 | ავტორი: გილო ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 14 მარტი, 2013 |
არც კრიტიკაა და არც პუბლიცისტიკა უთქმელობა დაავადებაა.მინდა განვმარტო რატომ გამიჩნდა სურვილი ამ დაავადებისაგან განკურნების და საკუთარი თავის გათავისუფლების სათქმელის დაწერით.ეს სადღაც უნდა მეთქვა,თუმცა ვშიშობ იმ მანკიერი შეხედულების მსხვერპლად არ ვიქცე რომელიც საკმაოდ უხვადაა ორი პოლიტიკური პოლუსის მებაირაღეების მხრიდან.იმ უარმავი ადამიანის მსგავსად,ვისაც აწუხებს და სტკივა არსებული მდგომარეობა, რომლის საწყისადაც პირობითად ავიღებ ,,დემოკრატიულ რელსებზე“ ქვეყნის გადასვლის პერიოდიდან ამ მომენტამდე ანუ ჩემს მიერ სათქმელის წერის დაწყებამდე განვითარებული მოვლენების ანალიტიკურ შეფასებას.ეს ძალიან მძიმე სფეროა,ვინაიდან განვითარებული პროცესებისა და რეალური ფაქტების მიმართ ჭიდილისათვის აუცილებელი აზროვნების რესურსი რამდენად მომეძებნება საკუთარ თავში წინასწარ არ ვიცი,თუმცა ვბედავ და ვიწყებ მცდელობას. ეგრედწოდებული ,,ვარდების რევოლუცია“ აღიქმება ზოგადად დემოკრატიისაკენ სწრაფვის სურვილის გლობალურ დაფიქსირებად ერის მიერ და მმართველობის სათავეში მოსული ძალა იწყებს რეფორმების ზედმიწევნით განხორციელებას,რასაც პერიოდის საწყისში ეთანხმება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თუმცა იმ პერიოდის მთავრობას ყავს მოწინააღდეგეებიც მაგრამ ამ მოწინააღდეგეებმაც არ იციან მიზეზი იმისა თუ რატომ არ უნდა ეთანხმებოდნენ რეფორმატორებს ან არჩეულ კურსს,ან იციან და სცხვენიათ ამის ხმამაღლა გაჟღერება,რადგანაც ეს მიზეზები საკუთარი კეთილდღეობზე ზრუნვის მეტს არაფერს გამოხატავს.ამიტომ ამ წინააღდეგობის მიზეზის აუხსნელობა ხდება სწორედ მიზეზი იმისა რომ პოპულარულობას ვერ იძენს ეს ხალხი პოლიტიკურ დიაპაზონზე.თუმცა ძალიან საინტერესოა ისეთ პერსონალური გადაწყობა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფლანგებზე,როგორიც ნამდვილად იმსახურებდა გარკვეულ კითხვის ნიშნის დასმას.მაგალითად: ვარდების რევოლუციის გმირების ნაწილი და ამ მოძრაობის თანამოაზრეების ნაწილი ინაწილებს როლებს.იმ პერიოდისთვის ქვეყანას ყავს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის სახით და ნაციონალურ მოძრაობას ყავს ოპოზიცია,რომლის გარეშეც რევოლუციის მასშტაბები და პარამეტრები აშკარად განსხვავებულ შედეგებს მოგვცემდა სამომავლოდ.ანუ ინდივიდები რევოლუციამდე არიან სინთეზში და რევოლუციის შემდეგ გადადიან მოლოდინის რეჟიმში ოპოზიციური ასპარეზიდან.როგორ განვითარდება პოლიტიკური მომავალი მაშინდელი რევოლუციის გმირების და შემდეგ ოპოზიციის სამომავლოდ ან სულ უახლოესი პერიოდისათვის ამას ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.ეს არის ფაქტი რომელსაც ვერ გავექცევით ვერსად,შეიძლება გავექცეთ ფაქტის და მოვლენის ლოგიკურ და ჭეშმარით გაანალიზების შედეგს მაგრამ მის არსებობას ისეთ კონტექსეტში როგორც მე განვიხილავ ჭეშმარიტების უფრო მაღალი შკალა გააჩნია ვიდრე სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ამ მოვლენის განსხვავებულ აღქმას თორემ ეს უკვე ჩემზე უკეთ იცის დღეს უამრავმა ადამაინმა მაგრამ არ უნდათ რომ აღიარონ რადგანაც თვითონაც უნდა აღიარონ ის უამრავი საშნელება საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე რაც ხელოვნურად დადგმულ ტრაგიკომდეიურ რევოლუციას მოჰყვა.ნაცინიონალების მართველობის შედეგები იმდენად ფატალური და ამაზრზენია,რომ არც კი ვიცი ვთქვა თუ არა რაიმე მაგრამ ორი სიტყვით ჩემეულ მიდგომას მოვიშველიებ და შევეცდები რაიმე ლოგიკის მსგავსი ,,წამოვროშო“ დღეს როშვა ბრენდია,როშავს თითქმის ყველა როშავს ერიც ასე მიგვაჩვიეს და რა ვიცი როშვის თეორიას დავარქმევ საერთოდაც ამ ჩემ ნაყბედარს. რაც ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ეს ბუნებრივია,ანუ ბუნებრივია მძიმე პროცესები რომელიც ავტომატურად ახლავს თან რეფორმებს, ბუნებრივია მანიაკალური ზრახვებისა და აღვირახსნილი ვნებების გამომჟღავნებამდე, თანამდებობების მიმართ მუდმივობის განცდის ჩამოყალიბებამდე,ბუნებრივია რეფორმული კატაკლიზმები მაგრამ ავადმყოფობაა ქართველის შერყვნა ქართული პატივმოყვარე სულის დეგრადაცია, პატიმრების მიმართ მასიური ზემოქმერდება,ეს არ არის ბუნებრივი და მე ამ წლების განმავლობაში ვცდილობდი მომეძებნა ახსნა უამრავი ფაქტისათვის მაგრამ ამაოდ,ამაო იქნება ნებისმიერის მცდელობა ამისათვის.თუმცა უმადურობა არ მინდა დამეტყოს უამრავ გაკეთებულზე ქვეყანაში მაგრამ მე არც ეს გაკეთებული მჭირდება,რადგანაც უმთავრესი ადამიანური ფასეულობების გათელვის ფონზე ყველაფერი უსუსურად და სერად ჩანს ჩემთვის ამიტომ ვინაიდან სამყაროში შედარებითია ყველაფერი თუ არა თითქმის ყველაფერი მაინც,აი სწორედ ეს შედარება მაძლევს იმის უფლებას რომ გავუბათლო ამ ცხრაწლიან მმართველობას ის დადებითი რაც უკეთებია რადგანაც უმთავრეს ღირებულებებს ფასი დაეკარგა.მაგრამ იყო მცდელობები,იყო სურვილები ქვეყნის განვითარების მათეული ხედვით მომხდარიყო სახელწიფოს სვლა და სწორედ აქ დაიკარგა წონასწორობა როდესაც იდეალურობაზე გაუჩნდათ ამბიცია,თავი დაკარგეს და შედეგიც მიიღო ყველამ,ყველამ მათ შორის მათაც.შეცდომების არ აღიარება,დაფარვა სისტემების სისუსტეების და უამრავი მიდგომა გუნდურობის პრინციპით სავალალო შედეგებამდე მივიდა.და ჩვენ რა ხალხს ამ დროს?მიზერული კარგი და უამრავი საშინელება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას რომელიც უფრო მძიმე წერტილია ვიდრე ნებისმიერი რამ რაც კი ოდესმე მომხდარა ამას ვერ გავექეცი ვერც ერთი ისტორიული წყაროებიდან თუ დოკუმენტებიდან.მუდმივი მცდელობა საქართველოსი იყოს ღირსეული მეგობარი ნებისმიერი ქვეყნის აშკარა კრახით მთავრდება ჩვენი განსაკუთრებული მეზობლის მცდელობით.აი სწორედ აქ არის ქართველთა შორის ურთიერთ მტრობის გასაღები და საცდუნებელი.უამრავი რამ შემიძლია ჩამოვთვალო უამრავი საძაგლობა რაც კი გვიგემია ეროვნულობაზე დართყმით რუსული პოლიტიკისაგან.სწორედ ამ ქვეყანამ შეძლო დღეს ქართველების აზრი ორად გაეხლიჩა ,,ერისიონის“ შესახებ მოღალატეები არიან თუ ქართული კულტურის გამავრცელებლები,თუმცა ამაზე დიდი ხანია აღარავინ კამათობს რომ ქართული კულტურის მიმართ ცნობადობა იმდენადვე მაღალია რუს ხალხში როგორც ჩვენში იმდენად მარავალსაუკუნოვანი ისტორიული შეხება აქვს ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან,ანუ ეს არგუმენტი რომ კულტურა გავაცანით იმდენად უსუსურია რომ ამ აზრის ავტორებსაც კი არ სჯერავთ ამის და ვისაც ამის სჯერა სწორედ მათ დასცინის ეს ხალხიც.ელემენტარულია რომ ღირსება გვქონდეს თითოეულ ჩვენთაგანს და ნუ დავაყენებთ ტანიასა და გალიასთან გატარებულ სიმოტკბილობის წუთებზე მოგონებებს ან ამ პერიოდის აღდგენის ილუზიაზე მაღლა ეროვნულობას და საკუთარ სიამაყეს.არც ერთი კონფლიქტური ქვეყნები არ მიმართავენ მსგავს დამამცირებელ მეთოდებს ხალხო...არა და ჩვენი ტრაბახით შევძარით მსოფლიო რომ ყველაზე ყველაზე ყველაზე + უსასრულობა ერი ვართ ყველაფერში და ლამის იესოსაც ქართველობა დავაბრალოთ.სწორედ ამ გაფეტიშებამ მიგვიყვანა შეცდომების კასკადამდე.სწორედ მიშიკოს გაბელადებამ მიგვიყვანა იქამდე რომ მას თავში აუვარდა. და რას გვეუბნება წარსული და აწმყო?ჩვენ ბელადის გარეშე არ შეგვიძლია არსებობა?ხო ამასწინათ ერთ– ერთ ბლოგზე გადავაწყდი ფრაზას: ყველა მონაა ვინც მხსნელს ელის.და ჩვენ თავებში რატომ არ ვეძებთ მხსნელს?რატომ ვაძლევთ უფლებას გაპიარებულ ძალებს მასებად აღგვიქვან.მასა თავისივე თავში ადვილად სამართავს გულისხმობს და აი ეს გვჭირს ჩვენ.სიმბოლურია კრემლში ცეკვაც,რუსი ჯარისკაცის მუნდირით ქართველის მღერაც,ჩვენი ერთმორწმუნეობაც,პრეზიდენტის გინება რუსული პოლიტიკის მამამთავრის ვლადიმეროვიჩის ქებაც.ეს ყველაფერი სიმბოლიზმია რომელიც ხალხში განწყობას ქმნის და იძლევა ანტიეროვნულ პროდუქტს ქართველი კაცის სახით.ჩვენი გაკეთებულია ეს ყველაფერი უსირცხვილოდ.ჩვენი შეცდომებია სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მიმართაც დიდი წილი ვინაიდან ჩენი ქვეყნის შემადგენლობაში არსებული მცირე ხალხის მიმართ დაპირისპირების საშუალებად სწორედ დაუნდობლობა და ომი ავირჩიეთ.მართალია ეს იყო გარე ძალების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები მაგრამ ჩვენ მივეცით საშუალება საკუთარი დაუდევრობით რომ მიგვეღო ის შედეგი რაც დღეს სამწუხაროდ სახეზეა.უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებდა. მომიტევეთ რომ თანმიმდევრობა არეულია ჩემს მიერ წამოჭრილ თემებში რომელ ერთს შევეხო არც კი ვიცი მაგრამ მინდა განვავრცო ზემოდ წამოჭრილი საკითხის გაგრძელება რომელიც შეეხება ცხრაწლის განმავლობაში წინა ხელისუფლების ოპოზიციის დღევანდელ ხელისუფლებად რეალიზებას.დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ის ძალაა რომლის თანადგომითაც ხორციელდებოდა უამრავი რეფორმა და ის სისტემური კრახები რომლის გამოც ვაქილიკებთ ნაცებს და რატომ ვხუჭავთ თვალს ნაცების შეცდომებში დღევანდელი ხელისუფლების როლზე?როდესაც ნაცების ვადის ამოწურვამდე ძალიან ცოტახნით ადრე რადიკალ ოპოზიციად გვევლინება ბიძინა და მისი კოალიცია ეს ხომ არ ნიშნავს ისევ გადათამაშებას?იმ გადათამაშებას რომლის შედეგიც ხელისუფლებისთვის ვითომ დემოკრატიული არჩევნებით სხვა ეროვნულ და ჭეშმარიტი ძალის პოლიტიკურ არეალზე გამოჩენა იზღუდება?დღევანდელ ხელისუფლებას ამშვენებენ ვარდების რევოლუციის ის გმირები რომლელთაც მოლოდინის რეჟიმი ამოეწურათ და გადაწყობის შედეგად არაფერიც არ შეიცვალა?ეს არის კითხვები რომელიც იმ მოვლენებმა წარმოშვა,რომელიც ამავე კითხვებზე სრული პასუხები უფროა ვიდრე კითხვის წარმოშობის მიზეზები. მინდა ჩემი ,,როშვის თეორიიდან “ ერთი ჰიპოთეზა შემოგთავაზოთ,რომელიც ერთმორწმუნეობას ეხება.თუ ჩვენ სურვილი გვაქვს ვაპატიოთ ჩვენს მეზობელს ქართველი ერის მიმართ ჩადენილი საშნელებები და მიმტევებლების მანტიით ვიმოსებით რატომ ვართ მაშინ მიმტევებლები დიფერენცირებულად?მაშ ერის მიმართ ჩადენილი შეცდომები სხვებსაც ვაპატიოთ რა იქნება?არა ასე არ არის.არ პატიება ყველაზე უნდა ვრცელდებოდეს როგორც პატიება.თუ ნაცები საქართველოს მტრებად მოგვევლინენ, რუსეთის მტრობა ჩვენს მიმართ შემცირდა ამით?თუ ნაცების მიმართ სიძულვილი ჩვენი ქვეყნის მტრის მიმართ სიყვარულს გაუთანაბრდა ჩვენში?ეს ხომ სიბრაზე და ბოღმაა.ამას ხომ ჩვენი მრწამსი არ გვეუბნება?ნუთუ დღეს ვინც ეროვნულობის საფრთხეზე ალაპარაკდება ის აუცილებლად ნაციონალების იდეოლოგიის მიდევარია?ანუ ამით რას ვქმნით?სახელმწიფოსა და ეროვნულობას 2003 წელს ხელისუფლებაში მოსულ ძალასთან ვაიგივებთ?მხოლოდ ნაცები ზრუნავენ ეროვნულობაზე თუ რის ხატს ვქმნით ამით?ძალიან სირცხვილია უკვე ეს ქაოსი.სიბრაზემ და ბოღმამ არ უნდა დაგვაბრმავოს და მტერსაც საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ როგორც შინაურს ასევე გარეულს.ისე ნუ შეგვძულდება ნურავინ რომ მთავარ მტერთან მეგობრობამდე მივიდეთ.თუ ვამაყობთ ისეთი წინაპრებით როგორებიც გვყავდა წარსულში დისიდენტების,თერგდალეულებისა და ეროვნული გმირების სახით,გავაგრძელოთ მათი გზა და თუ სხვა რამ განგვიზრახავს მაშინ დავივიწყოთ წარსული.არანაირი ინდივიდუალრუი მდგომარეობა,არანაირი გართობა და კარგი ცხოვრება არასოდეს დამდგარა მოაზროვნე ადამაინებში ეროვნულობისთვის საფრთხის შექმნის მიზეზი.ასეთი ხალხი მცირერიცხოვანი არსებობდა მართალია მაგრამ მათ ერის გამოღვიძების ფუნქცია ჰქონდათ და ამით ცდილობდნენ გადარჩენას უზენაესი ფასეულობებისა და ღირებულებების. ,,როშვის თეორია“ ამაყობს კიდევ ერთ მოსაზრებით რომ ისეთი ქვეყანა როგირიც საქართველოა არ არის დემოკრატიის მოდელისთვის შესაბამისი.ჩვენი მენტალობა არასოდეს მოგვცემ საშუალებას რომ სიმშვიდე შევიყვაროთ და მივცეთ ამ ნანატრ დამოუკიდებლობასა და ერთიანობას ჩვენს გვერდში არსებობის საშუალება.საბჭოთა ბელადის არსებობა და მის მიმართ ხალხის განწყობა თუნდაც დღევანდელობამდე ამის ნათელ მაგალითს იძლევა.საქართველო ბელადიზმს ვერასოდეს დააღწევს თავს.ისეთი ხელისუფალი როგორიც სტალინი იყო ან ამასთან მიახლოვებული თავისი ხალხის მიმართ დიქტატორი და სასტიკი დამოუკიდებელ საქართველოს არასოდეს ყოლია თორემ მასავით ბრმა სიყვარული არ ასცდებოდა.მიხოსაც განადიდებდა უარმავი უფრო მეტად საზარელი რომ ყოფილიყო და რკინის ხელით ემართა ქვეყანა.აი ასეთი ხალხი ვართ ჩვენ და ნუ ვბრაზდებით სხვაზე.წარსულის გამოცდილება საკმარისზე მეტი გვაქვს რომ არ ვიბოდიალოთ ნაცნობ ლაბირინთებში დაუსრულებლად.ბელადიზმი და გაფეტიშება დავთრგუნოთ ჩვენში და შევაფასოდ საკადრისად მოვლენები.ნუ გავიყიდებით მდგომარეობებზე და პრივილეგიებზე თორემ მხოლოდ ჩვენი საამაყო წარსულისა და სამარცხვინო აწმყოს მეტი აღარაფერი დარჩება არავის ქართველი ერის მოსაგონრად.წართმეული ტერიტორიებისათვის უნდა განვაგრძოთ ზომიერი და გაწონასწორებული ბრძოლა პირველ რიგში იმ ხალხებთან ურთიერთობების აღდგენით რომელი ხალხიც ცხოვრობს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ლაქუცის პოლიტიკა უამრავჯერ ნაცადი უშედეგო და ვადაგასულია.თუ ქართველი გაიმეტებს საკუთარ თავს იმ ქიშპობისთვის რომლის სიმძლავრეც დამაგრეველად აისახება ჩვენზე ან თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ ყველამ საკუთარი ქუდი დავიხუროთ და ერთობაზე ზრუნვა შევწყვიტოთ,მაშინ ამაშიც გამოვუტყდეთ ერთმანეთს და ნამდვილ დამნაშავეებთან ერთად დავსაჯოთ ყველა ის ადამიანი,ვინც ეროვნულ გულისტკივილს გამოამჟღავნებს.ჩემი აზრით მცდარი მიდგომებია ოკუპანტთან გულღია ურთიერთობების თუნდაც გარკვეულ სფეროებში.პრინციპულობის შენარჩუნებაა მთავარი და მოლოდინი იმისა თუ როდის შეიცვლება მეზობელ ,,მეგობარ ქვეყანაში“ პოლიტიკური ამინდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გილო, როცა ყველაფერი ჩასვრილია, როგორც ედიკას დროს, მაშინ "კაცს" თავის გასმართლებელი მიზეზი "აქვს". ხოლო როცა არც მექრთამეობაა(დიდი ალიქოთის მიუხედავად ხომ მაინც ვერაფერი აღმოაჩინეს), არც ბიუროკრატიაა, და ამ დროს სინათლე, გზა და კვალი არის, მაშინ უკვე ძალიან რთულია ახსნა, თუ რატომ ხარ ამხელა კაცი ცოლის კისერზე(თან თვითონ ცოლიც დააბოლო - ამათი ბრალია ჩემი უსაქმურობაო). ამიტომ ჯობია ყველაფერი ისევ ცუდად იყოს. თორემ იმ დროს არ გაჰქონდათ რუსში ღვინო, ვაშლი ანდა პრასი, ყოველგვარი ვიზის გარეშე? მერე შველოდა ვინმეს? ხოდა ახლაც იგივეა საჭირო ამომრჩეველთა უმრავლესობის სულიერი სიმშვიდისთვის. მგონი ასეა. გილო, როცა ყველაფერი ჩასვრილია, როგორც ედიკას დროს, მაშინ "კაცს" თავის გასმართლებელი მიზეზი "აქვს". ხოლო როცა არც მექრთამეობაა(დიდი ალიქოთის მიუხედავად ხომ მაინც ვერაფერი აღმოაჩინეს), არც ბიუროკრატიაა, და ამ დროს სინათლე, გზა და კვალი არის, მაშინ უკვე ძალიან რთულია ახსნა, თუ რატომ ხარ ამხელა კაცი ცოლის კისერზე(თან თვითონ ცოლიც დააბოლო - ამათი ბრალია ჩემი უსაქმურობაო). ამიტომ ჯობია ყველაფერი ისევ ცუდად იყოს. თორემ იმ დროს არ გაჰქონდათ რუსში ღვინო, ვაშლი ანდა პრასი, ყოველგვარი ვიზის გარეშე? მერე შველოდა ვინმეს? ხოდა ახლაც იგივეა საჭირო ამომრჩეველთა უმრავლესობის სულიერი სიმშვიდისთვის. მგონი ასეა.
4. დუმილა მადლობა, თუმცა საინტერესო რამდენად არის ან მითუმეტეს ანალიტიკა ეს სხვა მსჯელობის საგანია.უბრალოდ საკუთარ თავს შევატყვე რომ მინდოდა ჩემეული ახსნა მომეძებნა ამ არც კი ვიცი რა ვუწოდო უკვე საზარლობისთვის რომელსაც დასასრული არ უჩანს ჩვენს ქვეყანაში.ჩემზე მეტი პატრიოტები დუმან და ამის მიზეზიც ვერ გამირკვევია.თუმცა მომავლის ისეთ მაგარი რწმენით ვარ ეს პესიმისტი კაცი შეპყრობილი ისეთი შემართებით,როგორიც არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩვენ კრიტიკულ და უკანასკნელ მომენტში ვიცით გამოღვიძება სწორედ და ნურავინ ნუ დააყენებს რისკის ვეშ ქართველი ერის კეთილ და პატივისცემით აღსავსე განწყობას უპატივცემულობით,ნუც ერის მოთმინებას ნუ გამოცდის და ნურც შეეცდება გაბატონებას თორემ, სიყვარულსაც და სიძულვილსაც ერთი მშობელი ჰყავს სამყაროში არასოდეს დავივიწყოთ. დუმილა მადლობა, თუმცა საინტერესო რამდენად არის ან მითუმეტეს ანალიტიკა ეს სხვა მსჯელობის საგანია.უბრალოდ საკუთარ თავს შევატყვე რომ მინდოდა ჩემეული ახსნა მომეძებნა ამ არც კი ვიცი რა ვუწოდო უკვე საზარლობისთვის რომელსაც დასასრული არ უჩანს ჩვენს ქვეყანაში.ჩემზე მეტი პატრიოტები დუმან და ამის მიზეზიც ვერ გამირკვევია.თუმცა მომავლის ისეთ მაგარი რწმენით ვარ ეს პესიმისტი კაცი შეპყრობილი ისეთი შემართებით,როგორიც არასოდეს არ ვყოფილვარ. ჩვენ კრიტიკულ და უკანასკნელ მომენტში ვიცით გამოღვიძება სწორედ და ნურავინ ნუ დააყენებს რისკის ვეშ ქართველი ერის კეთილ და პატივისცემით აღსავსე განწყობას უპატივცემულობით,ნუც ერის მოთმინებას ნუ გამოცდის და ნურც შეეცდება გაბატონებას თორემ, სიყვარულსაც და სიძულვილსაც ერთი მშობელი ჰყავს სამყაროში არასოდეს დავივიწყოთ.
3. აზგო–გასაგებია ,,სტოკჰოლმის სინდრომი"–ს არსებობა და სრულიად დასაშვებად მივიჩნევ,რომ სწორედ ამ სინდრომის შედეგით შეიძება აიხსნას ზოგადი ქცევა საზოგადოების,თუმცა ეს ქცევა უფრო მერკანტილურ და პირადი გამორჩენის, ,,თავისუფლებასთან" და სიამოვნებასთან დაკავშრებული განწყობის რეალიზების შემდეგ, უზენაესი სიამოვნების მოლოდინთან პირდაპირ კავშრშია.აი ეს უკვეა სამარცხვინო და უფრო სწრაფად ყურადღება მისაქცევი ვიდრე სხვა რამ. ნეტავი მართლა ,,სტოკჰოლმი"–ს სინდრომთან გვქონდეს საქმე ვინაიდან ეს განკურნებადია ვიდრე გაცნობიერებულ ღალატთან. აზგო–გასაგებია ,,სტოკჰოლმის სინდრომი"–ს არსებობა და სრულიად დასაშვებად მივიჩნევ,რომ სწორედ ამ სინდრომის შედეგით შეიძება აიხსნას ზოგადი ქცევა საზოგადოების,თუმცა ეს ქცევა უფრო მერკანტილურ და პირადი გამორჩენის, ,,თავისუფლებასთან" და სიამოვნებასთან დაკავშრებული განწყობის რეალიზების შემდეგ, უზენაესი სიამოვნების მოლოდინთან პირდაპირ კავშრშია.აი ეს უკვეა სამარცხვინო და უფრო სწრაფად ყურადღება მისაქცევი ვიდრე სხვა რამ. ნეტავი მართლა ,,სტოკჰოლმი"–ს სინდრომთან გვქონდეს საქმე ვინაიდან ეს განკურნებადია ვიდრე გაცნობიერებულ ღალატთან.
2. ძალიან საინტერესო ანალიტიკაა... პატრიოტისა და მოაზროვნის დაწერილი 5 ძალიან საინტერესო ანალიტიკაა... პატრიოტისა და მოაზროვნის დაწერილი 5
1. "სტოკჰომური სინდრომი(Stockholm syndrome)" ხუმრობა არ გეგონოს! მით უმეტეს, ქართველმა "ლექტორატმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მთელ მსოფლიოში ეგ სინდრომი საშუალოდ 15%-ს უვითარდება, ხოლო რამდენი იყო "ლექტორატში" ქე იცი... "სტოკჰომური სინდრომი(Stockholm syndrome)" ხუმრობა არ გეგონოს! მით უმეტეს, ქართველმა "ლექტორატმა" მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მთელ მსოფლიოში ეგ სინდრომი საშუალოდ 15%-ს უვითარდება, ხოლო რამდენი იყო "ლექტორატში" ქე იცი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|