ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2013


ბარბარეს

    მეორე დღეა გიყურებ და ისევე როგორც პირველად მიჭირს, შენი არსებობის გააზრება. კარგად ვაცნობიერებ მხოლოდ იმას, რომ ჩემს გარეშე ვერაფერი გამოგდის იმდენად უმწეო და უსუსური ხარ. ვხვდები, რომ კიდევ ერთხელ მომიწევს პირველი აცრის და მისგან გამოწვეული სიცხის, პირველი "კიჭის", პირველი სიტყვის, პირველი ნაბიჯის განცდა ისევე როგორც ანასტასიასთან ერთად... რომ კიდევ ერთი ნამცეცა ძალიან ძალიან მალე მომეხვევა, ისევე როგორც დღეს ანასტასია აკეთებს ამას და მეტყვის- "დედაა, მპააა", რომ კიდევ ერთი ანგელოზი შეემატა ჩემი მეშვეობით ქვეყანას და რომ კიდევ ერთი ღირსეული ქალის აღზრდა დამაკისრა უფალმა...
    მანამდე კი ვგრძნობ მხოლოდ ნაკერების ტკივილს, კითხვისნიშანივით მოხრილი დავდივარ სხვების დახმარებით, სუხარისა და ჩაის გარდა ვერაფერს ვჭამ და ვცდილობ ჩემთან ყოფნის ბედნიერება არ მოგაკლო. რაც შეიძლება ბეეევრი დრო დაგითმო და უამრავჯერ გითხრა, რომ შენ ჩემი სიხარული ხარ დედიკოს გულში ჰყავხარ და ბოლომდე იქ ეყოლები.
    მინდა გითხრა, რომ უსაშინლესად მიყვარხარ და რომ ჩემი სიხარული მსოფლიოს გასაგონად მინდა ვიყვირო...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები