 | ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია 11 მარტი, 2013 |
ციხის კედლები ძველისძველი დახავსებული, უხსოვარ დროში ააშენა პეტრე პირველმა, აქ პატიმრები ოდითგანვე იტანჯებიან, მე არ შემოვდგი მწუხარების ფეხი პირველმა.
ჰა,გამარჯობათ პატიმრებო ძმანო ტანჯულო, საქართველოდან მე აქ თქვენთან სტუმრად მოვედი, მოვკალ ძმის მკვლელი არ დავინდე ვერაგი მტერი, და მის გულისთვის მე აქ წლობით სასჯელს მოველი.
მხიარულება მე დავტოვე დაღისტნის მთებში, ვატყობ დღე და დღე მემატება ჭაღარა თმაში, ვხედავ საშიში უფრო მე ვარ ვიდრე თვით ლომი, ამას ამტკიცებს გალია და მისი ბოქლომი.
უბედურების მოდუდუნე ციხის კედლები, და ფანჯრები ჩაკეტილი სამპირი რკინით, აქ გათენებას მხოლოდ მაშინ გაიგებ როცა, ჭუჭრუტანიდან რომ სინათლე შემოვა დილით.
კეთილი სიტყვა მხოლოდ ისმის გალავნის გარეთ, შიგნით ბუზღუნი,ტევნა,ჩაგვრა გამეფებულა, არის შემთხვევა რომ პატიმარს ხელ-ფეხს ამტვრევენ, სმერტელნი ხალათს იმ საცოდავს ძალით აცმევენ.
როდის იქნება ამ წამებას ბოლო მოეღოს, და დამიბრუნდეს მოქალაქის ხმა და ღირსება, გაჰყვება ერთურთს პატიმრობა,ახალგაზრდობა, ამ ქვეყნდა კარგი მე არასდროს არ მეღირსება.
მე ის არ მინდა რომ ჩამოვრჩე ტოლებს მეგობრებს, მინდა მათსავით მეც ნავარდის მქონდეს უფლება, აქ არც ჰაერი საკმარისი და არც სინათლე, უჰ რა ძვირი ღირს რომ იცოდეთ თავისუფლება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ღრმა აზრი დევს ლექსში, .. ღრმა აზრი დევს ლექსში, ..
2. როგორც კი მთას, ადგილის დედას მოსცილდა, ხიბლი დაკარგა ლექსმა. პაპამ-არა:) როგორც კი მთას, ადგილის დედას მოსცილდა, ხიბლი დაკარგა ლექსმა. პაპამ-არა:)
1. ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0 ავტორი: მონა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება:0
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|