ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
25 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ზმანება მთიელ ქალასი


ნეტამც ვაჟაუ მე და შენ                     
ერთურთსა გზასა შეგვყარა,
დალალებ თოლებს მეყარა
ჩუმად შორიდან გულ-ხელსა
თვალთვალით თვალი მეპარა.
შენც ცხენით გადმომხდარიყავ
ხელით წაგერთვა ხელადა,
წყაროზე ჩარბენილიყავ
ცივ წყლით გაგევსო, მენახა
მაგ შენის მკლავის ღონ-ჯანი,
როს აირბენდი ქედასა,
თვალებდახრილსა მორცხვადა
ლოყები წითლად მეფაკლა,
მეწადა თავის აწევა,
მაგრამ  ვბედავდი ვეღარა,
გული რაკრაკებს,ვითარცა
ეს წყარო მოსჩქეფს ველადა.
შენც მაიტანე ხელადა
მითხარი :,,შაჰსვი, ქალაუ!"
მალვით თვალს გავლებ,
გიღიმი და ვეწაფები მწყურვალი
წყალს უჩვეულოდ ტკბილასა
შენს ხელს ნაჭერსა, მგმირავსა
ამ ჩემი პატარა გულის
ამფართხალებლის, მგვმინავსა...
მამრე ცხენს შამსვი შენა კი
ქვევიდან ზევით მზირალსა
მზე გინათებდა მაგ თოლებს
ჩემსა მამკვლელსა, ვითამცა
ვაჟკაცი არა მეხილოს
შენებრი დინჯი მთის ქალსა.
ვაი, რომ ვერა ვხვდებია,
რა მამეწონა შენს თავსა.
ერთი ის ვიცი, რომ მეცა
შენი დანახვა მხდის ბალღსა
უმანკოსა და მშიშარსა,
სულგანაბულსა, მიმხდალსა.
გამამეღვიძა მცინარსა
გვერდს გადვიხედე, ვიხილე
ჩვენი პატარა, ცის ქალა
და გამახსენდა შენა ხარ
კვალაც ის ერთა, ვისთანაც
უღელს შემაბა ღმერმანა,
ჩემი შვილების მშობელი
სადარო ჩემთვის მზისათა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები