ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

დალოცვა ჩვილთა

თვალებს შეხედეთ, როგორ უყურებს
პატარა ჩვილი დედის მწიფე მკერდს,
როგორ ძალუმად დასწაფებია
ლამის ბოლომდე დაცალოს მყისვე,
სიცოცხლის წყალი - რძე სინატიფის,
მადლიერების თვალებით უცქერს,
ხან მშობელ დედას,ხანაც
მაღლა მზერს პატარა ღმერთსა.
რა სიცოცხლეა, რა ანგელოზი,
წარმოგზავნილი ზეციდან მტრედად,
პაწაწინაა და მაინც თითქოს
არ ავიწყდება მადლობა ღვთისა.
უმანკოდ ეკვრის სხეულს დედისას
და თითქოს დღეებს იხსენებს,როცა
მუცლად ეძინა და უფლის მადლით
საკვები მუდამ მრავლადა ჰქონდა.
საოცრებაა განგება ღვთისა
როგორ ჩასახავს მუცლად ამ წმინდა
არსებას, ღვთის კაცს
ანაც  ქალასა,  მანდილთ მოსილსა..
ღმერთო, დალოცე ყველა პატარა
შენ ნუ მიუთვლი ადამის ცოდვას
ნურც დაამგვანებ ევას, უმტკიცოს
და ნუ მიუშვებ ცოდვასა წმინდას,
გახადე შენ გზას მარად მავალი,
კაცი - მამაცი და ქალი - ნაზი.
შენ აგრძნობინე ალერსი მშობლის,
გულს ჩაუნერგე მცნებანი ღვთისა.
თავს დააფინე წყალობა დიდი
და პატრიოტი გახადე თვისი
სამშობლოსი და მიეცი ნიჭი,
მას წინ  წაუძღვეს მარადღამს ღირსად
ანდა შვილები უზარდოს გმირსა.
ისე ატაროს ცხოვრება თვისი,
რომ წინ უძღოდეს სიტყვა უფლისა,
უკან მისდევდდეს კვალი ნათელი
და დაიმკვიდროს ქვეყნად სახელი,
ზეცად კი თვისი - ადგილი მშვიდი,
სამარადჟამოდ ღმერთმა ჩაწეროს
წმინდათა გვერდით სიცოცხლის წიგნში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები