ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუნია
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2013


  ჩამოტვირთვა

ცრემლით ნამღერი

ნეტამც ბალახად მაქცია,
წყაროზედ ამაბიბინა,
შენს მუხლზედ მამეალერსა
შენს ტუჩზედ ნამი მამშრალა..

ჩამაივლიდი ჩოხითა
მხარს გადიგდებდი ფრანგულსა,
ჩამასჯდებოდი წყლისა პირს
გულასამც გადიბანდია.

ან წყაროს შვილად მაქცია,
რაკრაკით ჩამამატარა,
ეს დაბარდნილი ველები
სიმღერით ამახასხასა.

წყაროს პირს, მწყურვალ ირემსა,
გულს დარდებს ჩამოგბანდია,
მეცა ცალად-რქად შთენილი
შენც ბაასს გაგიბამდია.

მამრე ჩემას ცივ ცრემლთა,
სახეზე შაისხამდია,
ნეტამაც იმ ქალას ბალღსა
ვის მხრებზე შაისვამდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები