აღდგომამდე...
აღსდექ,უფალო...დაგვიხსენი ცოდვისგან შეგთხოვთ, ჯვარზე გაცვით და შინ დავბრუნდით,დაგტოვეთ მთაზე, აღსდექ,უფალო,ყველა ცოდვას ვივიწყებთ,ვითომ არც არაფერი,მხოლოდ ჯვარზე დავტოვეთ კაცი, არადა ღმერთი გავაკარით ხეზე და ვხვდებით, რომ დავაშავეთ რაღაც დიდი და მაინც ვხარობთ, კაცობრიობა დაავადდა და ვგავართ ჯვრებით შემოსილ მონებს და მოძღვრებთან ჩვენს ცოდვებს ვამბობთ... აღსდექ ქრისტეო,რომ იტვირთე უღირსთა ცოდვა, მაინც ვერაფრით დავიჯერეთ,რომ არ ხარ კაცი, მამაო ჩვენოს ყოველდღე,რომ უგულოდ ვბოდავთ იქნებ შეგვინდო,რომ გოლგოთის გზა გაგატარეთ... აღსდექ,უფალო,წითელ კვერცხებს ვღებავთ უტიფრად, მერე პასკებით დატვირთული ვსტუმრობთ საფლავებს, დედამიწაზე ეს ცოდვები გვნებდება ურცხვად მერე აღდგომას ვიზეიმებთ და სულს ვაწყნარებთ, აღსდექ,უფალო მადლიერი თვალებით გიმზერ, პასკა და კვერცხი არ მგონია მხოლოდ აღდგომა, მადლობ,უფალო,რომ უბრალოდ ვიწამე ქრისტე და აღდგომა დღეს შემიძლია გითხრა მადლობა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. პასკა და კვერცხი არ მგონია მხოლოდ აღდგომა
გეთანხმებით.ძალიან კარგია ++ პასკა და კვერცხი არ მგონია მხოლოდ აღდგომა
გეთანხმებით.ძალიან კარგია ++
14. თუნდაც მხოლოდ ეს : "კაცობრიობა დაავადდა და ვგავართ ჯვრებით შემოსილ მონებს და მოძღვრებთან ჩვენს ცოდვებს ვამბობთ..."
5 ქულით. თუნდაც მხოლოდ ეს : "კაცობრიობა დაავადდა და ვგავართ ჯვრებით შემოსილ მონებს და მოძღვრებთან ჩვენს ცოდვებს ვამბობთ..."
5 ქულით.
13. +++++ ძალიან მომეწონა! უფალს ებარებდეთ!
ეს ლექსი გამახსენა რატომღაც...
ჯვარცმა
პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები, და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ, მდუმარებას ხელში აყავს ხატები, შენ იუდას გაღიმებას ხატავ. ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე, გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს, და მესიას შეიპყრობენ მალე, დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს. ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე, საიდუმლო სერობასაც ვთლიდი, ხელს დაიბანს პონტოელი პილატე, მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი. გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე, მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა, და ჭოჭმანობს მოციქული პეტრე, ქრისტე ეტყვის გამშორდიო სატანა. ნაზარეთის თხემისფერი კედლები, ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა, ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები, მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...
მამა პეტრე ♥
პატივისცემით, +++++ ძალიან მომეწონა! უფალს ებარებდეთ!

პატივისცემით,
12. გილოცავ აღდგომას და გიორგობას! მოგიკითხე
გილოცავ აღდგომას და გიორგობას! მოგიკითხე
11. აღსდექ,უფალო მადლიერი თვალებით გიმზერ, აღსდექ,უფალო მადლიერი თვალებით გიმზერ,
10. მრავალს დაესწარი გფარავდეს მრავალს დაესწარი გფარავდეს
9. აღსდექ,უფალო მადლიერი თვალებით გიმზერ, პასკა და კვერცხი არ მგონია მხოლოდ აღდგომა, მადლობ,უფალო,რომ უბრალოდ ვიწამე ქრისტე და აღდგომა დღეს შემიძლია გითხრა მადლობა.
მრავალ აღდგომას დაესწარი!+++და მრავალ გიორგობას:) აღსდექ,უფალო მადლიერი თვალებით გიმზერ, პასკა და კვერცხი არ მგონია მხოლოდ აღდგომა, მადლობ,უფალო,რომ უბრალოდ ვიწამე ქრისტე და აღდგომა დღეს შემიძლია გითხრა მადლობა.
მრავალ აღდგომას დაესწარი!+++და მრავალ გიორგობას:)
8. გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
7. დამშვიდდით :) დამშვიდდით :)
6. დამშვიდდით :) დამშვიდდით :)
5. კარგის მთქმელს-კარგად გამგები სჭირდება......(ამაში-(მც) რა მომცა ამისა ბედი......))
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სულიერად!
ყველა სიკეთე კარგის მთქმელს-კარგად გამგები სჭირდება......(ამაში-(მც) რა მომცა ამისა ბედი......))
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სულიერად!
ყველა სიკეთე
4. ხათო :* მიყვარხარ ხათო :* მიყვარხარ
3. ლიკ :( მაგარი ლექსია,შენ რომ გეკადრება,ზუსტად ისეთი ლიკ :( მაგარი ლექსია,შენ რომ გეკადრება,ზუსტად ისეთი
2. რა კარგად მომილოცეთ აღდგომა :) რა კარგად მომილოცეთ აღდგომა :)
1. "Каждая неудавшаяся попытка- это еще один шаг вперед".
Томас Алва Эдиссон
ყველა სიკეთე "Каждая неудавшаяся попытка- это еще один шаг вперед".
Томас Алва Эдиссон
ყველა სიკეთე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|