ჯინსი მოდაშია! მოსაწყენი რა არის, ყველა პოულობს თავის წილ მზეს, სითბოს, შენც იპოვი.
3. მე მომეწონა. წარმატებები! მე მომეწონა. წარმატებები!
2. გაცრეცილი ჯინსი მოდაშია! მოსაწყენი რა არის, ყველა პოულობს თავის წილ მზეს, სითბოს, შენც იპოვი. გაცრეცილი ჯინსი მოდაშია! მოსაწყენი რა არის, ყველა პოულობს თავის წილ მზეს, სითბოს, შენც იპოვი.
1. უკეთესიც შეიძლებოდა
წარმატებები უკეთესიც შეიძლებოდა
წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|