ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
17 აპრილი, 2013


სტენლი

შენ ყველა თხრილი ორმო გეგონა
და ფეხაკრეფით მიმოდიოდი...
მე მძულს სამყაროს არმაგედონი,
დოსტოევსკისთვის ვიიდიოტე,
ბალზაკისთვის გორიო გავხდი,
ასე ნაცნობი მამა გორიო...
ჩემში სამეფო გიზიდავთ ტახტი
და ალაგ-ალაგ ფუნაგორია;
მე კი ჩაისთან მახლავს ბაქლავა
და შვიდიოდე შაქრის კუბიკი...
ფართოდ დახუჭულ თვალებს ახლავე
ვახელ, თან წავისტენლიკუბრიკე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები