ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2013


  ჩამოტვირთვა

გვირილების თოვა

ჩუმად მოვწყვიტე პატარა გვირილა,
ნაზად დავყნოსე მორჩლს,
ლამაზი ფურცლები ნაზად თავს ხრიან,
როგორც უმანკო ბავშვი.
სიყვარულს ხშირად ეწირებიან
პატარა, ბავშვურ ფიქრებს.
,,ნეტა ვუყვარვარ? თუ არ ვუყვარვარ?" -
ბევრი კითხულობს, იქნებ
სულაც არ არის სიცრუე ის, რომ
ხშირად მართლდება კითხვა,
რომ ლამაზ ვაჟკაცს ლამაზი ქალი
უხმოდ, მალულად უყვარს...
ყმაწვილკაცისთვის გრძნობის გამხელა
გახდა ძნელი და მიკვირს
როგორ უძლებენ ამ ცეცხლის გიზგიზს
არ ენატრებათ სწორი?
მათი გულისა და ცხოვრებისა
ლამაზი, ნაზი, მნდომი...
და აჰა მეც ამ პატარა ჩვევას
ვიმეორებ და ფურცლებს
ნელ-ნელა ვაცლი და უცებ
ირგვლივ გვირილის თოვლი მოდის
ნუთუ ვუყვარვარ?
გულმა მალი-მალ დაიწყო ძგერა
ნეტავ გვირილა ჰომ არა სცდება?
ისევ ეჭვები წამსკდა ფიქრებად
გულში იმატა ნაზმა ვედრებამ:
ო,ღმერთო ნეტა გამართლდებოდეს
ამ მსხვერპლშეწირვის მიზეზი წმინდა!
ვფიქრობ და ისევ მემატებიან
გონში ეჭვები:,,ის ხომ დიდია,
შენ კი პატარა,ცელქი, ნარნარა,
ის ვაჟკაცია, ცხოვრება იცის,
შენ მისი იცი ჯერ ,,ანა ბანა."
მაგრამ იმედი რისთვის შობილა,
განა არ იცის უფალმა ჩემი
პატარა გულის, პატარა გრძნობა -
ღვთივკურთხეული, უმანკო გრძნობა?
და კვლავ იმედი და რწმენა დიდი,
მათმენინებს და გრძნობა მიხდილს,
მალოცებს კვლავაც,
მე ჩემს სწორ-ფერზე,
გულში მეღვრება კვლავ გრძნობა დიდი,
მზისა ფერისა და ს ი ყ ვ ა რ უ ლ ა დ  იწოდებისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები