ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დონკიხოტი
ჟანრი: თარგმანი
13 აპრილი, 2013


LED ZEPPELIN – "Babe, I'm Gonna Leave You"



უნდა დაგტოვო ჩემო გოგონა.
მე ვთქვი რომ გტოვებ და ეს შენც იცი.
დაგტოვებ, როცა ზაფხული მოვა,
როცა ზაფხული ღილებს შეგიხსნის,
ისე, როგორც მე სხეულს – სიკვდილი.

არ მსურს დაგტოვო, ჩემო ძვირფასო,
არ გეხუმრები, – შორი გზა მიცდის.
ჰო, ჩემო გოგო, მე მჯერა მისი, –
გზას უნდა გავყვე და შევითავსო.
მისი ჩვეული ძახილი ისმის,
მესმის თუ როგორ მეძახის სახლში!

ძვირფასო... ახლა უნდა დაგტოვო.
მე მართლაც უნდა დაგტოვო გესმის?
ნუთუ არ გესმის როგორ მეძახის,
– ისე, ვით ყველას ეძახის წამსვლელს.

ვიცი, – არასდროს, არასდროს, ჩემო,
არგანშორების რომ მქონდა ფიცი,
მაგრამ ამ ალაგს უნდა მოვშორდე,
უნდა მოგშორდე და გაგეცალო.
ნუთუ არ გესმის როგორ მომიხმობს?
ჩემო, ჩემო, ჰო, ვიცი, ვიცი თუ
რა საამოა შენი შეგრძნება
კვლავ ამ ხელებით. შენზე მიფიცხულთ,
რომ კვლავ გაათბობს შენი კოცონი,
გაღვივებული შენი გულიდან;
რომ კვლავაც გველის ყოველდღიური
სეირნობები პარკში და ისიც,
რასაც ყოველი დღე ჩვენ გვარგუნებს.

ეს მართლაც, მართლაც რა კარგი იყო.
შენით ნაგემი ბედნიერება, –
ყოველდღიურად მოძღვნილი შენგან.
ახლა კი... უნდა დაგტოვო ჩემო!

ჩემო, ჩემო, ჩემო, ჩემო, ჩემო,
ის, სწორედ ახლა, ახლა მეძახის,
გეუბნები რომ მეძახის უკან,
უნდა წავიდე უკან – ჩემს სახლში...



Babe, baby, baby, I'm Gonna Leave You.
I said baby, you know I'm gonna leave you.
I'll leave you when the summertime,
Leave you when the summer comes a-rollin'
Leave you when the summer comes along.

Baby, baby, I don't wanna leave you,
I ain't jokin' woman, I got to ramble.
Oh, yeah, baby, baby, I believin',
We really got to ramble.
I can hear it callin' me the way it used to do,
I can hear it callin' me back home!

Babe...I'm gonna leave you
Oh, baby, you know, I've really got to leave you
Oh I can hear it callin 'me
I said don't you hear it callin' me the way it used to do?

I know I never never never gonna leave your babe
But I got to go away from this place,
I've got to quit you, yeah
Baby, ooh don't you hear it callin' me?
Woman, woman, I know, I know
It feels good to have you back again
And I know that one day baby, it's really gonna grow, yes it is.
We gonna go walkin' through the park every day.
Come what may, every day

It was really, really good.
You made me happy every single day.
But now... I've got to go away!

Baby, baby, baby, baby
That's when it's callin' me
I said that's when it's callin' me back home...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები