ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2013


შენ ჭირ წამღები

მაგ ცრემლს არავის შევარჩენ,
ცოტას კიდევ თუ მოიცდი,
დრო ავს  ნიჩაბზე მოამწყვდევს,
და სანაგვეზე მოისვრის.
გულს ავნებ, ნუ, ჩემო კარგო,
შენი დრო მალე დადგება,
იქნება, მერე მეც    მარგო,
დარდზედ  რომ გამომადგება.
ჩემს გვერდით მინდა რომ იგრძნო,
თავი დაცულად, უშიშრად,
მაშ რაღა უნდა შევიძლო,
თუ ესეც ვქენი უნდილად.
შენი ჭირიმე შენია,
მე მართლა შენ ჭირ წამღები,
ქალაუ მე ვარ შენთვინა,
ამ სისხლ ბოლომდე გამღები.





















კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები