- კარგით, მოდით ახლა თქვენს მეუღლეზე გკითხავთ: გვიამბეთ როგორ გაიცანით, რა ვითარებაში სად და ასე შემდეგ. ვფოქრობ ამის გახსენება თქვენც თავისებურად გაგამხიარულებთ, გაგახარებთ. - კი ბატონო, მოგახსენებთ. - თქვა X-მა და ისე გადაწია თავი უკან და დაეჭიმა მთლიანი ყელი, იფიქრებდით, იმას თუ ელოდება ყელს როდის გამოჭრიანო. - მხოლოდ მოყოლისას, ცხოვრების სხვა დეტალებზე ნუ ჩამეკითხებით, მოკლედ შემიძლია აგიხსნათ, ის ასობგერა ¨ო¨ სავით იყო, ჭასავით ღრმა და უცნაური. - კი ბატონო, გვიამბეთ მაშინ თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით, როდის აღმოაჩინეთ, რომ ერთმანეთი გიყვარდათ. ალბათ ხვდებით კიდეც, რომ ჩემთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ნუ, აწ უკვე ცხოვრების გარდა - ჩაეღიმა მამაკაცს და იქვე სიწითლე დაეტყო, სიმორცხვის ყველაზე შეუსაბამო ფერი. - გასაგებია, მესმის. - თქვა X-მა და განაგრძო: - ჩემი აწ უკვე ყოფილი სატრფო, თბილისში, პეტერბურგში გადასახლებამდე რამოდენიმე თვით ადრე გავიცანი. ერთი მეგობარი მყავდა და სულაც. ივანე ერქვა, ოცდაორი წლის ჭაბუკი გახლდათ, მაგრამ ცხოვრებისეულ ღრმა საფეხურებს ისე დაემახინჯებინა და დაებერებინა მისი სახე, რომ მხოლოდ ჩემი მეგობარი შეიძლებოდა ყოფილიყო და არავის მეტის მთელს გალაქტიკაში. მას მძიმე ბავშვობა ერგო წილად, მისი სახე კი მისი ბავშვობის სარკე გახლდათ. ივანე თავის მხრივ განათლებული ჭაბუკი იყო, ყველა მსოფლიოსათვის ცნობილი შიზოფრენიკისა თუ მანიაკის ბიოგრაფია ისე იცოდა, როგორც ყველამ იცის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მზის მეშვეობით შეიძლება იყოს მთვარე მნათობი პლანეტა. - თქვა ეს X-მა და ცალი თვალით ცივად ჩახედა შედარებით დაბალ სკამზე მჯდომ მამაკაცს. შემდეგ განაგრძო: - ხოდა, ერთ არც ისეთ დღეს წიგნებში რომ წერია ხოლმე, ნაბახუსევზე გადავწყვიტე ივანესთან გავსულიყავი სახლში, ვიფიქრე ლუდს ვიყიდი, მე ბახუსს ვუმკურნალებ, ივანე კი თავს გაიგრილებს თქო. ამისთვის კი საკმარისი რამოდენიმე ცალი ხურდა მეყარა ჯიბეში. საოცრად მახარებდა ეს მინიმალური და ჩხრიალა განძი. ალბათ კარგად გესმით, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია. ფულით ადამიანმა შეიძლება ბედნიერება, თავისუფლება, სიყვარული, სილამაზე და წარმოიდგინეთ, მანქანაც კი შეიძლება იყიდოს. ლუდის ყიდვას კი რა ედგა წინ, კაცი რომ დაუფიქრდეს. საშინლად აჭერდა მზე თბილისის ისედაც დაღუპულ ქუჩებს. მაშინ თბილისი მაღალ, ძირ მორყეულ ხეს გავდა, რომელიც იდგა ოკეანის წინ და ზუსტად ხედავდა, თუ როგორ მიიზიდა ტალღამ ტალღა, როგორ დაიმატა ამ ორმა ტალღალ კიდევ უამრავი, აიჭრა ჰაერში და ერთთავად დაეშვა მისკენ. მაშინ თბილისი ობლობას, სიმარტოვეს და დიდ მოგონებას უფრო გავდა ვიდრე ქალაქს. მეტის გაძლება შეუძლებელი იყო. ზუსტად ვერ ვიგონებ რომელ ქუჩაზე ვიყავი, ლუდი ჩამოვასხმევინე გამყიდველს, ტაქსი გავაჩერე და როგორც საგანგებო განცხადება ისე გადავეცი ივანეს მისამართი მძღოლს, ამ ყველაზე არაფრის მომცემი პროფესიის ადამიანს. მანქანა სადარბაზოსთან გაჩერდა, გადმოვედი, ჯერ გარედან შევხედე აივანს, სადაც ივანე ცხოვრობდა, შემდეგ შევედი დერეფანში და სწრაფად ავირბინე კიბეები. ახლა უკვე ნელა მივუახლოვდი კარს. კარს მიღმა უცნაური ხმები ისმოდა, ერთ წამს ისიც კი ვიფიქრე, მისამართი ხომ არ შემეშალა თქო. ვერ გაიგებდით, ჩხუბობდნენ შიგნით, იცინოდნენ, ტყავს აძრობდა ერთმანეთს რამოდენიმე ადამიანი ასევე რამოდენიმეს თუ რას ჩადიოდნენ საერთოდ, შიგნიდან უაზრო დღნავილის ხმა გამოდიოდა. რამოდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექი, ვერ გადამეწყვიტა, კარზე დამეკაკუნებინა, წიხლით შემეგდო თუ გავსულიყავი და ნამდვილი, ჩემი მეგობარი ივანეს სახლი მომეძებნა, თუმცა ეს ასეც იყო, ეს ივანეს ბინა გახლდათ და მე, მისი კარის წინ სასხვათაშორისოდ მდგომი. ამაზე ფიქრში ვიღაცამ გააღო კიდეც კარი, განა როგორც სამოთხის კარი, ან ჯოჯოხეთის, არამედ მესამე, მწუხარების, მწუხარების კარი გააღო ვინმე სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა გოგონამ. უაზრო სახით შემათვალიერა და მტკიცედ მკითხა: - თქვენ ვინ ხართ? - მკითხა და გათავდა, იმ წამს ამ კითხვით დასრულდა მასში ყველაფერი. - მე ივანეს მეგობარი ვარ! - ვუპასუხე წერტილივით, ძახილის ნიშანივით, ტყვიასავით, ტანკივით, ომივით, ცეცხლით და მარცხით. - გასაგებია. - თქვა მან. - ივანე აივანზეა, ვერ გრძნობს თავს კარგად და მგონი რომ არწყევს კიდეც. შემოდი, შემოდი. მე ნუ მომაქცევ ყურადრებას, მე ახლა არავინ მყავს, მე მარტო ვარ. აი, ნამდვილი ქალების სახე, თავიდან რა თავაზიანი იყო, გაზაფხულზე ამომსკდარ, მიწიდან ამოცვენილ, ამოვარდნილ ლამაზ ყვავილთა სურნელებას მიუგავდა ენა, შემდეგ კი რა ქნა?! გაშავდა ცა, ფართო, მწვანე სიცოცხლით დაბერილი ფოთლები ყინვამ შეკუმშა, სახლებს თავიდან კვამლი გაუდით, უზარმაზარი, დიდი თეთრი ფიფქები დაეცა მბზინავ მინდვრებს და გადათელა. გოგონამ გველივით დააღო პირი და თქვა მარტო ვარო. - გავიფიქრე ჩემთვის. - შევედი შიგნით და ზედამხედველური მანერით ჩავუარე შიგნით მყოფ რამოდენიმე, კერძოდ კი სამ ახალგაზრდას, რომლებიც თითქმის უგონოდ იყვნენ, ერთ-ერთ მათგანს, ფეხები ზემოთ ქონდა აშვერილი, თვითონ იატაკზე იწვა ზურგით და მთელს სახეზე ისხამდა სასმელს. მე აივანთან მივედი, თხელი კარი გამოვაღე და ივანეც დავინახე, ის ძირს ეგდო საკუთარ ნარწევში ამოსვრილი, უგონოდ ეგდო და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ ის ახლა საერთოდ სხვანაირი იყო, უფრო დამშვენებოდა სახე, თითქოს რაც ბავშვობაში ბედნიერება და სიხარული აკლდა, ერთბაშად დატყობოდა მის სახეს, დატყობოდა მთელი ეს დაკარგული სიამე, ოჰ, რა ლამაზი იყო იმ წამს ივანე, რა პოეტური და ცივი. მე მას შუბლზე ვუსვამდი ხელს, ვეფერებოდი როგორც არა მეგობარს, ან საკუთარ ძმას, ნათესავს, არამედ როგორც დედას, რომ უცებ ვიღაცამ ზურგზე ხელი დამადო. ეს ის ახალგაზრდა გოგონა იყო კარი რომ გამიღო. - ცუდად არის, ბევრი დავლიეთ. - თქვა სპონტანურად, თან ცალ ხელში ლუდის ბოთლი ეკავა და კაცებმა რომ იციან, სწორედ ისე მოიყუდა კიდე რამოდენიმე ყლუპი. - ის ცუდად არ არის, ის მშვენიერია, თავისუფალი და ენერგიული. დახტის, დახტის ზედ მთის წვერზე და უხარის ამა ცხოვრების ყველა წვრილმანი. - უცნაურად ლაპარაკობ. ცუდად ყოფნა როგორ იქნება კარგი. - თქვა და ისევ გადაჰკრა რამოდენიმე ყლუპი. - სწორედ რომ ასეა. - ხოო, მალე გამოფხიზლდეს იქნებ, მე მისი მეზობელი ვარ, ესენი ჩემი მეგობრები არიან, დალევა გვინდოდა, მაგრამ ჩემებმა ყველაფერი გააფუჭეს, შემდეგ კი ივანეს ვთხოვე შენთან დავლიოთ თქო. ის მაშინვე დამთანხმდა, კარგი პიროვნებაა. როგორ ფიქრობ,მალე გამოვა მდგომარეობიდან? - ვერც ვერასდროს. - ეგ როგორ? - აი ასე, ვერასდროს. ის საკუთარმა ნარწყევმა იმსხვერპლა, ყურადღება რომ არ მიაქციეთ, დაეცა და საკუთარი ნარწყევით დაიხრჩო. ბედის ირონიაა. - ვთქვი და თავი კინოფილმის გმირი მეგონა. - ხუმბრობ. - გაეღიმა უნიჭოდ. - არა, არ ვხუმრობ. შეგიძლია ამაში თავად დარწმუნდე. ის მოკვდა, მაგრამ ვფიქრობ ამაში სანერვიულო არაფერია. - შენ რა, მართლა არ ხუმრობ? და თუ ასეა სანერვიულო რანაირად არ არის, როგორ, ოცდაორი წლის ბიჭი ჩვენს წინ მკვდარი წევს საკუთარ ნარწყევში ამოსვრილი და შენ ამბობ რომ აქ სანერვიულო არაფერია? მგონი არ უნდა იყო ნორმალური. - ანერვიულდა, საკუთარი ხელით უნდოდა შეხებოდა ივანეს გვამს, რომ თვითონ დარწმუნებულიყო მის სიდიადეში, მაგრამ ვერ ბედავდა, იჭერდა რაღაც ქალური, რაღაც უფრო თბილი. - რამე უნდა მოვიფიქროთ. - ვთქვი და სკოლის დროეინდელი ლაღი დღეები მომაგონდა. - რა უნდა მოვიფიქროთ?! ისე ლაპარაკობ შენს მეგობარზე, გეგონება შენი მტერი იწვეს აქ გარდაცვლილი. არაფერი მოფიქრება არაა საჭირო, მილიციაში დავრეკავთ და ყველაფერს ავუხსნით. გავალ ამათაც ვეტყვი. - თქვა და კარისკენ გაიწია, რომ უცებ ხელი დავავლე ხელში და გავაჩერე. - მოიცადე, ასე არ შეიძლება, ხელის ერთი მოსმით, დარეკავ მილიციაში და დამთავრდა. - აბა რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს. - თქვა და ჩემს ხელს დახედა, თითქოს არ სურდა რომ გამეშვა, მას ჩემი ხელი შეუყვარდა. ისე უყურებდა იფიქრებდით, რომ ჩემს ხელში თავის მომავალ შვილს ხედავდა. რა აუტანელი იყო ის წუთები როცა მე ამას მივხვდი. - მილიცია უამრავ კითხვებს დასვამს. - ვუთხარი მე. - მთელი ღამეები შეძლება დაკითხვაში გაათენო. ამასთან ერთად მეც და შენმა მეგობრებმაც. მერე და მე რას ვეტყვი? რათქმაუნდა იმას, რომ შემოვედი და ჩემი მეგობარი მკვდარი ვნახე აივანზე გაგუდული. დაიწყება გამოძიება რა დალიეთ, როგორ და რამდენი. - ნარკოტიკები არის ოთახში? - არა, მხოლოდ მარიხუანაა. - ხოო, ალბათ ისიც მოგეხსენება რომ კანონი კრძალავს მარიხუანას მოხმარებას. წარმოდგინე რა შეიძლება მოყვეს ერთი ადამიანის სიკვდილს. მას შეიძლება ჩვენი ცხოვრება შეეწიროს, დაგვაკავონ ყველა და ციხეებში ამოგვხდეს სული. იქ შიგნით რაც ხდება ალბათ იცი კიდეც. - კარგი, კარგი. - თქვა შეშინებულმა. - აბა შენ რას მთავაზობ? - შეთავაზება არაფერ შუაშია. - ვუთხარი თუ არა ეს სიტყვები, ისე გამიხარდა, ლამის სიცილი წამსკდა შეშლილივით. მინდოდა იმ წამს დამეღრიჭა კბილები, მეხარხარა და მეცეკვა კიდეც. - ყველაზე კარგს რასაც ვიზამთ მგონია, რომ ჯერ შიგნით უნდა შევიდეთ, ისე თითქოს არაფერიც არ მომხდარა. შემდეგ შენ შენს მეგობრებს ეტყვი, რომ თავს ვერ გრძნობ კარგად და უკეთესი იქნება სახლებში თუ წახვალთ. მერე კი როდესაც შენს მეგობრებს გავუშვებთ თავის გზაზე, მე და შენ ( ყოველთვის ვოცნებობდი მეთქვა ვინმესთვის ეს სიტყვები და ვთქვი კიდეც, აღარაფერი იდგა ჩემს წინ) შემოვბუნდებით უკან, ივანეს საწოლში წამოვაწვენთ და სახლიდან გასვლის წინ გაზს დავტოვებთ ჩართულს, დაე იფიქრონ, რომ ნასვამმა, უგუნურმა და უტვინო ადამიანმა თავი დაიღუპა. საცოდავი ისე დათვრა გაზის გამორთვა დაავიწყდა და ისე მიეგდო დასაძინებლად. - მერე და ამათთაგანმა, რომელიმემ რომ მოიკითხოს? - ეგ უკვე უკიდურესობა იქნება, ამ შემთხვევაში გეგმები ოდნავ შეიცვლება. მერე უკვე შენი მეგობრების მოკვლა მოგვიწევს. - ვთქვი ეს და ისე დავაკვირდი გოგონას სახეზე, რომ ცოტა დამშვიდდა კიდეც. - ღმერთო. - თქვა და ისე მოუჭირა პირი ხელს, თითქოს ყველაზე ცუდი რამ თქვა მთელს დედამიწაზე, თითქოს სიტყვა ღმერთის ხსენება სიკვდილით ისჯებაო. - კარგი, ვთქვათ ასეც მოხდა, მერე? - შემდეგ უკვე სახლის დაწვა მოგვიწევს, რომ უბედურ შემთხვევას დაბრალდეს. ახალგაზრდები დათვრნენ, ყვიროდნენ, იგინებოდნენ, კამათობდნენ, მერე დამშვიდნენ, ერთ-ერთმა ყავის, ან ჩაის დალევა გადაწყვიტა. გაზქურა ჩართო, დაადგა მადუღარა და მეორე ოთახში გავიდა, დაავიწყდა ყავა, ჩაი, რაც გენებოს ის. შემდეგ ადუღდა წყალი, გადმოვიდა, ჩააქრო ალი და გაზი მთელს ოთახში გაიჟღინთა. მთვრალებმა და გაცხოველებულებმა ვერ შენიშნეს გაზის სუნი და აი, რაც უნდა მომხდარიყო მოხდა, ერთ-ერთმა ამათთაგანმა სიგარეტს მოუკიდა და გაეხვა სახლი ცეცხლში, ალმა მოიცვა ოთახი და ჩაწვა ეს უდანაშაულო თაობა. ფერფლად იქცა რაც აქამდე იყო მოძრავი, ენერგიით სავსე, მხიარული და მზა სიკვდილისათვის, მარადიული სიმშვიდის ნეტარებისათვის. რა ამაზრზენია ცხოვრება, რა უტიფრად და უსინდისოდ გაამზადა ეს ახალგაზრდები დარდისთვის. - სიმართლე გითხრა ცოტა მეშინია კიდეც, მაგრამ ცოტაც მიხარია თუ მართლა ასე იოლად იქნება ყველაფერი. - კი, ყველაფერი იოლად იქნება, ყველაფერი როდია სიყვარულივით ძნელი და ჩახლართული. დაე იცოცხლოს იმან რასაც სიყვარულის ნაპერწკალი არ შეხებია, უსიყვარულოდაც შეიძლება იყო ბედნიერი და მართალი. რად უნდა იმას სიყვარული, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფერი ისეთივე მშვენიერი იქნება ხვალ, როგორც გუშინ. - კარგი, ახლა მაშინ უბრალოდ გავიდეთ. ვეტყვი რომ არ ვარ კარგად და შევეცდები სახლებისკენ გავუშვა. - აუცილებლად, გავიდეთ. ოთახში რომ შევედით მდგომარეობა არაფრით იყო შეცვლილი, ყველა ისე იყო, როგორც უწინ. ერთს სკამზე ეძინა, მეორე სიგარეტს ეწეოდა და მესამეს რაღაცას უმტკიცებდა მუსიკაში. რასაც ყური მოვკარი ეუბნებოდა: რომ ვაგნერის მუსიკა, ცირკისთვისაა შექმნილი და არამც და არამც რაიმე სხვა კლასებისთვის. გოგონამ წყალი დაისხა და დალია. მერე მოუბრუნდა მეგობრებს და უთხრა: - რაღაც ვერ ვგრძნობ თავს კარგად, სახლებში ხომ არ წავსულიყავით? - კი, აბა რა, თორე ისეთი მთვრალი ვარ, მგონი საათია უკვე რაც ჩავისვარე და ახლა მივხვდი მხოლოდ. - გადაიხარხარა პირველყოფილივით, ავადმყოფივით. შევხედე თუ არა, რაღაცნაირი სიძულვილი დამეუფლა ამ ადამიანის მიმართ. გადმოალაგა ყვითელი კბილები და მათი საძაგელი სიმყრალე მთელს ჩემს სულს მოედო. იცინოდა და უფრო ვგიჟდებოდი, გავიფიქრე: ნეტავ სწორედ ამან მოიკითხოს ივანე, რომ სიამოვნებით გამოვჭრი ყელს თქო, რომ ამ თავხედმა არსებამ თვალები დაატრიალა და ჩემი სრული ბედნიერებისათვის, სრული სიხარულისათვის იკითხა: - და ივანე სადაა? გამოვიდეს, ერთი ჭიქაც დავლიოთ გასვლის წინ. გოგონამ მაშინვე მე შემომხედა. დაბნეული ჩანდა, მიხვდა რაც უნდა გვექნა. მე თვალით ვანიშნე სამზერეულოში გადი და მოვალ თქო. - სადაა ივანე. - იკითხა კიდე ახალგაზრდამ. ამჯერად უფრო მოთხოვნითი ტონით. - გამოვა ეხლავე, თავს იწესრიგებს, თვითონაც ახსენა კიდევ უნდა დავლიოო. ვუთხარი, რომ ცოტა დრო მომეგო სანამ გოგანას გეგმას გავაცნობდი. - ძალიანაც კარგი, აგერ ვზივარ და ვუცდი. დაუცადე, აუცილებლად ნახავ. - ვფიქრობდი და ვმღეროდი ჩემს შიგნით, ჩემს მიწაწყალზე, ჩემს სამეფოში. გოგონა გავიდა თუ არა სამზარეულოში, მონადირესავით გავყევი უკან, მივძუნძულდი და მივყევი კვალს. უცხო თვალი იფიქრებდა მგელი თუ მიყვა კრავს გამოქვაბულშიო. - ახლა რაღა ვქნათ? - მკითხა შეშინებულმა. - ახლა შენ, იმ ორს, რომ ვერ გადაწყვიტეს რომელი მუსიკა რომელი საზოგადოებისთვის იწერება, მისაღები ოთახიდან ზალაში გაიყვან, რომ მე ამ ახალგაზრდას გავუსწორდე. თან გასვლისას კარს გადაკეტავ, ვაიდა ვინიცობაა ამ ავადმყოფს ისე ვერ გამოვუსვა ყელში დანა, რომ ხმა არ ამოვაღებინო, ვფიქრობ მიხვდი რასაც ვამბობ. შემდეგ: იმ ოთახში შემოვალ და მაგ ორს მივხედავ. - და მე რა ვაკეთო? - შენ გულის სიღრმეში იღიღინე. მხოლოდ ისე იღიღინე რომ ჩიტებმა გარედან ფანჯრები შემოამტვრიონ და შიგ ტვინში ჩაგაჯდნენ და დაიბუდონ, იბარტყონ შენში. - კარგი, - თქვა და გავიდა. რამოდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი. შემდეგ შიგ ოთახის ნათურიდან ანგელოზი გამომეცხადა, ნელა დაეშვა დაბლა და ფეხებზე დამიწო ყურება. მეც ვუყურებდი, მხოლოდ არ ვიცი სად. შემდეგ მაგიდიდან დანა ავიღე, კარგად მოვუჭირე ხელი, სწრაფად გავედი მეორე ოთახში, მივარდი იმ ახალგაზრდას და ისე გამოვუსვი დანა ყელში ხმის ამოღებაც კი ვერ მოასწრო. სისხლი მთელს ოთახში ასხამდა, ასხამდა როგორც წყალი მიწიდან ამოვარდნილი, მბზინავი და ლამაზი ვით ანკარა ღვთისგან ბოძებული მწყურვალთ. მთელი ოთახი მოისვარა სისხლით და ოთახთან ერთად მეც. ყელ გამოჭრილი ისე დაეცა ძირს, იფიქრებდით: აი, ვარდნის ჭეშმარიტი ხელოვნება, აი სიკვდილი, ამაყი და ჩუმი. უცბად დაემანჭა მთელი სახე, თვალებში ნათლად დაეტყო რომ ჯერ კიდევ არ იყო მზად სიკვდილისათვის, არ იყო ეს ახალგაზრდა მზად იმ ნიჭისთვის რაც მას ერგო. დრო აღარ დამიკარგავს, სწრაფად შევარდი მეორე ოთახში, სადაც ის გოგონა და თავისი ორი მეგობარი იყვნენ. კარი შევაღე თუ არა მაშინვე ვეცი ერთ-ერთს ცხოველივით, ან იქნებ არწივივით, ფრინველთა მეფესავით და ჯერ ერთს დავუსვი ყელში დანა. მეორემ მოასწრო ყვირილი და იმასაც უცბად, ფილმებში რომ არის ხოლმე ისე გამოვუსვი დანა. ნამდვილი მეომრის თვისებებით ატანილი ფორთხავდა ძირს, რომ თავი გადავუწიე და კიდევ ერთხელ დავუსვი. ახლა უკვე მთელი სახლი სისხლით იყო მოსვრილი, სახლიც და მეც, მხოლოდ ივანე და გოგონა იყვნენ სუფთა, ვით სხეულით ასევე სულით თავიანთით. - ეს სწორი არჩევანი იყო. - თქვა გახარებულმა გოგონამ. - სხვანაირად ვერაფერს ვიზამდით. - ხო. - ვთქვი მეც და ჩამოვჯექი იატაკზე. ვიჯექი და ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი სიმშვიდეს, სითამამეს, ვგრძნობდი ჩემში პიროვნებას, მამაკაცს გამარჯვების დროშით ხელში. - ახლა ესენი ისე უნდა განვალაგოთ ოთახში, რომ ჩვენი გეგმა რეალურს გავდეს. - მართალი ხარ. - თქვა და ცელქი, პატარა ბავშვივით ხტოდა ადგილზე, სულ მთლად გულუპრყვილო ბავშვებმა რომ იციან ისე, გაფუჭებულს რომ გამოასწორებენ და სიხარულისაგან ჩაიფსან ლამის. გვამები ერთ ოთახში მოვაგროვეთ. ივანე და ერთ-ერთი მათგანი ტახტზე დავსვით. მეორე ოთახის კართან დავაგდეთ, მილიციას რომ ეფიქრა ცეცხლს გაურბოდაო. მესამე იავანის ახლოს. - ახლა გაზი გავუშვათ. მაგრამ გაჟღენთვას რომ არ დაველოდოთ, ეხლავე წავუკიდოთ სახლს ცეცხლი, ნავთი იქნება ლამპაში და ცოტა მივასხათ გვამებს, გაზი შემდეგ იზამს თავის გასაკეთებელს. ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ, ახლა მხოლოდ სახლიდან გასვლა იყო საჭირო. - ასანთი მომაწოდე. - ვუთხარი მე და სახეზე არც კი შემიხედავს მისთვის ისე გავუწოდე ხელი. - მოიცადე. - სამხედრო ტემბრით მითხრა. შემდეგ კიდევ გამიმეორა: - მოიცადე. - და ჩემდა და კაცთა და ღმერთის გასაკვირად კოცნა დამიწყო, ჯერ ხელებზე, შემდეგ ყელში და ესე მკოცნიდა გააფთრებული. მერე რამოდენიმე წამი გავჩერდით, უხმოდ ვუცქერდით ერთი მეორეს თვალებში და მოხდა ის რაც ყველაზე მთვარი იყო, რაც საბოლოოდ უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. დიახ, ჩვენ მივხვდით, რომ სწორედ აქ, სწორედ ამ მომენტში უნდა გვქონოდა სექსი, ჩვენ უნდა დავქორწინებულიყავით. ეს უსიცოცხლო ახალგაზრდები ჩვენი მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენ უნდა გვქონოდა სექსი და უთუოდ, მხოლოდ არა როგორც ადამიანებს, არამედ, როგორც ვირებს, ცხენებს, კუებს და თუ გნებავთ ვირთხებს, მხოლოდ არა როგორც ადამიანებს. ჩვენ უნდა გვეზეიმა და ჩვენთან ერთად მთელს კაცობრიობას.
- თქვენ ეს გესმით რას ნიშნავს? ბატონო იცით რა არის ეს? - მესმის, მესმის. აღელვებული პასუხობდა მამაკაცი. - არა, თქვენ არ გესმისთ, თქვენ მესმის კი არა, თქვენ უნდა გეთქვათ: დაწყნარდით, დაწყნარდით. აი რა იქნებოდა თქვენი მხრიდან კეთილგონივრული და სამართლიანი. თქვენ კი გაიძახით მესმის, მესმის. - თქვა X-მა და თბილად გაუღიმა მამაკაცს. შემდეგ კი იქვე დასძინა: - თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე არა ვარ ნორმალური, მაგრამ აქვე დაგამშვიდებთ, ეს ასე არ არის. - გასაგებია. - თქვა მამაკაცმა და არც. - ხო, მართლა, ჩემი ხომ არ გეშინიათ? - კითხა X-მა მაცდურად, მელასავით კი არა, არამედ ხაფანგივით. - არა, რა სისულმელეა. - უპასუხა ისე, თითქოს თავი მოძვრა, ფეხებსა და მაგიდის ქვეშ შეგორდა და მისი მპოვნელიც არავინ იყო. - კარგი, მაშინ მოსამსახურეს ვთხოვ, რომ კიდევ ორი ფინჯანი ჩაი მოგვართვას, უარზე ხომ არ იქნებით? - არა, ჩაის ნამდვილად მივირთვამ. - მიუგო მთელი ტანით თავდაკარგულმა. - კარგი. ვასილი, მოგვიტანე კიდევ ორი ფინჯანი ჩაი მე და ჩემს სტუმარს. ვასილი იმ წამსვე, როგორც მოსამსახურეს შეჰფერის ისე წამოდგა, ისეთივე ნაბიჯებით გაიარა ოთახი, კარი მიიხურა და საიმედოდ გადარაზა გარედან. მშვენიერი საღამო იდგა, ისეთი, წიგნებში რომ არ არის ხოლმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არ არის ცუდი... არ არის ცუდი...
5. ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
25 მარტი, 2013 ავტორი: კრისტიან-ფონ-კრანჩარი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 2
25 მარტი, 2013
4. კარგი იყო, სიუჟეტით სერგეის ნაწერები გამახსენა. :) კარგი იყო, სიუჟეტით სერგეის ნაწერები გამახსენა. :)
3. გამოიარე ლუდზე ბატონო კრისტიან... : )) ++ გამოიარე ლუდზე ბატონო კრისტიან... : )) ++
2. თავისებურად გამამხიარულა:)
კარგი იყო. მეტისმეტად უცნაური და ამასთანავე, ძალიან ზუსტი შედარებებითაც მოვიხიბლე. თავისებურად გამამხიარულა:)
კარგი იყო. მეტისმეტად უცნაური და ამასთანავე, ძალიან ზუსტი შედარებებითაც მოვიხიბლე.
1. პრიამ იძიალნა =)
ოღონდ შეცდომებით
პრიამ იძიალნა =)
ოღონდ შეცდომებით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|